ა) მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
გ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა;
დ) აგრობიზნესში დასაქმებულ პირებსა (მ.შ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან) და ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების წარმოდგენა;
ე) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ვ) ფერმერთა და აგრომეწარმეთა ერთიანი რეესტრის სისტემის ფუნქციონირება, მობილიზებული ინფორმაციის (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ და სხვა) შეგროვება, დამუშავება და მისი ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაციის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზება;
თ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების, ექსპორტ-იმპორტის, სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებების და მექანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
ი) სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სურსათზე არსებული ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება;
კ) ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ლ) ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება;
მ) დამუშავებულ და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშებისა და წინადადებების წარმოდგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) განყოფილებაში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება;
პ) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.