1. საგამოცდო ლაბორატორიაში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განყოფილებაში დასაქმებულ პირებზე ანაწილებს საანალიზოდ შემოსულ ნიმუშებს/სინჯებს, ზედამხედველობს და პასუხისმგებელია კვლევების ჩატარებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილებაში დასაქმებულთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილებაში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) უშუალოდ მონაწილეობს ლაბორატორიული კვლევების (გამოცდის) ფასწარმოქმნის და დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტირების პროცესში;
ე) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილებაში ცენტრის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, თანამდებობრივი ინსტრუქციების, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დავალებების შესრულებაზ