1. საგამოცდო ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი.
2. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს საგამოცდო ლაბორატორიაში საანალიზოდ შემოსულ ნიმუშებს/სინჯებს საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის და ზედამხედველობს კვლევების ჩატარებას;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურულ ქვედანაყოფში დასაქმებულთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მიუკერძოებლობაზე, კონფიდენციალურობას და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ხელს აწერს/ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ხელმოწერით ადასტურებს საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული საგამოცდო ოქმის სისწორეს;
ზ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ი) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფში დასაქმებულთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს ცენტრის უფროსის წინაშე სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს.
3. საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საგამოცდო ლაბორატორიის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს, ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული საგამოცდო ლაბორატორიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ