1. საგამოცდო ლაბორატორია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სასმელი წყლის, ზედაპირული წყლის, ჩამდინარე წყლის, ზღვის წყლის, აუზების, წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის (ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, კონსერვების, ალკოჰოლიანი, მცირედ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მარცვლეულის და სხვა) ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ, ფიზიკურ, ქრომატოგრაფიულ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ, სეროლოგიურ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ), პარაზიტოლოგიურ, ვეტერინარიულ-სანიტარიულ, რადიომეტრიულ და სპექტრომეტრულ გამოკვლევებს, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
ბ) კომპეტენტური ორგანოს/პირის მომართვის საფუძველზე ადამიანებისა და ცხოველებისათვის საერთო საშიში (ზოოანთროპონოზური) დაავადებების გამოვლენისას პათოლოგიური მასალის გამოკვლევებს;
გ) მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკას;
დ) ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, პარაზიტოლოგიურ, რადიომეტრიულ გამოკვლევებსა და ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენას;
ე) აგროქიმიკატებსა და შხამქიმიკატებში მოქმედი ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
ვ) დასახლებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ატმოსფერულ ჰაერში, საწარმოს სამუშაო ზონაში, საცხოვრებელ ბინებსა და სხვა სათავსოების ჰაერში აეროდინამიკურ, ფიზიკო-ქიმიურ, ტოქსიკოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ და რადიომეტრიულ გამოკვლევებს;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული, სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებას.
2. საგამოცდო ლაბორატორიას გააჩნია თავისი ფუნქციური ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამოცდის ოქმის ხელწერით დამოწმებისას.
საგამოცდო ლაბორატორიის სტრუქტუ