1. საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე;
ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის შტატების, საქმიანობის ორგანიზაციის, დასაქმებულთა წახალისების, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე ფუნქციების შესასრულებლად;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის სახელით;
ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და მოვალეობებს.
3. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ განსაზღვრული სამსახურის თანამშრომელ