რეგისტრაციისა და ნიმუშების აღების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საანალიზო ნიმუშების/სინჯების აღება და ტრანსპორტირება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული საანალიზო ნიმუშების შეფასება, მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი გამოცდისათვის, ბიოდაცვის და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინფორმირება საგამოცდო ნიმუშების აღების, შეფუთვისა და ლაბორატორიაში მიტანის წესებზე;

დ) ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების/გამოცდის ოქმების გაცემა;

ე) საანალიზოდ შემოსული სინჯების/ნიმუშების რაოდენობის, გამოსაცდელი პროდუქტის, დამკვეთის, შესრულებული გამოკვლევების დასახელების, სტატისტიკური დამუშავება,  ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობასთან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.

თავი IV

ხელმძღვანელობა და სხვა დასაქმებულე