საგამოცდო ლაბორატორიის სხვა დასაქმებულები:

ა) ასრულებენ საგამოცდო ლაბორატორიის/განყოფილების უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე;

გ) პასუხისმგებელი არიან შესაბამისი დოკუმენტაციის სათანადო გაფორმებაზე, მათ დაცვა-შენახვაზე, გამოცდების შედეგების უტყუარობის, ობიექტურობის და სიზუსტის უზრუნველყოფაზე, კონფიდენციალურობასა და მიუკერძოებლობაზე;

დ) ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობით, ცენტრის უფროსის ბრძანებებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს.

თავი V

დებულებაში ცვლილების შეტა