ბიოლოგიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
ბ) ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
გ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის ნიმუშების/სინჯების ბაქტერიოლოგიური, სანიტარიული, სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;
დ) სამკურნალო/პროფილაქტიკური, საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კვების პროდუქტების მწარმოებელი და მარეალიზირებელი დაწესებულებების სანიტარული კვლევები;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ