ქიმიური კვლევების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სასმელი წყლის (წყალმომარაგების ცენტრალიზირებული და არაცენტრალიზირებული) დაფასოებული და არადაფასოებული ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ -ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ბ) ზედაპირული წყლების (მდინარე, ზღვა, ტბა), ჩამდინარე წყლების, აუზის წყლების, წყალსატევების წყლის ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

გ) მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების და ნედლეულის  ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

დ) ალკოჰოლიანი, სუსტალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ნიმუშების/სინჯების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური, ტოქსიკოლოგიური, ქრომატოგრაფიული და სპექტრომეტრული გამოკვლევები ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციების შესაბამისად;

ე) მოქმედი კანონმდებლობით და ცენტრის უფროსის ბრძანებებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ