1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტში პირი ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი;
ბ) სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საბაჟო დეპარტამენტის დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი – ამ თანამშრომლის სამსახურში გასვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
გ) თანამშრომელი, რომელიც დროებით ასრულებს საბაჟო დეპარტამენტში სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არმყოფი სხვა თანამშრომლის ფუნქციებს (შემცვლელი