საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) 12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13−15 ნაწილები:
„13. სამეწარმეო საქმიანობისთვის რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნისას მისი გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა −
იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
14. ამ მუხლის 13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −
იწვევს პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
15. ამ მუხლის 13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
იწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.“;
ბ) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში − აგრეთვე ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი, ფარმაცევტული პროდუქტის ერთეულის ფასი ან/და სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის ფაქტობრივი მისამართი.“;
გ) მე-8 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) რეფერენტული ფასისადმი დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ასეთად განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტი.“;
დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის პირველი−13 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება, აგრეთვე საქონლის დათვლა თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად და აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან.
თბილისი, 1 დეკემბერი 2022 წ. N2275-IXმს-Xმპ |