საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4324-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.102322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
საქართველოს კანონი
 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს საპენსიო ფონდს − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;“.

2. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულისთვის/ფიზიკური პირისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადაცემის/გადახდის შემთხვევაში.“.

3. 238-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბანკო დაწესებულების, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შემთხვევაში − მონაწილეების/პენსიის მიმღებების) სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                         შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

№4324-XIVმს-Xმპ