„ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 30.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016569
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 24.05.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული
დანაკარგების დამტკიცების შესახებ ნავთობის შენახვისას ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული
ოდენობებისა და მათი დადგენის წესის თაობაზე ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№54
2022 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. 2023 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანიაკომისიის წევრიგოჩა შონიაკომისიის წევრიგიორგი ფანგანიკომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები
მუხლი 1🔗. ნორმატიული დანაკარგი ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობად განისაზღვროს:
ა) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;
ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;
გ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;
დ) 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;
ე) 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ.