სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №05/23
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2022
matsne.gov.ge 1,284 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 19.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 25.04.2018 სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 31.10.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 15.05.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 06.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/23 2022 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის (შემდგომში  – გუნდი) დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 გუნდის ბიუჯეტი, საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (შემდგომში  – სამინისტრო) გუნდის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. მუხლი 3🔗 განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები გუნდისთვის საჭირო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასაცემად. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი სსიპ  – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სსიპ – საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი (შემდგომში – გუნდი) სამართლებრივად დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სსიპ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად. 2. გუნდს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. 3. გუნდს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 4. გუნდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №68. მუხლი 2🔗. გუნდის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები 1. გუნდის ძირითადი მიზანია ქართული ტრადიციული გალობის, ქართული ხალხური და ახალი პროფესიული მუსიკის შესრულება, შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. 2. გუნდის საქმიანობის საგანია: ა) ქართული ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური მუსიკის მოძიება-შესწავლა, საშემსრულებლო დონის ამაღლება და გალობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნება; ბ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნისამებრ, სამების საკათედრო ტაძარში აღსრულებულ ლიტურგიაში მონაწილეობა; გ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობა ახალგაზრდა მგალობელ-მომღერალთა შემოქმედებითი აღზრდისა და განვითარების მიზნით; დ) შემოქმედებითი საქმიანობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ე) ქართული გალობა-სიმღერის ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუდიო-ვიდეოჩანაწერების შექმნა და გამოცემა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში გუნდს უფლება აქვს: ა) წარმართოს შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება გუნდის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც ანიჭებს შემოქმედებით თავისუფლებას მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და შესაბამისი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; გ) ისარგებლოს თავისი შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, თავისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს გუნდის პროფესიულ განვითარებას, გუნდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე – გუნდის დებულებიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ვ) საქართველოს მთავრობის 2022 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების პრინციპის განუხრელად დაცვით, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი და დაადგინოს მათი ღირებულება; ზ) შეიმუშაოს გუნდის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს გუნდში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან; თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე – გუნდის დებულების შესაბამისად. 2. გუნდი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას გუნდის თანამშრომელთა პროფესიული და სოციალური უფლებები; ე) წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს გუნდის საქმიანობის აუდიტორული შემოწმება. მუხლი 3🔗. გუნდის მართვა 1. გუნდის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. გუნდს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი. 3. გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 4. გუნდის დირექტორს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდეგში – სამინისტრო) შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი. 5. გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) უწევს გუნდს შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება გუნდის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; ბ) უზრუნველყოფს გუნდის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; გ) ადგენს გუნდის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ამტკიცებს გუნდის სტრუქტურასა და შინაგანაწესს; ვ) საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსი“, შესაბამისად წარმართავს გუნდის შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს გუნდის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან; ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს; თ)  პასუხისმგებელია გუნდის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ი) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს გუნდს ყველა ინსტანციის სასამართლოში, დაწესებულებებში/ორგანიზაციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; კ) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული ფუნქციების დელეგირება გუნდის დირექტორზე, რაც მას არ ათავისუფლებს გუნდის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან. 6. გუნდის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით: ა) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; გ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. 7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს სამინისტროს. მუხლი 4🔗. გუნდის სტრუქტურული ერთეულები 1. გუნდის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (სამსახური); ბ) შემოქმედებითი სამსახური. 2. გუნდის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი. 3. გუნდის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. გუნდის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. გუნდის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც გუნდს გადაცემული/შეძენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. გუნდს უფლება აქვს, პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის შედეგად დარჩენილი, ასევე – ბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც მთლიანად ხმარდება გუნდს მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ. 3. გუნდის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 6🔗. გუნდის საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი 1. გუნდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს ამ საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. გუნდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლისთვის საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. გუნდს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა. 6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 7🔗. გუნდის დაფინანსების წყაროები გუნდის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი; გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო-, ვიდეო- და აუდიოჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად; ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება გუნდის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების კულტურული მომსახურებით; ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები; ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული და სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. გუნდის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. გუნდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. გუნდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. გუნდის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია გუნდის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.