დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-904
სარეგისტრაციო კოდი 360150000.22.023.016751
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,110 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 24.06.2022 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.10.2022 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.11.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 17.02.2015 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-904 2022 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი  პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულება“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისის  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომში – კომისია) არის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შედგომში – კანონი) შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – გარემოს ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) არსებული სათათბირო ორგანო, რომლის მიზანია, კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა. 2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას და საქმიანობის წესს. 3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონით, კანონის საფუძველზე მიღებული/გამოცემული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისია შედგება სააგენტოს, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის შემდეგი უწყებების წარმომადგენლებისგან: ა) სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსი (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) – კომისიის თავმჯდომარე; ბ) სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას); გ) სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი; ე) სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი; ვ) სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი; ზ) სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი; თ) სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი; ი) სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი; კ) სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი; ლ) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო; მ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო; ნ) სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; ო) სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო; პ) სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 2. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საკონსულტაციოდ ან ხმის უფლებით, მიიწვიოს სააგენტოს, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა უწყებების თანამშრომლები, საზოგადოებრივი ექსპერტები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნული პირების მოწვევის თაობაზე კომისიის თავმჯდომარესთან საკითხის დასმის უფლება ასევე აქვთ კომისიის წევრებს. 3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტი. მუხლი 3🔗. კომისიის ფუნქციები 1. კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში (ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის) შეუძლებლობა) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების და ამ ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიის განსაზღვრა. 2. კომისია ასევე უფლებამოსილია იმსჯელოს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელების საჭიროების შესახებ და განსაზღვროს აღნიშნული ღონისძიებები. მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილებები კომისია უფლებამოსილია: ა) განიხილოს წარმოდგენილი ინფორმაცია გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ; ბ) განიხილოს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიის, სხვა ტერიტორიის და აღნიშნულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი შესაძლო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) განიხილოს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შენიშვნები/მოსაზრებები; დ) იმსჯელოს სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების ალტერნატივებზე; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; ვ) კომისიის წევრებს დაავალოს ცალკეული საკითხების შესწავლა და ინფორმაციის/დასკვნის/წინადადების წარმოდგენა; ზ) კომისიის სხდომაზე მიიწვიოს დაინტერესებული პირები. მათ შორის, კომისიაზე განსახილველ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით შენიშვნების არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები; თ) შესაბამისი უწყებებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მიმდინარე სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების და შედეგების შესახებ; ი) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს კომპეტენტურ უწყებებს; კ) განახორციელოს მისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები. მუხლი 5🔗. კომისიის წევრების უფლებამოსილებები. კომისიის სამდივნო 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) ახორციელებს კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან: ა) მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და დასკვნების/წინადადებების/რეკომენდაციების მომზადებაში; ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები; გ) კომისიის თავმჯდომარეს მიმართონ წინადადებით ცალკეული საკითხების დამატებით შესწავლის, ასევე კომისიის სხდომაზე დაინტერესებული პირების მოწვევის თაობაზე; დ) განახორციელონ ამ დებულებით განსაზღვრული და კომისიის თავმჯდომარის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. კომისიის სამდივნო: ა) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და განსახილველ საკითხებთან ერთად უგზავნის კომისიის წევრებს; ბ) კომისიის წევრებს აცნობებს კომისიის სხდომის ჩატარების თარიღს; გ) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმის შედგენას; დ) ახორციელებს კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს; ე) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ დავალებებს. მუხლი 6🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ წარდგენილი მიმართვის საფუძველზე. 3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის მიერ, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წინადადების საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვით კომისიას წარედგინება: ა) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი დასაბუთება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის, ასევე პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის (ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში ან თანაზომიერი ხარჯებით განხორციელების) შეუძლებლობის თაობაზე (მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განხორციელების საჭიროების შესახებ); ბ) წინადადებები დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიის ან სხვა ტერიტორიის და ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიის და მასზე განსახორციელებელი სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების შერჩევასთან დაკავშირებული სხვა მასალები. 5. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს კომისიის სხვა წევრი. 6. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. 7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკითხის მისთვის წარდგენიდან არაუმეტეს 180 კალენდარული დღის ვადაში. 8. კომისიის სხდომიდან 10 დღის ვადაში დგება კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება განხილული საკითხ(ებ)ი, კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავის შეკავების, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კომისიის წევრის განსხვავებული აზრი და სხვ.) და მიღებული გადაწყვეტილება. 9. კომისიი სხდომის ოქმის სისწორეზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამდივნო. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის სხდომის ოქმი ინახება კომისიის სამდივნოში. მუხლი 7🔗. კომისიის გადაწყვეტილებები 1. კომისიამ საკითხის განხილვის შემდეგ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიის და მასზე განსახორციელებელი სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ; ბ) საკითხის დამატებითი შესწავლის (სხვა ალტერნატიული ტერიტორიის ან/და სხვა სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების ვარიანტების წარმოდგენა და სხვ.) საჭიროების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, კომისიის ფუნქციებიდან გამომდინარე, განსახილველი საკითხის გათვალისწინებით, კომისიამ შეიძლება მიიღოს სხვა გადაწყვეტილებებიც. 3. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 4. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (კომისიის სხდომის ოქმი), „სააგენტოს“ და „კომისიის“ წევრებს ეგზავნებათ მისი შედგენიდან 2 დღის ვადაში.