,,ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.05.2008 ბოლო ცვლილება 08.02.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
300.160.070.10.003.001.062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 08/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი.

    მუხლი 2.

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის მსურველთა მიმართ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების წესი

1. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება ხორციელდება ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის მსურველთა მიმართ „ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე.

2. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს:

ა) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა მიერ სერტიფიკატების გაცემის მომსახურების გაწევის პირობებს;

ბ) ციფრული ხელმოწერის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ნორმებს;

გ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით;

დ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა საქმიანობის შეჩერება-შეწყვეტისა და ხელახალი ამოქმედების პროცედურებს;

ე) მოთხოვნებს სერტიფიკატის გამცემი ცენტრის მომსახურე პერსონალის მიმართ;

ვ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემის შეჩერება-ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების ზუსტი თარიღისა და დროის დადგენის საშუალებებსა და მექანიზმებს;

ზ) ციფრული ხელმოწერის დახურული და ღია გასაღებების გენერირებისათვის განკუთვნილი საიმედო არასანქცირებული და მოდიფიცირებისაგან დაცული ელექტრონული საშუალებების, მათ შორის, ალგორითმების სისტემას;

თ) ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის შესახებ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვის პირობებს და სხვა.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ტექნიკურ რეგლამენტში შესაძლებელია გაიწეროს დამატებითი მოთხოვნები და პირობები აკრედიტაციის მსურველთა მიმართ.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ:

ა) ამ დადგენილების შესაბამისად შეიმუშაოს ტექნიკური რეგლამენტი ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემთა მიმართ;

ბ) შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მოამზადებს რეკომენდაციებს ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების პოლიტიკის უზრუნველსაყოფად;

გ) განუსაზღვროს ჯგუფს ამოცანები და ვადები ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებისათვის.

    მუხლი 3.

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემის მიმართ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების წესი

1. დადგენილების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

2. საქართველოს მთავრობა იხილავს ტექნიკურ რეგლამენტს და „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს.

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე