ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2022
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016651
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.12.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2022 წლის 2 დეკემბერი
ქ. ზუგდიდი
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სატარიფო რეგულირების, მგზავრთა გადაყვანის მარშუტების და მოძრაობის განრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის საფუძველზე და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის, მე-2 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ა) განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის ტარიფები დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის მარშუტები დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის მოძრაობის განრიგი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას ცალკეული კატეგორიებისათვის შეღავათიანი ტარიფები შემდეგი სახით:
ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება;
გ) ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;
დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინეული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;
ე) 0-6 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;
ვ) სკოლის მოსწავლეებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;
ზ) სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;
თ) საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო.
მუხლი 3🔗
შეღავათიანი ან უფასო მგზავრობით მოსარგებლე პირებმა მგზავრობისას თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი (შშმ პირის, სტუდენტის/მოსწავლის ბარათი, ვეტერანის და მათთან გათანაბრებული პირის, დაბადების მოწმობა, უფასო სასადილოს ბენეფიციარის, სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლის, საპატიო ზუგდიდელის) მოწმობები ან/და დოკუმენტები.
მუხლი 4🔗
დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება შპს “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ან მისი კონტრაქტორის) მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
მუხლი 5🔗
დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებით მოსარგებლე პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთაც შესაბამისი უწყებებიდან, გამოითხოვს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ ან მისი კონტრაქტორი.
მუხლი 6🔗
დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ან მისის კონტრაქტორის მიერ მონაცემთა განახლება ხდება არანაკლებ თვეში ერთხელ.
მუხლი 7🔗
შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ ან მისი კონტრაქტორი მოთხოვნის საფუძველზე მიღებული მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა) ბარათის დაბლოკვას ან უფასო და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების გაუქმებას.
მუხლი 8🔗
დადგენილების მე-2 მუხლის განსაზღვრულ პირებზე გაცემულ სამგზავრო პლასტიკურ ბარათებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მისი მფლობელის სახელი (ან სახელი ინიციალი), გვარი და პირადი ნომერი.
მუხლი 9🔗
შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტმა“ ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო (ნულოვანი) და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა