ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთში შესასვლელი ხეივნისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწე ნინო ყიფიანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2022
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/12/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.12.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხაშურში, ანტონ სულავას ქუჩისათვის ძველი სახელწოდების გალაკტიონ ტაბიძის I შესახვევის აღდგენის თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხაშურში და ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ
ახალსოფელში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდების
შესახებ დაბა სურამში, ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტისათვის „წმინდა ელიას“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ხაშური, „ზემო სერსა“ და დაბა სურამში გამავალ, უსახელო ქუჩისათვის ,,ახალი ბანა“-ს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურში, სანაპიროს ქუჩის მონაკვეთისათვის მამუკა სულაბერიძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთში შესასვლელი ხეივნისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწე ნინო ყიფიანის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №68
2022 წლის 1 დეკემბერი
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთში შესასვლელი ხეივნისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწე ნინო ყიფიანის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მომართვის საფუძველზე დარეგისტრირებულია ინიციატივა სოფ. ქვიშხეთში შესასვლელი ხეივნისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწე ნინო ყიფიანის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის სახელდება. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთში შესასვლელ ხეივანს (მდებარეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვიშხეთში იწყება X - 376760, Y-4646865 კოორდინატზე და მთავრდება X - 376051, Y-4647041, ხეივნის სიგრძე შეადგენს 750 მეტრს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხაშური-ვალე-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი, დასავლეთით მოსახლეობა, ჩრდილოეთით და სამხრეთით სასოფლო-სამეურნეო მიწები) მიენიჭოს ქართველი საზოგადო მოღვაწე ნინო ყიფიანის სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი