საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 26.06.1997
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 15092. მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი
1. ამ მუხლის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდაქმნის შემდეგ სუბიექტი აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში ყველა პირს დაარეგისტრირებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს, მიუხედავად „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებების რაოდენობის შეზღუდვისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში პირის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფუნქციონირების (მის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის ფლობის) შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2024 წლის 1 ივლისამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 დეკემბერი 2022 წ. N2399-IXმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2399-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.020744.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2399-IXმს-Xმპ, 15.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020744 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5638601/