⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2024)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2380-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016725
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 144 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
01.01.2024 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2023 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა. 2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 15 დეკემბრის №1145-VIმს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.12.2021, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016689). 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი თბილისი, 15 დეკემბერი 2022 წ. N2380-IXმს-Xმპ