1. სისხლის დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის აუცილებელი, საჭირო რაოდენობის პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს საკუთარი ფუნქციების შესაბამისი მომზადება და რომლის თითოეულ წევრს აქვს სამუშაო აღწერილობა.

2. სისხლის დაწესებულების პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცესში, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო, შესაბამისი კვალიფიკაცია და გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო მომზადება. სისხლის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თავისი პერსონალის დროული, შესაფერისი და პერიოდული ატესტაცია და გადამზადებ