„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2435-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430040000.05.001.020750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;“;

ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირების  მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ითვლება შესაბამისი დაწესებულების/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძვლად  ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის გავლის განრიგის გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ავტორიზაციის გავლის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. თუ დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ან აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ პირს ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს, მას უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე დადგენილებით შეიტანოს სათანადო ცვლილება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის მიზნით შექმნილი შესაბამისი ელექტრონული სისტემის წარმოების წესში.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 დეკემბერი 2022 წ.

N2435-IXმს-Xმპ