2023−2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2381-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 190040000.09.001.016724
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2024−2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ 2025−2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ 2026−2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ 2020−2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს 2019−2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2023−2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
2023−2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2023−2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2023−2025 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023−2025 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2023−2025 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელზე სწრაფად გამკაცრება და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი
თბილისი,
15 დეკემბერი 2022 წ.
N2381-IXმს-Xმპ