საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ურთიერთმოქმედების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 04.11.1996
ძალის დაკარგვა 01.05.1998
გამომცემი ორგანო სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000160
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/11/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 04.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა
და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და
ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ურთიერთმოქმედების
შესახებ
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის
სახელმწიფო დეპარტამენტის და
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის
ერთობლივი დებულება №0
1996 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ურთიერთმოქმედების შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
წინამდებარე დებულება წარმოადგენს სახელმძღვანელოო დოკუმენტს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში –
საქსტანდარტის) და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის (შემდგომში სახსანზედამხედვეობის) ურთიერთმოქმედების შესახებ, პროდუქციის, მომსახურების (შემდგომში –
პროდუქციის) სერტიფიცირებისა და უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველყოფის ნაწილში.
საქსტანდარტი და სახსანზედამხედველობა თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობით, მათი საქმიანობის შესახებ დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, დადგენილებებით, განკარგულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
ურთიერთმოქმედების ძირითადი მიმართულებები:
ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მაჩვენებლების, ნორმატივებისა და მოთხოვნები დადგენა, რომლებიც განსაზღვრავენ პროდუქციის უსაფრთხოებას;
პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოების ორგანიზაცია;
ადამიანის ჯანმრთელობისათვის პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის სისტემის მეტროლოგიური უზრუნველყოფა კონტროლის მეთოდების ნაწილში;
პროდუქციის უსაფრთხოების ზედამხედველობის სახელმწიფო სისტემის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში კანონპროექტების შემუშავება და მოქმედი საკანონმდებლო აქტების განხილვა;
პროდუქციის უსაფრთხოების საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება.
ურთიერთმოქმედების ძირითადი პრინციპები:
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ პროდუქციის უსაფრთხოების მაჩვენებლების მოთხოვნათა ერთიანობის უზრუნველყოფა;
პროდუქციის უსაფრთხოების მაჩვენებლების სტანდარტიზაციისა და ჰიგიენური სერტიფიცირების ნაწილში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის კანონმდებლობის პრიორიტეტულობა და სახსანზედამხედველობის განსაკუთრებული უფლებამოსილება ადამიანის ჯანმრთელობისათვის პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმების დადგენაში, მის სისტემაში შემავალი პროდუქციის უსაფრთხოების კვლევის ლაბორატორიების აკრედიტაციის საქმეში; საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ლაბორატორიების ჰიგიენური სერტიფიცირება, რომლებიც აწარმოებენ ნედლეულის, პროდუქციის და სხვათა კვლევას.
სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემის მთლიანობა და საქსტანდარტის განსაკუთრებული უფლებამოსილება სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის, სამუშაოების წესების დადგენაში, სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის საქმეში;
სახსანზედამხედველობის განსაკუთრებული უფლებამოსილება პროდუქციის ჰიგიენური შეფასების (ჰიგიენური რეგისტრაციის და ჰიგიენური სერტიფიცირების) წესების დადგენისა და გაცემის მეთოდების დამტკიცებაში;
ნორმატიული დოკუმენტების და მათში ცვლილებების (პროდუქციაზე ჩამონათვალის შესაბამისად) სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქსტანდარტი სახსანზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმების არსებობისას.
საქსტანდარტი და სახსანზედამხედველობა ერთობლივად ახორციელებენ შემდეგ სამუშაოებს:
სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული პროდუქციის ჩამონათვალის განსაზღვრას, პროდუქციის უსაფრთხოების განმსაზღვრელი იმ მაჩვენებლების ნომენკლატურის დადგენას, რომელიც ექვემდებარება ნორმატიულ დოკუმენტაციაში ჩართვას.
პროდუქციის უსაფრთხოების კვლევის საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის ორგანიზაციას;
პროდუქციის უსაფრთხოების კვლევის მეთოდების სტანდარტიზაციასა და მათ საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას;
პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მიმართული სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას;
ნივთიერებებზე და მასალებზე მონაცემთა ბანკის წარმართვას;
დადგენილი წესით იღებენ გადაწყვეტილებებს საზღვარგარეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატების აღიარების შესახებ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საქსტანდარტი:
ახორციელებს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკაციის სამუშაოების (აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებისა და ორგანოთა) მეთოდურ ხელმძღვანელობას და მის ნორმატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
აწარმოებს პროდუქციის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ორგანოების საქმიანობის ლიცენზირებას.
გასცემს საწარმოებზე და ორგანიზაციებზე უშუალოდ ან აკრედიტებული შესაბამისობის სერტიფიკაციის ორგანოების მეშვეობით პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატს - ჰიგიენური სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში (რომელიც თან უნდა ახლდეს შესაბამისობის სერტიფიკატს) და სერტიფიკაციის სისტემის შესაბამისობის ნიშნის გამოყენების უფლებას დადგენილი წესით.
ახორციელებს პროდუქციის საგამოცდო ლაბორატორიებისა და სასერტიფიკაციო საქმიანობის საინსპექციო კონტროლს.
წარმართავს სერტიფიცირებული პროდუქციის შესახებ მონაცემთა ბანკს;
სახსანზედამხედველობა:
ახორციელებს პროდუქციის მახასიათებლებისა და მაჩვენებლების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის; ახორციელებს ნედლეულის, პროდუქციის, მწარმოებელ-მარეალიზებული და სხვა სამეურნეო ობიექტების და ლაბორატორიების სახელმწიფო ჰიგიენურ რეგისტრაციას და ჰიგიენურ სერტიფიკაციას;
აწარმოებს გაცემული ჰიგიენური სერტიფიკატების აღრიცხვას;
პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით დამოუკიდებლად ან სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ორგანოებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს პროდუქციის შემდგომი გამოყენების თაობაზე, რომლებიც უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით არ პასუხობს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;
ითანხმებს ახალი ტექნოლოგიური პროცესების, მასალების და ნაკეთობების წარმოებას, რეალიზაციასა და გამოყენებას, მათ შორის იმპორტული პროდუქციის შემოტანასა და რეალიზაციას;
წარმართავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ნივთიერებების რეგისტრს;
ამტკიცებს პროდუქციის ჰიგიენური და ტოქსიკოლოგიური შეფასების მეთოდებს, აგრეთვე ჰიგიენური მაჩვენებლებისა და მახასიათებლების, მავნე ფაქტორების დონის განსაზღვრისა და კვლევის მეთოდებს; საქსტანდარტი და სახსანზედმხედველობა იღებენ ვალდებულებებს ურთიერთინფორმირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში:
საქსტანდარტი - სახელმწიფო სტანდარტებისა და სტანდარტიზაციის და სახელმწიფო სისტემის ფუძემდებელი დოკუმენტების დამტკიცების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ;
სახსანზედამხედველობა - სანიტარიული კანონმდებლობის დოკუმენტების ცვლილებების და გაუქმების შესახებ;
საქსტანდარტი და სახსანზედამხედველობა ყოველწლიურად აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას სერტიფიცირებული პროდუქციის შესახებ.
წინამდებარე დებულება შედის ძალაში ხელმოწერის დღიდან.
საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ო. ხოფერია
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარე
მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ნ. შავდია