„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30813
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №30813

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს 11–14 პუნქტები შემდეგი შინაარსით:

„11. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესზე გადასახადის გადამხდელის ნებაყოფლობით გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) სრულად;

ბ) ნაწილობრივ;

12. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის სრულად გადასვლისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესი ვრცელდება მის მიერ გამოწერილ ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.

13. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის ნაწილობრივ გადასვლისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის სპეციალური წესი გავრცელდება მხოლოდ მის მიერ შერჩეულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე.

14. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე გადასახადის გადამხდელის ნაწილობრივ გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გადასახადის გადამხდელი სრულად გადასულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„31. თუ გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ სარგებლობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალური წესით და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუფიქსირდება დავალიანება, გადასახადის გადამხდელი სრულად გადავა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„7. სეს ესნ-ის მე-10, მე-11 და მე-12 ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლის შეძენისას მიმღები (მყიდველი) უფლებამოსილია მიმწოდებელს (გამყიდველს) მოსთხოვოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელზეც ვრცელდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი.

4. მე-4 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი შინაარსით:

„6. თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის შესაბამისად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გააქტიურებულია ავტომატურად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის (გამყიდველის) საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების ან/და მიმღებისთვის (მყიდველისთვის) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმების (აღდგენის) შემთხვევაში, მიმღები (მყიდველი) უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს მიმართოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული შესაბამისი დღგ-ის თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით.“.

5. მე-6 მუხლის „გ“ ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე ერთობლივად ან ცალ-ცალკე.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                        ლევან კაკავა


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2022.
როდის იქნა მიღებული „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2022. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №30813. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016689.
რამდენი მუხლისგან შედგება „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30813, 07.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016689 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5652088/