⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.141.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 257 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2022 წლის 20 დეკემბერი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის №19 დადგენილება. (www.matsne.gov.ge, 29/12/2021,  სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.141.016343). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.                                                                       ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 744,15 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის პირველ მუხლში  გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი), უფლებამოსილების განხოციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  ანაზღაურებასთან ერთად.