ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2021 ძალადაკარგული 20.12.2022
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.141.016343
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2021 წლის 28 დეკემბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის  №13  დადგენილებით დამტკიცებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის  №15 დადგენილება. (www.matsne.gov.ge,26/01/2018,  სარეგისტრაციო კოდი:190040000.35.141.016240 ).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან



დანართი
ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესი
მუხლი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  საკრებულოს სხდომებში,  საკრებულოს  კომისიებისა  და ფრაქციების მუშაობაში  მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის  სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების  განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 676-50 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის პირველ მუხლში  გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი),  უფლებამოსილების განხოციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  ანაზღაურებასთან ერთად.