საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.12.2022 ძალადაკარგული 12.01.2024
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №81

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მესამე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

.

მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი (პირველი რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ეკონომიკის სპეციალობით);

გ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

2. თავდაცვის/უსაფრთხოების, პროექტების მართვის, სამართლის, ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 5 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ეკონომიკის სპეციალობით);

გ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

დ) მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

2. თავდაცვის/უსაფრთხოების, პროექტების მართვის, სამართლის, ინჟინერიის ან მშენებლობის სფეროში 3 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 3. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია –  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით).

2. თავდაცვის/უსაფრთხოების,პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან,ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“;

ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“;

თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“.

5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 4. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია –  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესისდა ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით).

2. თავდაცვის/უსაფრთხოების,პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“;

ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“;

თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“.

5. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 5. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით);

დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა).

2. თავდაცვის/უსაფრთხოების, პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“;

ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“;

თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“.

4. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 6. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით);

დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა).

2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“;

ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“;

თ) „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2023-2026“.

3. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1-დონე.

4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 7. სტანდარტიზაციის მართვის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია –  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებით).

2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის, ანალიტიკურ ან სტანდარტიზაციის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“.

5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 8. სტანდარტიზაციის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებით);

დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა).

2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ანალიტიკურ სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“;

ე) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 9. ლოჯისტიკის პოლიტიკის

განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).

2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის, თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ლოჯისტიკისსფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 10. ლოჯისტიკის პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი):

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);

დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა).

2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის, თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ლოჯისტიკის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 11.  კოდიფიკაციის განყოფილების

უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის ან/და ლოგისტიკის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით).

2. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, თავდაცვის ან სამართლის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება.

4. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე.

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.

მუხლი 12. კოდიფიკაციის განყოფილების მთავარი

სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართალის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის ან/და ლოგისტიკის სპეციალობით);

ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით;

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით);

დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა).

2. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, თავდაცვის ან სამართლის სფეროში 1წლის მუშაობის გამოცდილება.