გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2022
ძალაში შესვლა 01.03.2023
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №საკონტაქტო ტელეფონი:
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016553
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,038 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2022 მიღება
01.03.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი: გვარი:
პირადი ნომერი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი:
სახელი
ქალაქი: სოფელი:
ქუჩ სახლი №:
ქუჩა სახლი №:
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.03.2024 ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი ქირით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.01.2026 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 08.02.2021 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.03.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 19.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 2022 წლის  21 დეკემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2  პუნქტის  „ფ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (დანართი №1); ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა  (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი დანართო №1 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ  აქტებს. 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ  რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს, საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს. 3. ეს წესი არ ვრცელდება პირებზე/ოჯახებზე რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული; 4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება: ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული  საცხოვრებელი ადგილის არ მქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო; ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით; გ) დაინტერესებული მხარე –  ნებისმიერი ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილება; დ) პირველი რიგის ნათესავი – შვილ(ებ)ი, მეუღლე, მშობელ(ებ)ი. მუხლი 2🔗. უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის პროცედურები 1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ  წესით დადგენილი რეგისტრაციის სპეციალური განაცხადის ფორმით (დანართი №2); განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) ასლი; ბ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები; გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე  ქონების რეგისტრაციის  შესახებ; დ) ინფორმაცია ოჯახის ყველა წევრის რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ; ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებები, განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ზ) ამ წესის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი/დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) მოქალაქე ვალდებულია მუნიციპალიტეტს დამატებით წარმოუდგინოს ოჯახის ყველა წევრის პირველი რიგის ნათესავებისა და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია. 2. ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისას დაინტერესებული პირის მიერ დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 3. მოქალაქის მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი" ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ინფორმაციისა და დოკუმენტაციის არ წარმოდგენა ან არასრულად წარმოდგენა,  შეიძლება გახდეს მოთხოვნის განუხილველად დატოვების საფუძველი. 4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით განიხილავს მერის მიერ შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია) ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მერს წარუდგენს წინადადებას პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის წინადადების საფუძველზე პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი. 5. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლები შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ახორციელებენ მოკვლევას უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას და წარუდგენენ კომისიას. 6. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში. 7.  უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ: ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს დროებითი საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით, ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული)  დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაზე, ან პირის ან/და  მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე, გარდა შემთხვევებისა, თუ დგინდება, რომ ასეთი  უძრავი ქონება ვერ უზრუნველყოფს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას. ბ) განმცხადებლის მხრიდან უსახლკაროდ რეგისტრაციის მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან დროებითი  საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს; გ) პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს; დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში. ე) ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, უმუშევარი უსახლკარო პირი გააუქმებს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge „სამუშაოს მაძიებლად“ რეგისტრაციას. 8. უსახლკარო პირის/ოჯახის რეგისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა განხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №39 დადგენილების „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. მუხლი 3🔗. უსახლკარო პირად რეგისტრაციის კრიტერიუმები უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი (შემდგომში – პირი) უსახლკარო პირად დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში და უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ისეთი პირი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი არის სრულწლოვანი; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; დ) შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის მიერ პირის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირი (თუ ის არის შრომისუნარიანი) რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. მუხლი 4🔗. უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კრიტერიუმები 1. უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 (ორი) წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდათ გურჯაანის  მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად  სამსახურის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება; გ) შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას  ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი; დ)  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახს არ გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში ოჯახი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ოჯახის თითოეული უმუშევარი წევრი რეგისტრირებულია „სამუშაოს მაძიებლად“ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge. მუხლი 5🔗. უსახლკარო პირად/ოჯახად  რეგისტრაციის კომისია 1.  ამ  წესის  განხორციელების  მიზნით,  გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  მერი  ქმნის უსახლკაროდ რეგისტრაციის კომისიას (შემდგომში – „კომისია“). 2.  კომისიის  შემადგენლოდბაში  შედიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრები, მერიის თანამდებობის პირები, პროფესიული საჯარო მოხელეები და შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენელი. 3.  კომისია  შედგება  კომისიის  თავმჯდომარის,  კომისიის  თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები. 5.  კომისია  უშუალოდ  ექვემდებარება  კომისიის  თავმჯდომარეს  და  ასრულებს  მის დავალებებს. 6. კომისიის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 7. კომისიის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. 8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში. 9. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის  ორგანიზებაზე.  კომისიის  თავმჯდომარე  ხელს  აწერს  კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას. 10.  კომისიის  წევრებს  შორის  მოვალეობებს  ანაწილებს  და  მუშაობის  რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 11.  კომისიის  თავმჯდომარეს,  მისი  არყოფნის  შემთხვევაში,  ცვლის  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 12. კომისიის წევრი ვალდებულია: ა)  მონაწილეობა  მიიღოს  კომისიის  სხდომებში  და  არ  გამოტოვოს  სხდომა არასაპატიო მიზეზით; ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები; გ)  დაიცვას  საქართველოს  ნორმატიული  აქტებით  განსაზღვრული  ინფორმაციის კონფიდენციალობა. 13.  კომისიის  სხდომა  უფლებამოსილია,  თუ  სხდომას  ესწრება  კომისიის  წევრთა არანაკლებ 2/3.  14. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 15.  კომისია  გადაწყვეტილებას  იღებს  ხმათა  უმრავლესობით. თანაბარი რაოდენობის  ხმების  არსებობის  შემთხვევაში  უპირატესობა  მიენიჭება  კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას. 16. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით. 17.  ოქმს  ხელს  აწერენ  კომისიის  თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  კომისიის წევრები. 18.  კომისიის  სხდომის  ოქმები  და  საქმისწარმოების  სხვა  მასალები  ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. უსახლკაროდ  რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი 1. განაცხადი არ განიხილება და განმცხადებელს ეცნობება უარი უსახლკაროდ რეგისტრაციაზე, თუ: ა) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირი განაცხადის ფორმით მერიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე და  რეგისტრირებული  არ არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახის ყველა  წევრი განაცხადის  ფორმით მერიისათვის მიმართვისას არ არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი რეგისტრირებული არ არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის, უსახლკაროდ რეგისტრაცია რეგულირდება სხვა კანონმდებლობით; დ) უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის შესახებ მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  ვერ მოიპოვებს ინფორმაციას. მუხლი  7🔗. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის/ოჯახის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი 1. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №39 დადგენილებით „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული წესით. 2. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების/ოჯახების შეფასებას მერიის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ახორციელებს რიგითობით, პირის/ოჯახის მიერ მერიისათვის მომართვისა და განაცხადის რეგისტრაციის მომენტის გათვალისწინებით. დანართი №2 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ სახელი: გვარი: დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):     __ __ __ __ __ __ __ __ პირადი ნომერი: __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ საკონტაქტო ტელეფონი: გყავთ თუ არა ოჯახის წევრი? __ _ 1. დიახ            __ _  2. არა ოჯახის წევრები (მაგ.: პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან   მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი) № სახელი გვარი პირადი ნომერი დაბადების თარიღი   რიცხვი, თვე, წელი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 ინფორმაცია ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ № ინფორმაცია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების   შემოსავლების შესახებ № სახელი  გვარი    შემოსავალი წლიური (ლარი)   შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 განმცხადებლის რეგისტრაციის მისამართი ქალაქი: სოფელი: ქუჩ სახლი №: კორპუსი: ბინა №: 1. ტელეფონი: ოჯახის ფაქტობრივი მისამართი ქალაქი: სოფელი: ქუჩა სახლი №: კორპუსი: ბინა №: 1. ტელეფონი : განმცხადებელის მოვალეობა განმცხადებელი ვალდებულია უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, აცნობოს კომისიას წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ოჯახის თითოეულმა წევრმა (კანონიერი წარმომადგენელი ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები. განმცხადებლის უფლება        • მოითხოვოს მისი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა . • გაეცნოს მისი ოჯახის შესახებ შეგროვებულ ინ ­ფორმა ­ციას. • მოითხოვოს მისი ოჯახის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილე ­ბების (შესწორებების) შეტანა .               ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით . ვადასტურებთ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მოგვცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყოთ საცხოვრისით. გავეცანით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   წლის ------- №---- დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და ვიღებთ ვალდებულებას განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე. თანახმა ვართ (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, „მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით) უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის” მე-2 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერებით. № სახელი გვარი ხელმოწერა თარიღი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 განმცხადებლის ხელმოწერა