ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №587
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.023798
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ შინაური ბინადარი ცხოველების საქართველოს საბაჟო საზღვარზე არაკომერციული გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №587
2022 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სელექციონერის მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და განსხვავებულობაზე ჩასატარებელ გამოცდასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელიც დაკავებულია სელექციური პროცესებით, ახორციელებს ახალი ჯიშის რეგისტრაციას, რათა დაიცვას სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები.
3. ეს წესი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.
მუხლი 2🔗. ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზანი
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზანია, საველე გამოცდის შედეგად დადგინდეს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასკვნა − საგამოცდო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ან არ ადასტურებს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობას, ერთგვაროვნებას, სტაბილურობას;
ბ) DUS ტესტი − ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგები.
მუხლი 4🔗. გამოცდის ორგანო
მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი.
მუხლი 5🔗. გამოცდის პროცესი
გამოცდის ორგანოში მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის პროცესი იწყება სელექციონერის მიერ განაცხადის წარდგენით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სელექციონერისგან ან სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან − „საქპატენტისგან“ (შემდგომში − საქპატენტი) სელექციონერის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;
ბ) დოკუმენტაციის განხილვა;
გ) მცენარის ჯიშის გამოსაცდელი მასალის ნიმუშების ან ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის მიღება სელეციონერისგან;
დ) DUS ტესტის ჩატარება;
ე) DUS ტესტის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
მუხლი 6🔗. დოკუმენტაციის მიღება და განხილვა
1. საქპატენტიდან საგამოცდო ორგანოში გამოცდის ჩატარებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ა.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ა.ბ) სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
ა.გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური და ბოტანიკური ნიშან-თვისებები;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ბ.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ბ.ბ) სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
ბ.გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი ზოოლოგიური, კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვა ტარდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. გამოსაცდელი ნიმუშების გადმოცემა
საგამოცდო ორგანოს სელექციონერის მიერ მცენარის/ცხოველის ჯიშის საგამოცდო ნიმუშები მიეწოდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 8🔗. გამოცდის ჩატარება
1. მცენარის/ცხოველის გამოცდა ტარდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
2. საგამოცდო ორგანო უფლებამოსილია, შექმნას საგამოცდო ჯგუფი, მიიწვიოს სპეციალისტები მცენარის/ცხოველის კონკრეტული სახეობის/ჯიშის მიხედვით, რომელიც პასუხისმგებელია მცენარის/ცხოველის ჯიშის DUS-ის (განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა) ტესტის ჩატარებაზე.
მუხლი 9🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე საგამოცდო ორგანო გადასცემს დასკვნას საქპატენტს, ჯიშის განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შესახებ.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საგამოცდო ორგანო, სელექციონერთან ერთად, ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს საქპატენტს.
3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე საგამოცდო ორგანოს მიერ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით ჩატარებული ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული ან/და დაწყებული გამოცდის შედეგებით მიღებული დასკვნები სარგებლობს ისეთივე უფლებამოსილებით, როგორც დადგენილების ამოქმედების შემდეგ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე მიღებული დასკვნები.