ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.12.2022
ძალაში შესვლა 01.03.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №590
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023801
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2022
matsne.gov.ge 1,204 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2022 მიღება
01.03.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ინდივიდუალური დაცვის საშუალებები − ნებისმიერი საშუალება, რომელსაც იყენებს ან ატარებს დასაქმებული ან/და სხვა პირი სამუშაო სივრცეში საფრთხის ან საფრთხეებისგან დასაცავად, ასევე
ნებისმიერი დამატებითი საშუალება ან აღჭურვილობა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება
მუხლი 2
დამსაქმებელი
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება
მუხლი 2
დასაქმებული
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე
მუხლი 2
საფრთხე
საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას
მუხლი 2
რისკი
საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით. 2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 01.05.2025 სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 01.07.2022 ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 16.09.2022 ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 01.05.2023 სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 04.06.2021

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №590 2022 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო და საგანი 1. „ტექნიკური რეგლამენტი – სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს. 2. რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცეზე (მათ შორის, სამუშაო სივრცეზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში). 3. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებად არ მიიჩნევა: ა) ჩვეულებრივი სამუშაო ტანსაცმელი და უნიფორმა, რომელიც დასაქმებულთა და სხვა პირთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის არ არის განკუთვნილი; ბ) გადაუდებელი დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მიერ გამოყენებული აღჭურვილობა; გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებსაც იყენებენ ან ატარებენ სამხედროები, პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სხვა სამსახურები; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მუშაობისას გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; ე) სპორტული აღჭურვილობა; ვ) თავდაცვითი და შემაკავებელი აღჭურვილობა; ზ) მობილური მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება რისკებისა და საფრთხეების აღმოსაჩენად და სიგნალიზაციისთვის. 4. დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების გაუმჯობესების მიზნით.  მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. რეგლამენტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები − ნებისმიერი საშუალება, რომელსაც იყენებს ან ატარებს დასაქმებული ან/და სხვა პირი სამუშაო სივრცეში საფრთხის ან საფრთხეებისგან დასაცავად, ასევე – ნებისმიერი დამატებითი საშუალება ან აღჭურვილობა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება; ბ) დამსაქმებელი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება; გ) დასაქმებული – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე; დ) სხვა პირი − პირი, რომელიც დამსაქმებლის ნებართვით ან სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სამუშაოს ან ახორციელებს საქმიანობას, აგრეთვე მიმწოდებელი, ვიზიტორი, საწარმოო/სამუშაო პრაქტიკის განმახორციელებელი პირი და სხვა; ე) საფრთხე – საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის (მანქანა-დანადგარების, მასალების, ნივთიერებების, სამუშაო მეთოდების, გარემო პირობების ან შრომის ორგანიზების) თავისებურებები, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობას, გამოიწვიოს მისი დაავადება ან მის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას; ვ) რისკი – საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის ფაქტორების გავლენით დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან მისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების ალბათობის ხარისხი, შესაბამისი შედეგის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით. 2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიური დაცვის ტექნიკური საშუალებებით ან სამუშაო ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებებით, მეთოდებით ან პროცედურებით შეუძლებელია საფრთხეების თავიდან აცილება ან ვერ ხერხდება რისკების საკმარისად შემცირება. მუხლი 4🔗. დამსაქმებელთა ზოგადი ვალდებულებები 1. კონკრეტული სამუშაო პროცესების რისკების შეფასების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა დასაქმებულები, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. 2. დამსაქმებელმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა უნდა განსაზღვროს დასაქმებულის პროფესიის გათვალისწინებით და დასაქმებულს მიაწოდოს ინფორმაცია მათი გამოყენების ზოგადი წესის შესახებ. 3. დამსაქმებელმა დასაქმებულსა და სხვა პირებს უსასყიდლოდ უნდა მიაწოდოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, აგრეთვე უზრუნველყოს მათი გამართული ფუნქციონირება და სათანადო ჰიგიენური პირობების დაცვა შესაბამისი მოვლის, შეკეთებისა და შეცვლის გზით.   4. სხეულის ნაწილებთან დაკავშირებული რისკები/საფრთხეები, რომელთაგანაც დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მოცემულია ამ რეგლამენტის №1 დანართში. 5. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სამუშაო აქტივობების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც უზრუნველყოფს რისკებისგან/საფრთხეებისგან დაცვას და რომელთა განხორციელებისას უნდა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, მოცემულია ამ რეგლამენტის №2 და №3 დანართებში, ხოლო, არსებული სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებული რისკების შეფასების საფუძველზე გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევის ფორმა – ამ რეგლამენტის №4 დანართში. 6. დასაქმებული, რომლის სამუშაო იწვევს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხშირ დაბინძურებას, დამსაქმებლის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამუშაო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. აღნიშნული სამუშაო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტების მოთხოვნებს. 7. დამსაქმებელმა უნდა გააკონტროლოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადოდ გამოყენება. 8. იმ სამუშაო სივრცეში, სადაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება სავალდებულოა, დამსაქმებელმა არ უნდა დაუშვას არცერთი პირი შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. მუხლი 5🔗. ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ინდივიდუალური დაცვის ყველა საშუალება უნდა: ა) შეესაბამებოდეს არსებულ საფრთხეებს და, თავის მხრივ, მისი გამოყენება არ უნდა იწვევდეს რაიმე სახის რისკის ზრდას; ბ) შეესაბამებოდეს სამუშაო სივრცეში არსებულ პირობებს; გ) ითვალისწინებდეს ერგონომიკის მოთხოვნებსა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას; დ) სათანადოდ ერგებოდეს დასაქმებულსა და სხვა პირს, ნებისმიერი საჭირო რეგულირების შემდეგ. 3. იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტი საფრთხის არსებობისას  დასაქმებულისა და სხვა პირის მიერ ერთდროულად გამოიყენება რამდენიმე ინდივიდუალური დაცვის საშუალება, ამგვარი საშუალებები უნდა იყოს ერთმანეთთან თავსებადი და ინარჩუნებდეს ეფექტიანობას კონკრეტულ რისკ(ებ)თან მიმართებით. 4. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების პირობები, კერძოდ კი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ის უნდა გამოიყენებოდეს, უნდა განისაზღვროს რისკის დონის, რისკის ზემოქმედების სიხშირის, თითოეული დასაქმებულისა და სხვა პირის სამუშაო ადგილისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მახასიათებლების საფუძველზე. 5. სამუშაო ადგილებზე დასაქმებულები ან/და სხვა პირები უმეტესწილად უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ პერსონალური გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოხდება ერთზე მეტი პირის მიერ, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დასაქმებულთა ან/და სხვა პირთა ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა. 6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უმეტესწილად გამოიყენება მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ინსტრუქციის შესაბამისად, გარდა განსაკუთრებული და საგამონაკლისო შემთხვევებისა. 7. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ინსტრუქციები დასაქმებულთა და სხვა პირთათვის უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი და მიწოდებული მათთვის გასაგებ ენაზე. მუხლი 6🔗. რისკების შეფასება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისას 1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევამდე დამსაქმებელი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული საშუალებები ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ  მოთხოვნებს. 2. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შეფასება მოიცავს: ა) იმ რისკების ანალიზსა და შეფასებას, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია სხვა საშუალებებით; ბ) იმ მახასიათებლების განსაზღვრას, რომლებიც უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფრთხეებთან ეფექტიანად გამკლავებისთვის, თვით ამ საშუალებების გამოყენებით წარმოქმნილი ნებისმიერი რისკის გათვალისწინებით; გ) არსებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შედარებას ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მახასიათებლებთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება გადაიხედება, თუ მის რომელიმე ელემენტში შედის რაიმე სახის ცვლილება. მუხლი 7🔗. ინფორმირება, სწავლება, კონსულტაცია და ჩართულობა 1. დამსაქმებელი ვალდებულია: ა) ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, მიაწოდოს დასაქმებულებს, სხვა პირებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებს ადეკვატური ინფორმაცია და ინსტრუქციები ინდივიდუალური დაცვის საშუალების თითოეული დეტალისა და მათი გამოყენების წესის შესახებ და უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების თითოეული დეტალის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ხელმისაწვდომობა საწარმოს ან/და დაწესებულების შიგნით; ბ) წინასწარ აცნობოს დასაქმებულებსა და სხვა პირებს იმ საფრთხ(ეებ)ის შესახებ, რომლისგანაც/რომლებისგანაც იცავს მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; გ) დასაქმებულებსა და სხვა პირებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ პრაქტიკულ სწავლებებს. 2. დასაქმებულებთან, სხვა პირებთან ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებთან კონსულტაციები და მათი ჩართულობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და რეგლამენტით განსაზღვრული სხვა აღჭურვილობის შერჩევის, მიწოდების, გამოყენებისა და მოვლის პროცესში ხორციელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მოთხოვნების შესაბამისად. 3. დასაქმებულები და სხვა პირები ვალდებულნი არიან, მათთვის გამოყოფილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენონ ისე, როგორც ეს განსაზღვრულია დამსაქმებლისა და მწარმოებლის ინსტრუქციებით.