ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016555
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2022
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| საქმიანობა | პასუხისმგებელი პირი |
| № | ხარჯის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების
დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.08) განხორციელების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესისა და პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2022 წლის 27 დეკემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა“ დანართი №2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
დანართი №1
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი 06.02.15) განხორციელების წესი (შემდგომში – „პროგრამა“) წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, სოციალური მიზნების მქონე პროექტებში მათი ჩართულობის, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების / განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ა) ბიუჯეტი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი;
ბ) დაფინანსება/თანადაფინანსება - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინიციატივის დაფინანსება/თანადაფინანსება არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში;
გ) პროგრამა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06.02.15);
დ) კომისია - მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს ინიცირებული პროექტების ამ წესთან შესაბამისობას და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას, კომისიის დებულება მტკიცდება მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით);
ე) საპროექტო განაცხადი - ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია პროექტის განხორციელების მიზანი, მოსალოდნელი შედეგი, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა, საჭირო ფინანსური ხარჯები და სხვ;
ვ) მოწყვლადი ჯგუფი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები/რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები / პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობელი, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები;
მუხლი 3🔗. ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურა
1.ბიუჯეტით დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საპროექტო განაცხადს მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენენ მოწყვლადი ჯგუფები.
2. საპროექტო განაცხადი შევსებულ და წარდგენილ უნდა იქნეს დანართი №2-ის შესაბამისად.
3. საპროქტო განაცხადების მიღება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში თანხის ამოწურვამდე.
4. საპროექტო განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში.
5. საპროექტო განაცხადი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონული ფორმითაც, ელფოსტის: lag_gamgeoba@yahoo.com მეშვეობით.
მუხლი 4🔗. საპროექტო წინადადებების შერჩევის კრიტერიუმები
1.ინიცირებული პროექტები უნდა მოიცავდეს:
ა) დასაქმების ბაზარზე ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში მყოფი პირების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბ) სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა;
გ) მოწყვლადი დასახლებული პუნქტების განვითარების ხელშეწყობა;
დ) რეციკლირებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა
ე) სოციალური ინოვაციების ხელშეწყობა
ვ) სხვა სფეროები, როგორებიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ხელოვნების და ა.შ. ხელშეწყობა.
2. ინიცირებული პროექტების შერჩევა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შესაბამისობაშია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებთან;
ბ) თითოეული პროექტის განხორციელებისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მინიმალური ღირებულება არ აღემატება - 10 000 ლარს.
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლის:
ა) თანადაფინანსება ხორციელდება საკუთარი სახსრებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით;
ბ) ინიცირებული პროექტი წარმოადგენს, უკვე განხორციელებული მაშტაბური პროექტის ნაწილს;
4. ინიცირებული პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში.
მუხლი 5🔗. ინიცირებული პროექტების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება
1.საპროექტი განაცხადი განსახილველად გადაეგზავნება კომისიას, რომელიც ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას და ამ წესის პროცედურებსა და კრიტერიუმებთან თანხვედრას.
2. კომისია იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტიელბის მიღების მიზნით წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, პროგრამის კრიტერიუმების გათვალისწინებით, გამოყოფს საჭირო ფინანსურ რესურსს.
4. ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და რაციონალურად განკარგვაზე პასუხისმგებელნი არიან საპროექტო განაცხადის წარმდგენი პირები.
5. პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით დაუშვებელია:
ა) შეძენილ იქნას უძრავი ქონება პირადი ინტერესებისთვის;
ბ) დაფინანსების/თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება მიმართული იყოს ხელფასების გასაცემად.
6. არასრულად წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ განიხილება.
მუხლი 6🔗. ინიცირებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობაზე კონტროლი
დაფინანსებული/თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ის სტრუქტურული ერთეული ან მერიაში საამისოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, დაევალება აღნიშნული პასუხისმგებლობა.
დანართი №2
პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა
1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ
განმცხადებლის რეკვიზიტები
პროექტის ხელმძღვანელის სახელი/გვარი
ჯგუფის წევრების სახელი/გვარი
(საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ დანართის სახით)
მისამართი (ფაქტობრივი)
ტელეფონი
ელ. ფოსტა
2. ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
2.1 პროექტის სახელწოდება
2.2 კონკურსის თემატური მიმართულება/ები
2.3 პროექტის განხორციელების ადგილი ( მუნიციპალიტეტი, სოფელი, საჭიროებისამებრ)
2.4 პროექტის განხორციელების პერიოდი: ________________ თვე
2.5 პროექტის ბიუჯეტი:
(პროექტის დეტალური ბიუჯეტიდან (ფორმა 2) გადმოიტანეთ ჯამური მონაცემი)
პროექტის საერთო ღირებულება
(ლარი)
განმცხადებლის თანამონაწილეობა (არსებობის შემთხვევაში)
(ლარი)
3. არსებული პრობლემის/გამოწვევის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი)
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ არსებული პრობლემა/გამოწვევა, რომლის მოგვარებას/შემსუბუქებასაც საპროექტო იდეით შეძლებთ. რა ფაქტორები განაპირობებს პროექტით წარმოდგენილი იდეის განხორციელების საჭიროებას).
4. პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1 გვერდი)
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის არსი).
5. პროექტის მიზანი(ები) (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი)
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის მიზანი/მიზნები).
6. ამოცანები (მაქსიმუმ 1 გვერდი)
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორციელებისათვის რა კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი).
7. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები. რამდენიმე ამოცანის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, საქმიანობები დააჯგუფეთ ამოცანების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ საქმიანობის გრაფა. იხილეთ ნიმუში ქვემოთ).
ამოცანა 1 – (ამოცანის დასახელება)
საქმიანობა 1
საქმიანობა 2
ამოცანა 2 – (ამოცანის დასახელება)
საქმიანობა 1
საქმიანობა 2
8. სამოქმედო დროითი გეგმა (1-2 გვერდი)
(პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი უნდა მიყვებოდეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობათა ჩამონათვალს).
ცხრილი N1 - პროექტის საქმიანობების გეგმა-გრაფიკი
საქმიანობა
პასუხისმგებელი პირი
1
2
3
საქმიანობა 1
საქმიანობა 2
საქმიანობა 3
ა.შ.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები
9. განმცხადებლის გამოცდილება
(გთხოვთ, აღწეროთ პროექტით წარმოდგენილი საქმიანობების განხორციელების მიმართულებით თქვენი გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში)
10. პროექტის მოსალოდნელი შედეგები
(გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ პროექტის განხორცილების მოსალოდნელი შედეგები რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით).
11. პროექტის მდგრადობა
(განმარტეთ, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება პროექტის შედეგები)
12. პროექტის განმახორციელებელი გუნდი
(პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირთა რაოდენობა და მათი როლი პროექტის განხორციელებაში).
№
სახელი/
ასაკი
როლი პროექტში
1
2
3
13. პროექტის ბიუჯეტი
(ბიუჯეტი უნდა იყოს ლოგიკურ კავშირში პროექტის მითითებულ აქტივობებთან. ბიუჯეტი წარმოადგინეთ ლარში)
№
ხარჯის დასახელება
ერთეულის ღირებულება
რაოდენობა
ორგანიზაციიდან მოთხოვნილი თანხა
თანადაფინანსება
სულ ბიუჯეტი
1
2
3
4
5
6
7
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ სტრიქონები