კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
მიღების თარიღი 28.12.2022
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.149.016486
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2022 წლის 28 დეკემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე
მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს
:
მუხლი 1🔗
დაწესდეს „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის N39 დადგენილებით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში,
კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო და მისი ოდენობები
განისაზღვროს დანართი N1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კ
ასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge 21/03/2019, 010250000.35.149.016397).
მუხლი 3🔗
წლის განმავლობაში მიღწეული ყოველი წარმატების შემთხვევაში სპორტსმენს გადაეცეს დადგენილებით დაწესებული ფულადი ჯილდო.
მუხლი 4🔗
წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელს გადაეცეს ფულადი ჯილდო, სპორტსმენზე დადგენილების დანართი №1-ით გათვალისწინებული სრული ფულადი ჯილდოს 50%-ის ოდენობით.
მუხლი 5🔗
ფულადი ჯილდო გადაეცეთ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რომელთა მიერ მომზადებულმა კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სპორტსმენმა დაიკავეს დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრული საპრიზო ადგილები;
მუხლი 6🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი