„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.034.017318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №133

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, 84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი

1. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს;

ბ) სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

გ) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგს - ძებნას, საჰაერო თვალთვალსა და პატრულირებას;

დ) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობით სასაზღვრო-პოლიციურ ღონისძიებებში მონაწილეობას;

ე) საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ვ) ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში − საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სამაშველო მოქმედებებში მონაწილეობას, ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენის მიზნით, აგრეთვე, სამსახურებრივ-ორგანიზაციული და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ზ) მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას (სტიქიური უბედურების დროს, აგრეთვე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარების მიზნით და სხვა.);

თ) გეგმური და არაგეგმური ამოცანების შესრულების მიზნით მფრინავი და ტექნიკური პერსონალის მუდმივ მზადყოფნას;

ი) ანგარ-ლაბორატორიაში კუთვნილი და სხვა სახელმწიფო ორგანოების საფრენი აპარატების ტექნიკურ მომსახურებას;

კ) მფრინავი და ტექნიკური პერსონალის შერჩევას, მომზადებას და გადამზადებას;

ლ) საფრენი აპარატების მომსახურებაზე მფრინავი და ტექნიკური პერსონალის დაშვებას;

მ) საფრენი აპარატების გამართულობას და საჭიროების შემთხვევაში საავიაციო ტექნიკის ვარგისიანობის დადგენას;

ნ) საფრენოსნო და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ო) პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას;

პ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სახელმწიფოს სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების, აგრეთვე, მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას;

ჟ) დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობას;

რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.

3. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი:

ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, შვეულმფრენის გაფრენის შესახებ და ამოწმებს მათ შესრულებას;

ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

დ) შეიმუშავებს სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში გამოყენებას;

ე) ხელმძღვანელობს სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას/გადამზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) ტექნიკური მომსახურების ცენტრი (მთავარი სამმართველო);

გ) შვეულმფრენების ესკადრილია (მთავარი სამმართველო);

დ) თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილია (მთავარი სამმართველო);

ე) საფრენოსნო ვარგისიანობის ტექნიკური მომსახურების, ხარისხის კონტროლისა და საავიაციო უსაფრთხოების სამმართველო.“.

3. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური