„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.034.017319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №134

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010320000.22.034.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №4

სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამკერდე ნიშანი და მედალი

პლანშეტი №1

მედალი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში უმწიკვლო სამსახურისათვის“

1. პირველი ხარისხი – ჯვრის ფორმის ოქროსფერი მედალიონი. ავერსზე გამოსახულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის ოთხი სიმბოლოს (თამარ მეფის ხელრთვა) ჯვრული კომპოზიცია.

რევერსზე წარწერაა: „სახელმწიფო საზღვრის დაცვაში 20 წელი უმწიკვლო სამსახურისათვის“. ცენტრში ლათინური I ხარისხს აღნიშნავს.

ბაფთა არის მწვანე ფერის, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

2. მეორე ხარისხი – ჯვრის ფორმის ვერცხლისფერი მედალიონი. ავერსზე გამოსახულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის ოთხი სიმბოლოს (თამარ მეფის ხელრთვა) ჯვრული კომპოზიცია.

რევერსზე წარწერაა: „სახელმწიფო საზღვრის დაცვაში 15 წელი უმწიკვლო სამსახურისათვის“. ცენტრში ლათინური II ხარისხს აღნიშნავს.

ბაფთა არის მწვანე ფერის, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

3. მესამე ხარისხი – ჯვრის ფორმის ბრინჯაოსფერი მედალიონი. ავერსზე გამოსახულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის ოთხი სიმბოლოს (თამარ მეფის ხელრთვა) ჯვრული კომპოზიცია.

რევერსზე წარწერაა: „სახელმწიფო საზღვრის დაცვაში 10 წელი უმწიკვლო სამსახურისათვის“. ცენტრში ლათინური III ხარისხს აღნიშნავს.

ბაფთა არის მწვანე ფერის, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

C:\Users\user\Desktop\leoleo\medali.png

პლანშეტი №2

ჯილდოები (ფალერისტიკა)

„გიორგი თორელის სახელობის მედალი“

ავერსი: მრგვალი ფორმის ოქროსფერ მედალიონზე გამოსახულია აბჯარი (ჯაჭვის პერანგი), ზეაღმართული ხმალი მრგვალი ფარით, რომელზეც არის სახელმწიფო საზღვრის სიმბოლოს გამოსახულება; შვიდი ჯვარი (ბოლნური); ასომთავრული აბრევიატურა – „გთ“ – გიორგი თორელი.

ბაფთა არის თეთრი ფერის, შუაში ფართო მწვანე ზოლით, კიდეებზე ორი შავი ზოლით. რევერსის შუაში გიორგი თორელის (ინიციალები შესრულებულია ასომთავრულით) მედლის გარშემო არის წარწერა: „სახელმწიფო საზღვრის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის“.

D:\work\2013\corel\746 გაერთიანებული\suraTebi\7.png


პლანშეტი №3

სამკერდე ნიშანი „სანაპირო დაცვა 1998–2018“

ავერსი: ჰერალდიკური ფარი, ლურჯ (ლაჟვარდისფერი) ველზე გამოსახულია ირიბი ვერცხლის ჯვარი, სანაპირო დაცვის დროშა და ემბლემა. ცენტრში ზევიდან ქვევით დაშვებულ ოქროსფერ ღუზაზე განლაგებულია მრგვალი ოქროსფერი ლითონის მედალიონი, მასზე – სასაზღვრო პოლიციის ემბლემა, რომლის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდისფერი) არშიაზე ამოტვიფრულია წარწერა: „სანაპირო დაცვა“ და „1998–2018“.

სამკერდე ნიშნის ზომაა 40–30 მმ-ზე.

D:\work\2013\corel\746 გაერთიანებული\suraTebi\8.png


პლანშეტი №4

ჯილდოები (ფალერისტიკა)

სამკერდე ნიშანი „საპატიო მესაზღვრე“

ავერსი: ოქროსფერი (ბოლნური) ჯვარი მწვანე მინანქრით ფრთებში, ცენტრში – მრგვალი მედალიონი. მწვანე მინანქარზე არის სახელმწიფო საზღვრის ემბლემის ოქროსფერი გამოსახულება, გარშემო შავი მინანქარი წარწერით – „საპატიო მესაზღვრე“. მედალიონის ქვევით გამოსახულია ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლებისა და ფრთის კომპოზიცია.

სამკერდე ნიშანი „ვეტერანი მესაზღვრე“

ავერსი: ოქროსფერი შვიდფრთიანი ვარსკვლავი (მალტური ჯვრის ფორმის ფრთა). ცენტრში – მრგვალი მედალიონი, მწვანე მინანქარზე სახელმწიფო საზღვრის ემბლემის ოქროსფერი გამოსახულება, გარშემო შავი მინანქარი წარწერით – „ვეტერანი მესაზღვრე“.

I, II, III თანრიგის სამკერდე ნიშანი

1. ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლებისა და ფრთის კომპოზიციაა. ზემოთ არის ნორმანული ფარი მწვანე ველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სიმბოლოს გამოსახულებით. სამკერდე ნიშანს აგვირგვინებს წითელ მინანქარზე ოქროსფერი წარწერა – I, რაც თანრიგის მაჩვენებელია.

2. ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლებისა და ფრთის კომპოზიციაა. ზემოთ არის ნორმანული ფარი მწვანე ველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სიმბოლოს გამოსახულებით. სამკერდე ნიშანს აგვირგვინებს წითელ მინანქარზე ოქროსფერი წარწერა – II, რაც თანრიგის მაჩვენებელია.

3. ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლებისა და ფრთის კომპოზიციაა. ზემოთ არის ნორმანული ფარი მწვანე ველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სიმბოლოს გამოსახულებით. სამკერდე ნიშანს აგვირგვინებს წითელ მინანქარზე ოქროსფერი წარწერა – III, რაც თანრიგის მაჩვენებელია.

D:\work\2013\corel\746 გაერთიანებული\suraTebi\9.png


პლანშეტი №5

საიუბილეო სამკერდე ნიშანი ,,სასაზღვრო ავიაცია – 15 წელი“

სამკერდე ნიშანი ,,სასაზღვრო ავიაცია – 15 წელი“ არის ჰერალდიკური ფარი, რომელიც გარედან შემოსაზღვრულია ოქროსფერი ლითონით, შიგნიდან – ცისფერი მინანქრით. მინანქრითვე კომპოზიციის ცენტრში თეთრ ფონზე გამოსახულია წითელი ცენტრალური ჯვარი (წმინდა გიორგის ჯვარი), მეოთხედებში ირიბი ჯვრის ზღვარზე ოთხი მწვანე (სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) სამკუთხედი, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან მოძრაობის სიმბოლოს.

ცენტრის ზემოთ სასაზღვრო ავიაციის რელიეფური ემბლემაა, ხოლო ემბლემის ქვემოთ არის ოქროსფერი ლითონით შესრულებული ასევე რელიეფური წარწერა – ,,სასაზღვრო ავიაცია – 15 წელი“.

სამკერდე ნიშნის ზომაა 40x30 მმ.

aviaciis samkerde nishani


პლანშეტი №6

საიუბილეო მედალი ,,საქართველოს სასაზღვრო ავიაცია -20 წელი“

ავერსი: საიუბილეო მედალი ,,საქართველოს სასაზღვრო ავიაცია - 20 წელი“ არის ჰერალდიკური ფარი, რომლის ცენტრში გამოსახულია სასაზღვრო ავიაციის ემბლემა.

ჰერალდიკური ფარი გარედან შემოსაზღვრულია ოქროსფერი არშიით. ცენტრში თეთრ ფონზე გამოსახულია წითელი ცენტრალური ჯვარი (წმინდა გიორგის ჯვარი), მეოთხედებში ირიბი ჯვრის ზღვარზე ოთხი მწვანე (სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) სამკუთხედი.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე რელიეფურ ორ ოქროსფერ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა.

მედალი ოქროსფერი ციხე-სიმაგრიანი საკიდითა და ვაზის ორნამენტის დეტალით (საკიდი) უკავშირდება ბაფთას.

მედლის ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, რომელზეც გამოსახულია ერთი წითელი და ორი მწვანე ფერის ზოლი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა თეთრი ფერის ზოლებით.

მედლის თამასაზე თეთრ ველზე ერთი წითელი და და ორი მწვანე ზოლია.

რევერსი: მედლის ცენტრში ოქროსფერ ველზე ამოტვიფრულია წარწერა – ,,საქართველოს სასაზღვრო ავიაცია – 20 წელი“.

საიუბილეო მედლის ზომა 36x43 მმ.


ავერსი

D:\Users\kvatsbaia-t\Desktop\გასტანი პროექტები 2019 წელი\ავერსი.png

რევერსი

D:\Users\kvatsbaia-t\Desktop\რევერსი.png