პლანშეტი №35
სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
ოფიცერი და რიგითი
(საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმის ტანსაცმელი)
„ა“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.
„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
„გ“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ქურთუკი ელვა შესაკრავით, დაცერებული ჯიბეებით, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
„ა“ კლასი „ბ“ კლასი „გ“ კლასი
პლანშეტი №46
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი ინსიგნია – წოდების აღნიშვნა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)
უფროსი ოფიცერი (სამხრე) – მუქი ლურჯი მანჟეტი, ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის), შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი – 5,5 სმ.
უმცროსი ოფიცერი (სამხრე) – მუქი ლურჯი მანჟეტი, შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი – 5,5 სმ.
კაპრალი, სერჟანტი (სამხრე) – მუქ ლურჯ ქსოვილზე ლათინური V-ის ფორმის ოქროსფერი თამასა, წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი – 5,5 სმ.
[pic]
პლანშეტი №49
ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)
სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა. შავ ფონზე, ზევით ოქროსფერი ასოებით ქართულად წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“.
[pic]
ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („დ“ კლასი)
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა. ზევით ქართულად ყავისფერი წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“.
[pic]
ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ე“ კლასი)
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა. ზევით ქართულად მუქი ლურჯი წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“.
[pic]
პლანშეტი №52
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი ინსიგნია – ქუდის კოკარდა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)
ოფიცერი – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის), კომპოზიციის ცენტრში გამოსახული კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე, ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა (მინანქრით).
[pic]
კაპრალი, სერჟანტი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშის ფონზე, ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა (მინანქარით).
[pic]
პილოტურ ქუდზე მარცხენა მხარეს ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა (მინანქრით)
[pic]
პლანშეტი №54
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
ინსიგნია – ქუდის კოკარდა („ე“ კლასი)
უფროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯი ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის მუქი ლურჯი ორნამენტი, წოდების შესაბამისი რაოდენობის მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავები. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.
უმცროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯი ქსოვილზე გამოსახულია წოდების შესაბამისი რაოდენობის მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავები. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.
კაპრალი, სერჟანტი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯი ქსოვილზე გამოსახულია ლათინური V-ის ფორმის მუქი ლურჯი თამასები, წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.
მფრინავის სამკერდე წარწერის ზომაა: 10 x 5 სმ. შავ ფონზე ზემოთ გამოსახულია სასაზღვრო პოლიციის გერბი ოქროსფერი ფრთებით, ქვემოთ პირველ ხაზზე – წოდება, სახელი და გვარი, მეორე ხაზზე – შსს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.
[pic]
პლანშეტი №55
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
ინსიგნია – ჰალსტუხის სამაგრი, ღილკილო
წინაფრიანი ქუდის ოქროსფერი ნაქსოვი ქამარი, წოდებების მიხედვით განსხვავდება ხარისხით.
[pic]
წინაფრიანი ქუდი ორნამენტის გარეშე.
[pic]
ოფიცერი კაპრალი, სერჟანტი
ჰალსტუხის სამაგრი ოფიცრისათვის – ორ ფრთას შორის მოქცეულია სასაზღვრო პოლიციის გერბი (მინანქარში), კაპრალისა და სერჟანტისათვის – გამოსახულების გარეშე.
[pic]
ოფიცერი კაპრალი, სერჟანტი
ღილკილო – ორ ფრთას შორის მოქცეულია სასაზღვრო პოლიციის გერბი (მინანქარში).
[pic] ოფიცერი, სერჟანტი, კაპრალი
პლანშეტი №56
სიმბოლიკა
სამსახურებრივი ტექნიკის სახელმწიფო კუთვნილების აღმნიშვნელი ემბლემა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
[pic]МИ-8 МТВ-1
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება დიზაინის ცვლილებას.
МИ-8 Т
AS-350
АН-28
МИ-2