„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№136
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017321
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №136

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1002 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016252) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
danarti.docx

დანართი

პლანშეტი №1

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გერბი წარმოადგენს მრგვალ აღმოსავლურ ფარს, რომლის ცენტრში მწვანე ველზე გამოსახულია თამარ მეფის ხელრთვა ავტოგრაფი.

C:\Users\user\Desktop\sasazgvro policiis logo\logo.tif


პლანშეტი №2

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დროშა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დროშა წარმოადგენს ქსოვილს პროპორციით 2X3. წითელი ფერის (შინდისფერი) ველზე კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ფერის ცენტრალური ჯვარი, სიგანით დროშის სიმაღლის 1/5 (ტრადიციული ქართული სამხედრო დროშა). თეთრ ჯვარს დაჰყვება მწვანე ფერის (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) კანტები სიგანით თეთრი ჯვრის სიგანის 1/5 (დაშორება – იგივე).

დროშის ცენტრში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა.

C:\Users\user\Desktop\sasazgvro policiis logo\3.png


პლანშეტი №3

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დროშა (აღწერილობა)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დროშა არის 2X3 პროპორციის ქსოვილი. ლურჯ ველზე კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ირიბი ჯვარი (მეზღვაურთა მფარველის წმ. ანდრიას ჯვარი), რომლის სიგანე არის დროშის სიმაღლის 1/5. თეთრ ჯვარს დაჰყვება მწვანე (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) კანტები, რომელთა სიგანეა თეთრი ჯვრის სიგანის 1/5 (დაშორება – იგივე). დროშის ცენტრში გამოსახულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა. საბრძოლო დროშა ემბლემის გარეშეა.

D:\work\2013\corel\746 გაერთიანებული\suraTebi\2.png


პლანშეტი №4

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშა (აღწერილობა)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დროშა არის 2X3 პროპორციის ქსოვილი. თეთრ ველზე კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია წითელი ცენტრალური ჯვარი (წმ. გიორგის ჯვარი), რომლის სიგანე არის დროშის სიმაღლის 1/5. მეოთხედებში წარმოსახვითი ირიბი ჯვრის ზღვარზე აგებულია ოთხი მწვანე (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) სამკუთხედი, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან მოძრაობის სიმბოლოს. დროშის ცენტრში გამოსახულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა. საბრძოლო დროშა ემბლემის გარეშეა.

5


პლანშეტი №5

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს დროშა (აღწერილობა)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს დროშა არის 2X3 პროპორციის ქსოვილი. ლურჯ ველზე კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია წითელი ცენტრალური ჯვარი (წმ. გიორგის ჯვარი), რომლის სიგანე არის დროშის სიმაღლის 1/5, და დროშის სიმაღლის 1/7 სიგანის თეთრი ირიბი ჯვარი, მეოთხედებში ირიბი ჯვრის ზღვარზე აგებულია ოთხი მწვანე (საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სიმბოლური ფერი) სამკუთხედი, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან მოძრაობის სიმბოლოს (ამ კომპოზიციაში გაერთიანებულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყველა სახეობის დროშა, ხოლო ირიბი ჯვრის ფორმით ხაზგასმულია სამხედრო ხასიათი). დროშის ცენტრში გამოსახულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა. საბრძოლო დროშა ემბლემის გარეშეა.

D:\work\2013\corel\746 გაერთიანებული\suraTebi\4.png

პლანშეტი №6

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის შტანდარტი (აღწერილობა)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის შტანდარტი არის დროშა 2X3 პროპორციის ქსოვილი 1X3 პროპორციის სამი კუწუბოთი. წითელ ველზე კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია თეთრი ცენტრალური ჯვარი, რომლის სიგანეა დროშის სიმაღლის 1/5; I-III მეოთხედებში გამოსახულია თეთრი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ცენტრში არის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა.

D:\work\2013\corel\746 გაერთიანებული\suraTebi\5.png