„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №55

2022 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016251) დამტკიცებული დანართების №43 და №44 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
55.doc ⬇

პლანშეტი №43

„თ” კლასი

„თ“ კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო) მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი გრძელსახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი კეპი, შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„თ“ კლასი (საზაფხულო) მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური (პოლო), რომლის მკერდის მარცხენა მხარეს არის ქართული წარწერა: „სასაზღვრო ავიაცია“, ან გრძელსახელოებიანი მუქი ლურჯი პერანგი, მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი კეპი, მფრინავის საზაფხულო ხელთათმანი, მფრინავის შავი მზის სათვალე, შავი დაბალყელიანი საზაფხულო ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„თ“ კლასი (ზამთრის) მუქი ლურჯი დათბილული ქურთუკი, ლურჯი საწვიმარი და მუქი ლურჯი შარვალი, პოლარტეკის ტიპის თბილი მუქი ლურჯი სვიტერი, ზამთრის შავი ნაქსოვი ქუდი, საცვალი ზამთრის, მფრინავის ზამთრის ხელთათმანი, შავი დათბილული მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის


პლანშეტი №44

„ი” კლასი

„ი“ კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო) მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი გრძელსახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური, შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი კეპი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„ი“ კლასი (საზაფხულო) მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური (პოლო) ან გრძელსახელოებიანი მუქი ლურჯი პერანგი, მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი კეპი, შავი დაბალყელიანი საზაფხულო ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„ი“ კლასი (ზამთრის) მუქი ლურჯი დათბილული ქურთუკი, მუქი ლურჯი საწვიმარი და მუქი ლურჯი შარვალი, პოლარტეკის ტიპის თბილი მუქი ლურჯი სვიტერი, საცვალი ზამთრის, ზამთრის შავი ხელთათმანი, შავი დათბილული მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ზამთრის შავი ნაქსოვი ქუდი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„ი“ კლასი – მანათობელი (ამრეკლი) ჟილეტი.

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017242.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №55, 07.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017242 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5488051/