„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№427
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №427

2015 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან  საქმეთა  მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1001 ბრძანებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
danarti-1-13.doc DOC

დანართი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

გენერალი

(საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – შავი შარვალი სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე ორბორტიანი პიჯაკი, შავი წინაფრიანი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე ორბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №2

გენერალი

(ზაფხულის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – შავი შარვალი (თხელი) სამი მწვანე კანტით, შავი წინაფრიანი ქუდი, თეთრი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, აქსელბანდი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი (თხელი) სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი (თხელი) სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №3

გენერალი

(ზამთრის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე ორბორტიანი ლაბადა, შავი შარვალი სამი მწვანე კანტით, შავი წინაფრიანი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, აქსელბანდი, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ხელთათმანი, გენერლის წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე ორბორტიანი ლაბადა, მუქი მწვანე შარვალი სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე ორბორტიანი ლაბადა, სამხედრო ტიპის თბილი პულოვერი, მუქი მწვანე შარვალი სამი მწვანე კანტით, მუქი მწვანე პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №4

ოფიცერი და კაპრალ-სერჟანტი

(საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ქურთუკი ელვა შესაკრავით, დაცერებული ჯიბეებით, მუქი მწვანე წინაფრიანი ან პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №5

ოფიცერი და კაპრალ-სერჟანტი

(ზაფხულის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი (თხელი), მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი მოკლე სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი (თხელი), მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, შავი ჰალსტუხი, ღია ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე შარვალი (თხელი), მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი ან პილოტური ქუდი. ღია ნაცრისფერი პერანგი მოკლე სახელოებით, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №6

ოფიცერი და კაპრალ-სერჟანტი

(ზამთრის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე ლაბადა, მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე ერთბორტიანი ლაბადა, მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე წინაფრიანი ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მწვანე ლაბადა, სამხედრო ტიპის თბილი პულოვერი, მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე წინაფრიანი ან პილოტური ქუდი. ღია ნაცრისფერი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №7

მოსამსახურე ქალი

(საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე ქუდი, თეთრი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე ქურთუკი, მუქი მწვანე პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №8

მოსამსახურე ქალი

(ზაფხულის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ქუდი, თეთრი პერანგი მოკლე სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი პერანგი მოკლე სახელოებით, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №9

მოსამსახურე ქალი

(ზამთრის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი მწვანე ორბორტიანი ლაბადა, მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ქუდი, თეთრი პერანგი გრძელი შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი მწვანე ორბორტიანი ლაბადა, მუქი მწვანე ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი მწვანე ბოლოკაბა (მუხლზე, უკან ჩახსნილი), მუქი მწვანე ორბორტიანი ლაბადა, მუქი მწვანე შარვალი, მუქი მწვანე თბილი პულოვერი, მუქი მწვანე პილოტური ქუდი, ღია ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №10

„დ“ კლასი

1. საგაზაფხულო-საშემოდგომო საველე კომუფლირებული ქურთუკი, მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით, კომუფლირებული შარვალი ხაკისფერ-ყავისფერ ციფრულ ფერთა გამით, კომუფლირებული კეპი ან კომუფლირებული ფარფლიანი საველე ქუდი, ხაკისფერი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საზაფხულო – მუქი ხაკისფერი მოკლესახელოებიანი მაისური (პოლო) სამი ღილით, მკერდის მარცხენა მხარეს წარწერა ლათინურად: „BORDER POLICE“, ზურგზე წარწერა ქართულად: „სასაზღვრო პოლიცია“, მარჯვენა სახელოზე საქართველოს დროშა დამცავ ფერებში, მარცხენა მხარეს სასაზღვრო პოლიციის სამკლავური ემბლემა დამცავ ფერებში. კომუფლირებული შარვალი ხაკისფერ-ყავისფერ ციფრულ ფერთა გამით, კომუფლირებული კეპი ან ფარფლიანი საველე ქუდი, შავი მაღალყელიანი ზაფხულის ფეხსაცმელი.

3. ზამთრის – გორტექსის საველე ქურთუკი და შარვალი, შიგნიდან ელვაშესაკრავით დამაგრებულია პოლარტეკის ტიპის ხაკისფერი თბილი ქურთუკი და შარვალი, ქურთუკზე მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით, კომუფლირებული ხაკისფერ-ყავისფერ ციფრულ ფერთა გამით. ხაკისფერი თბილი მაღალყელიანი ჯემპრი, საყელოზე ელვა შესაკრავით. ზამთრის შავი ნაქსოვი ქუდი, შავი ხელთათმანი, ხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისური, მაღალყელიანი თბილი შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №11

„ვ“ კლასი

მუქი ლურჯი კომბინეზონი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი კეპი.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №12

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

გენერალი (სამხრე) – მუქი მწვანე მანჟეტი ოქროსფერი კანტით, ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი, შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ) წითელი შვიდქიმიანი ნაქარგი ვარსკვლავის ფონზე, წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი: 5,5 სმ.

უფროსი ოფიცერი (სამხრე) – მუქი მწვანე მანჟეტი, ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის), შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი: 5,5 სმ.

უმცროსი ოფიცერი (სამხრე) – მუქი მწვანე მანჟეტი, შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი: 5,5 სმ.

კაპრალი, სერჟანტი (სამხრე) – მუქ მწვანე ქსოვილზე ლათინური V-ის ფორმის ოქროსფერი თამასა, წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი: 5,5 სმ.

შენიშვნა: პერანგზე, სამხედრო ტიპის თბილ პულოვერსა და მუქ მწვანე ქურთუკზე დასაყენებელ წოდების სამხრეებს დამატებით უკეთდება სასაზღვრო პოლიციის ლოგო.

[pic]

პლანშეტი №13

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა („დ“ კლასი)

გენერალი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ვაზის წნულის ყავისფერი ორნამენტი, ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

უფროსი ოფიცერი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ვაზის წნულის ყავისფერი ორნამენტი (პატარა ზომის), ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

უმცროსი ოფიცერი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

კაპრალი, სერჟანტი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ლათინური V-ის ფორმის ყავისფერი თამასა, წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №14

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა (გარდა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოსი) („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დროშის ფონზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა შავ ფონზე, ქართული, ოქროსფერი ასოებით წარწერა ზევით – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“. სამკლავური მაგრდება მარცხენა სახელოზე, სამხრეებიდან 7 სმ-ით ქვევით. სამკლავურის ზომებია: სიმაღლე – 8 სმ, სიგანე – 6.5 სმ.

[pic]

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („დ“ კლასი)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დროშის ფონზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა ღია ხაკისფერ (დამცავი) ფონზე, ქართული ყავისფერი ასოებით წარწერა ზევით – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“. სამკლავური მაგრდება მარცხენა სახელოზე, მარცხენა სახელოს ჯიბეზე. მისი ზომებია: სიმაღლე – 8 სმ, სიგანე – 6.5 სმ.

[pic]

პლანშეტი №15

სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა და შემართული ხმალია შავ ფონზე, ზევით წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“. მისი ზომებია: სიმაღლე – 8 სმ, სიგანე – 6.5 სმ.

[pic]

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („დ“ კლასი)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემა და შემართული ხმალი. ღია ხაკისფერ (დამცავი) ფონზე ზევით წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“. მისი ზომებია: სიმაღლე – 8 სმ, სიგანე – 6.5 სმ.

[pic]

პლანშეტი №16

ინსიგნია – ქუდის კოკარდა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

გენერალი – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი, ამოქარგული შავ ქსოვილზე, კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია კოკარდის გული, რომელიც ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია. ველი გაყოფილია 4 ნაწილად, I-IV მეოთხედები დაფარულია მწვანე მინანქრით, ხოლო II-III მეოთხედები – ლურჯი მინანქრით.

[pic]

ოფიცერი – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის), კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია კოკარდის გული, რომელიც ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია. ველი გაყოფილია 4 ნაწილად, I-IV მეოთხედები დაფარულია მწვანე მინანქრით, ხოლო II-III მეოთხედები – ლურჯი მინანქრით. მისი ზომებია: სიმაღლე – 4 სმ, სიგანე – 5 სმ.

[pic]

კაპრალი, სერჟანტი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია. ველი გაყოფილია 4 ნაწილად, I-IV მეოთხედები დაფარულია მწვანე მინანქრით, ხოლო II-III მეოთხედები – ლურჯი მინანქრით. მისი ზომებია: სიმაღლე 3 სმ, სიგანე – 2,8 სმ.

შენიშვნა: აღნიშნული კოკარდა ასევე ეკერება ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა განკუთვნილ პილოტურ ქუდზე.

[pic]

პლანშეტი №17

ინსიგნია – ქუდის კოკარდა („დ“ კლასი)

გენერალი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის ყავისფერი ორნამენტი, ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

უფროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის ყავისფერი ორნამენტი, ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

უმცროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია წოდების შესაბამისი ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

სერჟანტი, კაპრალი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია ლათინური V-ის ფორმის ყავისფერი თამასები წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

[pic]

პლანშეტი №18

ინსიგნია – დროშა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

საქართველოს ეროვნული დროშა ეკერება მარჯვენა სახელოზე სამხრეებიდან 7 სმ-ით ქვემოთ. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

ინსიგნია – დროშა („დ“ კლასი)

საქართველოს ეროვნული დროშა ხაკისფერ ფონზე ყავისფერი ჯვრებით. დროშა ეკერება მარჯვენა სახელოს ჯიბეზე. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №19

ინსიგნია – სამკერდე წარწერა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

ვერცხლისფერ ლითონის ფირფიტაზე გვარი ამოტვიფრულია შავად, ქართული ასოებით. ფირფიტის ზომებია: სიგრძე – 8 სმ, სიგანე – 1.7 სმ. კეთდება მკერდზე, მარჯვენა მხარეს.

[pic]

ინსიგნია - სამკერდე წარწერა („დ“ კლასი)

1. გვარი – ღია ხაკისფერ (დამცავი) ფონზე ყავისფერი ქართული წარწერით, სამკერდე წარწერა ეკერება მკერდის მარჯვენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ის ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

2. სასაზღვრო პოლიცია – ღია ხაკისფერ (დამცავი) ფონზე ყავისფერი ქართული წარწერით, სამკერდე წარწერა ეკერება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ის ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

[pic]

პლანშეტი №20

ინსიგნია – ატრიბუტიკა, განმასხვავებელი ნიშანი

წინაფრიანი ქუდის ოქროსფერი ნაქსოვი ქამარი წოდებების მიხედვით, განსხვავება – ხარისხით.

[pic]

წინაფრიანი ქუდის ორნამენტი – ვაზის წნული.

[pic]

გენერალი ოფიცერი კაპრალი, სერჟანტი

ჰალსტუხის სამაგრი გენერლისათვის – წოდების შესაბამისი რაოდენობის ვარსკვლავები ოქროსფერ-წითელი მინანქრით, ოფიცრისათვის – სასაზღვრო პოლიციის გერბის გამოსახულებით, კაპრალისა და სერჟანტისათვის – გამოსახულების გარეშე.

[pic]

გენერალი ოფიცერი კაპრალი, სერჟანტი

ღილკილო გენერლისათვის – ვაზის წნულის ორნამენტი.

ღილკილო ოფიცრისათვის, კაპრალისა და სერჟანტისათვის – ოქროსფერ რგოლში და დაფნის წნულში

ჩასმული სასაზღვრო პოლიციის ემბლემა.

[pic]

გენერალი ოფიცერი, კაპრალი, სერჟანტი

პლანშეტი №21

სანაპირო დაცვა

ოფიცერი და მიჩმანი, კაპრალი („ა“, „ბ“ და „გ" კლასები)

„ა“ კლასი – სააღლუმო ფორმა (მამაკაცის) – თეთრი შარვალი, თეთრი ერთბორტიანი კიტელი მდგომარე საყელოთი, ხუთი ოქროსფერი ღილით, თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით), თეთრი მოკლესახელოიანი მაისური, თეთრი ფეხსაცმელი, თეთრი ქამარი, თეთრი წინდა, თეთრი ტრუსი, თეთრი ხელთათმანი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – გამოსასვლელი ფორმა (მამაკაცის) – შავი შარვალი, შავი ორბორტიანი პიჯაკი სამი ჯიბით – ორი ქვედა ჩაჭრილი ჯიბით და ერთი ჩაჭრილი ჯიბით მარცხენა მხარეს, თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით), თეთრი პერანგი გრძელსახელოიანი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, შავი ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„ა“ კლასი – სააღლუმო ფორმა (ქალის) – თეთრი ერთბორტიანი პიჯაკი ოთხი ოქროსფერი ღილით, თეთრი ქვედაკაბა (2 ჩაჭრილი გვერდითი ჯიბით, უკან ელვა შესაკრავით), თეთრი ქამარი, თეთრი ქუდი შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით), თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, თეთრი კლასიკური ფეხსაცმელი, თეთრი ხუთთითიანი ხელთათმანი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – გამოსასვლელი ფორმა (ქალის) – შავი ერთბორტიანი პიჯაკი, ერთი ჩაჭრილი ჯიბით გულმკერდის მარცხენა მხარეს, 4 ოქროსფერი ღილით, შავი ქვედაკაბა (2 ჩაჭრილი გვერდითი ჯიბით, უკან ელვა შესაკრავით), თეთრი ქუდი შავი წინაფრით, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – შავი შარვალი, შავი ლაბადა, თეთრი წინაფრიანი ქუდი (შავი წინაფრით, თეთრი მოსახსნელი სარჩულით), თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„ა“ კლასი „ბ“ კლასი „გ“ კლასი

პლანშეტი №22

„გ“ კლასი

საგაზაფხულო-საშემოდგომო (მამაკაცი)

შავი, მოკლე ქურთუკი წინ შავი ელვა შესაკრავით, უკან ზურგზე კოკეტკით, სასამხრეებით, რომელიც იკვრება ლითონის შესაკრავით, წელის არეში ორი ირიბად ჩაჭრილი ჯიბით, მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, სახელოს დაბოლოებაზე ლითონის შესაკრავით, მარჯვენა სახელოზე – საქართველოს დროშით, მარცხენა სახელოზე – სანაპირო დაცვის ემბლემით, ქურთუკის დაბოლოებაზე – რეზინის ნაოჭით.

შავი შარვალი წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს. გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი – მკერდის არეში დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, სასამხრეებით (სიგანე – 4 სმ), მანჟეტიანი სახელო. შავი ჰალსტუხი, ბეისბოლისტის ტიპის შავი კეპი, შავი დაბალყელიანი ტყავის ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო (ქალი)

შავი მოკლე ქურთუკი, წინ შავი ელვა შესაკრავით, მკერდის არეში მარცხენა მხარეს ჩაჭრილი ჯიბით, სასამხრეებით, რომელიც იკვრება ლითონის შესაკრავით, წელის არეში ორი ირიბად ჩაჭრილი ჯიბით, სახელოს დაბოლოებაზე ლითონის შესაკრავით, მარჯვენა სახელოზე – საქართველოს დროშით, მარცხენა სახელოზე – სანაპირო დაცვის ემბლემით, ქურთუკის დაბოლოებაზე – რეზინის ნაოჭით.

შავი შარვალი წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე ჩაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში, ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს. გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი მკერდის არეში დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, სამხრეებით (სიგანე – 4 სმ), მანჟეტიანი სახელოთი, შავი ჰალსტუხი, შავი დაბალყელიანი ტყავის ფეხსაცმელი, ბეისბოლისტის ტიპის შავი კეპი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზაფხულის (მამაკაცი)

შავი შარვალი წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს. ბეისბოლისტის ტიპის შავი კეპი, თეთრი პერანგი მოკლე სახელოებით, მკერდის არეში დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, სამხრეებით (სიგანე – 4 სმ), თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზაფხულის (ქალი)

შავი ბოლოკაბა 2 ჩაჭრილი გვერდითი ჯიბით, უკან ელვა შესაკრავით, თეთრი ქუდი შავი წინაფრით, თეთრი პერანგი მოკლე სახელოებით, მკერდის არეში დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, სამხრეებით (სიგანე 4 სმ), თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზამთრის (მამაკაცი)

სამხედრო ტიპის თბილი პულოვერი შავი ან მუქი ლურჯი, სამხრეებით (სიგანე 4 სმ), შავი შარვალი წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს. შავი ბეისბოლისტის ტიპის კეპი, თეთრი პერანგი გრძელი სახელოებით, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ზამთრის (ქალი)

სამხედრო ტიპის თბილი პულოვერი შავი ან მუქი ლურჯი ფერის, სამხრეებით (სიგანე – 4 სმ), შავი შარვალი წინა და უკანა ნაკეცებით, წინ ელვა შესაკრავით, გვერდებზე ჩაჭრილი ჯიბეებით, უკან, თეძოს არეში ჩაჭრილი ჯიბით მარჯვენა მხარეს. გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი დაბალყელიანი ტყავის ფეხსაცმელი, თეთრი ქუდი შავი წინაფრით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №23

„ე“ კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

გრძელსახელოებიანი მუქი ლურჯი საველე ქურთუკი მდგომარე საყელოთი, მკერდსა და სახელოებზე ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით (მარჯვენა სახელოზე საქართველოს დროშით, მარცხენაზე – სანაპირო დაცვის ემბლემით), წელზე მარეგულირებელი ორი თასმით, სახელოებზე მარეგულირებელი მანჟეტებით. მუქი ლურჯი კეპი წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით (ან მუქი ლურჯი პანამა წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით), მუქი ლურჯი მაისური, მუქი ლურჯი ნაჭრის ქამარი, შავი მაღალყელიანი საზაფხულო ფეხსაცმელი, ბამბის წინდა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩასატანებელი მუქი ლურჯი შარვალი, ზევით ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, გვერდებზე მუხლთან და უკან ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, წელზე დასარეგულირებელი ორი თასმით.

მუქი ლურჯი გრძელსახელოებიანი ქურთუკი მდგომარე საყელოთი, მკერდსა და სახელოებზე ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით (მარჯვენა სახელოზე საქართველოს დროშით, მარცხენაზე – სანაპირო დაცვის ემბლემით), წელზე მარეგულირებელი ორი თასმით, სახელოებზე მარეგულირებელი მანჟეტებით.

„ე“ კლასი (ზაფხულის)

მოკლესახელოიანი მუქი ლურჯი მაისური (მარჯვენა მკლავზე საქართველოს დროშით, მარცხენაზე – სანაპირო დაცვის ემბლემით), საყელოთი, სამი მუქი ლურჯი ღილით, მკერდის მარცხენა მხარეს ჩაჭრილი ჯიბით, ზემოთ წარწერით: „სანაპირო დაცვა“ (ქართულ ენაზე).

„ე“ კლასი (ზამთრის)

მუქი ლურჯი გორტექსის საველე ქურთუკი და შარვალი, შიგნიდან ელვა შესაკრავით გამოკრული პოლარტეკის ტიპის მუქი ლურჯი თბილი ქურთუკი და შარვალი, ქურთუკზე მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით, თბილი მაღალყელიანი ჯემპრი საყელოზე ელვა შესაკრავით, ზამთრის მუქი ლურჯი ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი თბილი მაისური, თბილი შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შალის წინდა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე ქურთუკი მკერდზე ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, გვერდებზე ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, შიდა ჯიბით, წელზე მარეგულირებელი ორი თასმით, სახელოებზე მარეგულირებელი მანჟეტებით.

მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩასატანებელი შარვალი, ზევით ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, გვერდებზე მუხლთან და უკან ორივე მხარეს დაკერებული სარქველიანი ჯიბეებით, წელზე მარეგულირებელი ორი თასმით.

„ე“ კლასი (საწვიმარი ლაბადა, პანჩო)

მუქი ლურჯი, მკერდის არეში სანაპირო დაცვის ლოგოთი.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №24

„ვ“ კლასი

მუქი ლურჯი კომბინეზონი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი კეპი.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №25

„ზ“ კლასი (ჰიდროციკლებსა და ზომამცირე კატარღებზე სამუშაო ფორმა)

მუქი ლურჯი (ბეისბოლისტის ტიპის) კეპი უკან ბადით, ზომის მარეგულირებელი თითბრის შესაკრავით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით.

ნარინჯისფერი, მოკლესახელოებიანი მაისური (მარჯვენა სახელოზე საქართველოს დროშით, მარცხენაზე – სანაპირო დაცვის ლოგოთი) საყელოთი, სამი ნარინჯისფერი ღილით, მკერდის მარცხენა მხარეს ჩაჭრილი ჯიბე, ზემოთ წარწერით: „სანაპირო დაცვა“ (ქართულ ენაზე).

მუქი ლურჯი შორტი წყალგაუმტარი ნაჭრის სარჩულით, წინ ორი ირიბად ჩაჭრილი ჯიბით, მარცხენა მხარეს, ბოლოში სანაპირო დაცვის ატრიბუტიკით.

მუქი ლურჯი სანდლები.

მრავალფუნქციური დამცავი სათვალე-ნიღაბი, რეგულირებად რეზინის შესაკრავზე.

[pic]

პლანშეტი №26

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა – სანაპირო დაცვა

(„ა“ და „ბ“ კლასები)

ადმირალი („ა“ კლასი – სამხრეებზე, „ბ“ კლასი – მაჯაზე) – შავ ფონზე წვრილი (7 მმ) და მსხვილი (15 მმ) ოქროსფერი ზოლების ერთობლიობა (ბოლო ზოლზე მრგვალი გვირგვინით) წოდების შესაბამისი რაოდენობის შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავებით.

ოფიცერი („ა“ კლასი – სამხრეებზე, „ბ“ კლასი – მაჯაზე) – შავ ფონზე წვრილი და მსხვილი ოქროსფერი ზოლების ერთობლიობა (ბოლო ზოლზე მრგვალი გვირგვინით) წოდების შესაბამისად.

მიჩმანი და კაპრალი („ა“ კლასი – სამხრეებზე, „ბ“ კლასი – მაჯაზე) – შავ ფონზე წვრილი და მსხვილი ოქროსფერი კუთხოვანი ზოლების ერთობლიობა წოდების შესაბამისად.

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა – სანაპირო დაცვა („გ“ კლასი)

ადმირალი (სამხრე) – შავი მანჟეტი ოქროსფერი კანტით, ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (დიდი ზომის), შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D 17 მმ) წოდების შესაბამისი რაოდენობით.

ოფიცერი (სამხრე) – შავი მანჟეტი, ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის) წოდების მიხედვით, შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D 17 მმ) წოდების შესაბამისი რაოდენობით.

მიჩმანები და კაპრალები (სამხრე) – შავი მანჟეტი, წვრილი და მსხვილი ოქროსფერი კუთხოვანი ზოლების ერთობლიობა წოდების შესაბამისად.

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა – სანაპირო დაცვა („ე“ კლასი)

ადმირალი – ლურჯი მანჟეტი, ვაზის წნულის შავი ორნამენტი (დიდი ზომის), შვიდქიმიანი შავი ვარსკვლავი (D 17 მმ) წოდების შესაბამისი რაოდენობით.

ოფიცერი – ლურჯი მანჟეტი, ვაზის წნულის შავი ორნამენტი (პატარა ზომის) წოდების მიხედვით, შვიდქიმიანი შავი ვარსკვლავი (D 17 მმ) წოდების შესაბამისი რაოდენობით.

მიჩმანი და კაპრალი – ლურჯი მანჟეტი, წვრილი და მსხვილი შავი კუთხოვანი ზოლების ერთობლიობა წოდების შესაბამისად.

[pic]

[pic]

[pic]

პლანშეტი №27

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

ლურჯ ფარზე ჯვრად განლაგებულ თეთრ ზოლებსა და მწვანე კანტებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა ოქროსფერი ღუზით, შავ ფონზე ოქროსფერი ქართული წარწერით: ზევით – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“. სამკლავური მაგრდება მარცხენა სახელოზე, მხრის ნაკერიდან 7 სმ-ით ქვევით. მისი ზომებია: სიმაღლე – 8 სმ, სიგანე – 6.5 სმ.

[pic]

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ე“ კლასი)

ლურჯ ფარზე ჯვრად განლაგებულ თეთრ ზოლებსა და მწვანე კანტებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა ოქროსფერი ღუზით, ღია ლურჯ ფონზე ქართული შავი წარწერით: ზევით – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“. სამკლავური მაგრდება მარცხენა სახელოს ჯიბეზე. მისი ზომებია: სიმაღლე – 8 სმ, სიგანე – 6.5 სმ.

[pic]

პლანშეტი №28

ინსიგნია – დროშა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

საქართველოს ეროვნული დროშა, ეკერება მარჯვენა სახელოზე სამხრეებიდან 7 სმ-ით ქვემოთ. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

ინსიგნია – დროშა („ე“ კლასი)

საქართველოს ეროვნული დროშა ლურჯ ფონზე, მუქი ლურჯი ჯვრებით. დროშა ეკერება მარჯვენა მკლავის ჯიბეზე. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №29

ინსიგნია – სამკერდე წარწერა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

ვერცხლისფერ ლითონის ფირფიტაზე გვარი ამოტვიფრულია შავად, ქართული ასოებით. ფირფიტის ზომებია: სიგრძე – 8 სმ, სიგანე – 1.7 სმ. კეთდება მკერდზე, მარჯვენა მხარეს.

[pic]

ინსიგნია – სამკერდე წარწერა („ე“ კლასი)

გვარი მუქ ლურჯ ფონზე თეთრად წერია ქართული ასოებით. სამკერდე წარწერა ეკერება მკერდის მარჯვენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ით ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

სანაპირო დაცვა – ღია ლურჯ ფონზე თეთრად წერია ქართული ასოებით. სამკერდე წარწერა ეკერება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ით ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, სიმაღლე – 1.5 სმ.

[pic]

პლანშეტი №30

ინსიგნია – ქუდის კოკარდა – სანაპირო დაცვა

წინაფრიანი ქუდი და კეპი:

ადმირალი – შავ ფონზე ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტი (დიდი ზომის), ცენტრში – ნორმანულ ფარში ჩასმული სანაპირო დაცვის ემბლემა.

[pic]

ოფიცერი – შავ ფონზე ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტი (პატარა ზომის), ცენტრში – ნორმანულ ფარში ჩასმული სანაპირო დაცვის ემბლემა.

[pic]

კაპრალი, მიჩმანი – შავ ფონზე ნორმანულ ფარში ჩასმული სანაპირო დაცვის ემბლემა.

[pic]

პლანშეტი №31

ინსიგნია – ქუდის კოკარდა („ე“ კლასი)

ადმირალი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის მუქი ლურჯი ორნამენტი, წოდების შესაბამისი მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავებით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

უფროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის მუქი ლურჯი ორნამენტი, წოდების შესაბამისი მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავებით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

უმცროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია წოდების შესაბამისი მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავები. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

კაპრალი, მიჩმანი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია ლათინური V-ის ფორმის მუქი ლურჯი თამასები, წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

[pic]

პლანშეტი №32

ინსიგნია – ატრიბუტიკა, განმასხვავებელი ნიშანი – სანაპირო დაცვა

წინაფრიანი ქუდის ქამარი – ოქროსფერი ნაქსოვი წნული, დამაგრებული ორი ოქროსფერი ღილით.

[pic]

წინაფრიანი ქუდის წინაფრის ორნამენტი:

ადმირალი – ვაზის წნულის ორნამენტი ორ რიგად.

[pic]

ოფიცერი – ვაზის წნულის ორნამენტი ერთ რიგად.

[pic]

კაპრალი, მიჩმანი – ორნამენტის გარეშე.

[pic]

პლანშეტი №33

ინსიგნია – ატრიბუტიკა, განმასხვავებელი ნიშანი, სანაპირო დაცვა

ჰალსტუხის სამაგრი:

ადმირალი – წოდების შესაბამისი ვარსკვლავები ოქროსფერი მინანქრით; ოფიცერი – სასაზღვრო პოლიციის გერბის გამოსახულება ოქროსფერი ღუზით;

მიჩმანი, კაპრალი – გამოსახულების გარეშე.

halstuxis samagrebi

[pic]

admirali oficeri

kaprali, miCmani

ღილკილო:

ადმირალი – ვაზის წნულის ორნამენტი;

ოფიცერი, მიჩმანი, კაპრალი – სასაზღვრო პოლიციის გერბის გამოსახულება ოქროსფერი ღუზით.

[pic]

admirali oficeri, miCmani, kaprali

პლანშეტი №34

სიმბოლიკა

სამსახურებრივი ტექნიკის სახელმწიფო კუთვნილების აღმნიშვნელი ემბლემა

სანაპირო დაცვის – მცურავი საშუალების მთლიანი კორპუსი თეთრია (კონსტრუქციიდან გამომდინარე, კორპუსის უკანა მხარე, გამონაბოლქვის ადგილიდან კიჩოსკენ ორივე ბორტი შესაძლებელია შეღებილი იყოს შავად), კორპუსის ორივე ბორტზე წინ საქართველოს დროშის გამოსახულებაა. კორპუსის ცხვირის ნაწილში ორივე მხარეს და კიჩოზე (კონსტრუქციიდან გამომდინარე) შავად დატანილია საბორტე ნომერი, კორპუსზე ასევე ორენოვანი წარწერაა შავად – „სანაპირო დაცვა“ და „COAST GUARD“. კორპუსის ზედნაშენზე, ორივე მხარეს (თვალსაჩინო ადგილზე, კონსტრუქციის შესაბამისად) არის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ემბლემა ოქროსფერი ღუზით და შავად აწერია მცურავი საშუალების სახელი (თუ აქვს) ქართულ და ინგლისურ ენებზე.

[pic]

პლანშეტი №35

სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

ოფიცერი და რიგითი

(საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ქურთუკი ელვა შესაკრავით, დაცერებული ჯიბეებით, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №36

ოფიცერი და რიგითი

(ზაფხულის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი (თხელი), მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი (თხელი), მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ცისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი ლურჯი შარვალი (თხელი), მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №37

ოფიცერი და რიგითი

(ზამთრის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი ლურჯი ლაბადა, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი ლაბადა, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი ლურჯი ლაბადა, სამხედრო ტიპის თბილი პულოვერი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №38

მომსახურე ქალი

(საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №39

მოსამსახურე ქალი

(ზაფხულის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ქუდი, თეთრი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ქუდი, ცისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი მოკლესახელოებიანი პერანგი, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №40

მოსამსახურე ქალი

(ზამთრის ფორმის ტანსაცმელი)

„ა“ კლასი – მუქი ლურჯი ლაბადა, მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი) მუქი ლურჯი ქუდი, თეთრი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი სააღლუმო ატრიბუტიკა (თეთრი ხელთათმანი, აქსელბანდი) და ფურნიტურა.

„ბ“ კლასი – მუქი ლურჯი ლაბადა, მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

„გ“ კლასი – მუქი ლურჯი ბოლოკაბა (მუხლზე, უკან შეხსნილი), მუქი ლურჯი ლაბადა, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი თბილი პულოვერი, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი, ღია ცისფერი გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

„a“ klasi „b“ klasi „g“ klasi

პლანშეტი №41

საველე ფორმა („დ“ კლასი)

საგაზაფხულო-საშემოდგომო – საველე კომუფლირებული ქურთუკი, მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით და კომუფლირებული შარვალი ხაკისფერ-ყავისფერ ციფრულ ფერთა გამით, კომუფლირებული კეპი ან კომუფლირებული ფარფლიანი საველე ქუდი, ხაკისფერი მაისური, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საზაფხულო – მუქი ხაკისფერი მოკლესახელოებიანი მაისური (პოლო) სამი ღილით, მკერდის მარცხენა მხარეს ქართული წარწერა: „სასაზღვრო ავიაცია“, ზურგზე ასევე ქართული წარწერა: „სასაზღვრო პოლიცია“, მარჯვენა სახელოზე საქართველოს დროშა დამცავ ფერებში, ხოლო მარცხენაზე – სასაზღვრო პოლიციის სამკლავური ემბლემა დამცავ ფერებში. კომუფლირებული შარვალი ხაკისფერ-ყავისფერ ციფრულ ფერთა გამით, კომუფლირებული კეპი ან ფარფლიანი საველე ქუდი, შავი მაღალყელიანი ზაფხულის ფეხსაცმელი.

ზამთრის – გორტექსის საველე ქურთუკი და შარვალი. შიგნიდან ელვა შესაკრავით გამოკრული პოლარტეკის ტიპის ხაკისფერი თბილი ქურთუკი და შარვალი, ქურთუკზე მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით, კომუფლირებული ხაკისფერ-ყავისფერ ციფრულ ფერთა გამით. ხაკისფერი თბილი მაღალყელიანი ჯემპრი, საყელოზე ელვა შესაკრავით. ზამთრის შავი ნაქსოვი ქუდი, შავი ხელთათმანი, ხაკისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, მაღალყელიანი თბილი შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №42

„ე“ კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო)

გრძელსახელოებიანი საველე ქურთუკი და შარვალი, მუქი ლურჯი კეპი წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით (ან მუქი ლურჯი პანამა წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით), მუქი ლურჯი მაისური (მარჯვენა სახელოზე საქართველოს დროშა, მარცხენაზე – სასაზღვრო ავიაციის ემბლემა), მუქი ლურჯი ნაჭრის ქამარი, შავი მაღალყელიანი საზაფხულო ფეხსაცმელი, ბამბის წინდა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩასატანებელი მუქი ლურჯი შარვალი, ზევით ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, გვერდებზე მუხლთან და უკან ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, წელზე მარეგულირებელი ორი თასმით.

მუქი ლურჯი გრძელსახელოებიანი ქურთუკი მდგომარე საყელოთი, მკერდსა და სახელოებზე ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით (მარჯვენა მკლავზე საქართველოს დროშით, მარცხენაზე – სასაზღვრო ავიაციის ემბლემით), წელზე მარეგულირებელი ორი თასმით, სახელოებზე მარეგულირებელი მანჟეტებით.

„ე“ კლასი (საზაფხულო)

მოკლესახელოიანი მუქი ლურჯი მაისური (მარჯვენა მკლავზე საქართველოს დროშით, მარცხენაზე – სასაზღვრო ავიაციის ემბლემით), საყელოთი, სამი მუქი ლურჯი ღილით, მკერდის მარცხენა მხარეს ჩაჭრილი ჯიბით, ზემოთ წარწერით: „სასაზღვრო ავიაცია“ (ქართულ ენაზე).

„ე“ კლასი (ზამთრის)

მუქი ლურჯი გორტექსის საველე ქურთუკი და შარვალი. შიგნიდან ელვა შესაკრავით გამოკრული პოლარტეკის ტიპის მუქი ლურჯი თბილი ქურთუკი და შარვალი, ქურთუკზე მკერდის არეში ერთი შიდა ჯიბით, რომელიც იკვრება ელვა შესაკრავით, თბილი მაღალყელიანი ჯემპრი, მუქი ლურჯი თბილი კეპი, ზამთრის შავი ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი თბილი მაისური, თბილი შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შალის წინდა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე ქურთუკი მკერდზე ორივე მხარეს დაკერებული სარქვლიანი ჯიბეებით, გვერდებზე ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, შიდა ჯიბით, წელზე მარეგულირებელი ორი თასმით, სახელოებზე მარეგულირებელი მანჟეტებით.

მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩასატანებელი შარვალი, ზევით ირიბად ჩაჭრილი ჯიბეებით, გვერდებზე მუხლთან და უკან ორივე მხარეს დაკერებული სარქველიანი ჯიბეებით, წელზე მარეგულირებელი ორი თასმით.

„ე“ კლასი (საწვიმარი ლაბადა, პანჩო)

მუქი ლურჯი, მკერდის არეში სასაზღვრო ავიაციის ლოგოთი.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №43

„თ“ კლასი

„თ“ კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო) – მუქი ლურჯი ქურთუკი და შარვალი, მუქი ლურჯი კეპი და მაისური, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„თ“ კლასი (საზაფხულო) – ხაკისფერი ქურთუკი, ხაკისფერი შარვალი, ხაკისფერი გრძელსახელოებიანი მაისური, ხაკისფერი პერანგი, ხაკისფერი კეპი, მფრინავის საზაფხულო ხელთათმანები, მფრინავის მზის სათვალე, მაღალყელიანი საზაფხულო ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„თ“ კლასი (ზამთრის) – შავი ტყავის ქურთუკი და მუქი ლურჯი თბილი შარვალი, პოლარტეკის ტიპის თბილი მუქი ლურჯი სვიტერი, მუქი ლურჯი თბილი კეპი, ზამთრის საცვლები, მფრინავის ზამთრის ხელთათმანები, თბილი შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზამთრის

პლანშეტი №44

„ი“ კლასი

„ი“ კლასი (საზაფხულო) – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი კომბინეზონი, ლურჯი კეპი, საწვიმარი ქურთუკი, საზაფხულო ხელთათმანი, შავი საშუალოყელიანი საზაფხულო ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„ი“ კლასი (ზამთრის) – მუქი ლურჯი თბილი საწვიმარი ქურთუკი და მუქი ლურჯი თბილი შარვალი, პოლარტეკის ტიპის თბილი მუქი ლურჯი სვიტერი, მუქი ლურჯი კომბინეზონი, მუქი ლურჯი თბილი კეპი, ზამთრის საცვლები, ზამთრის ხელთათმანები, თბილი შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„ი“ კლასი (საგაზაფხულო-საშემოდგომო) – მუქი ლურჯი ქურთუკი და მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი კეპი, მაისური, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შესაბამისი ატრიბუტიკა.

„ი“ კლასი – მანათობელი (ამრეკლი) ჟილეტი.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №45

„ვ“ კლასი

მუქი ლურჯი კომბინეზონი, შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი კეპი.

[pic]

საგაზაფხულო-საშემოდგომო ზაფხულის ზამთრის

პლანშეტი №46

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო ინსიგნია – წოდების აღნიშვნა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

უფროსი ოფიცერი (სამხრე) – მუქი ლურჯი მანჟეტი, ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის), შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი – 5,5 სმ.

უმცროსი ოფიცერი (სამხრე) – მუქი ლურჯი მანჟეტი, შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი – 5,5 სმ.

კაპრალი, სერჟანტი (სამხრე) – მუქ ლურჯ ქსოვილზე ლათინური V-ის ფორმის ოქროსფერი თამასა, წოდების შესაბამისი რაოდენობით. სამხრის ზომებია: სიგრძე – 10 სმ, სიგანე – ძირი: 6 სმ, თავი – 5,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №47

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა („დ“ კლასი)

უფროსი ოფიცერი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ვაზის წნულის ყავისფერი ორნამენტი (პატარა ზომის), ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

უმცროსი ოფიცერი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები (D-17 მმ), წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

კაპრალი, სერჟანტი (ღილკილო) – ღია ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე ლათინური V-ის ფორმის ყავისფერი თამასები, წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 5,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №48

ინსიგნია – წოდების აღნიშვნა („ე“ კლასი)

უფროსი ოფიცერი (სამხრე) – ღია ლურჯი მანჟეტი, ვაზის წნულის მუქი ლურჯი ორნამენტი (პატარა ზომის), შვიდქიმიანი მუქი ლურჯი ვარსკვლავები (D-17 მმ) წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 10 სმ. სიგანე – 5,5 სმ.

უმცროსი ოფიცერი (სამხრე) – ღია ლურჯი მანჟეტი, შვიდქიმიანი მუქი ლურჯი ვარსკვლავები (D-17 მმ) წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 10 სმ. სიგანე – 5,5 სმ.

კაპრალი, სერჟანტი (სამკლავე შევრონი) – ღია ლურჯ ქსოვილზე ლათინური V-ის ფორმის მუქი ლურჯი თამასები წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიგრძე – 10 სმ. სიგანე – 5,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №49

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა. შავ ფონზე, ზევით ოქროსფერი ასოებით ქართულად წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“.

[pic]

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („დ“ კლასი)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა. ზევით ქართულად ყავისფერი წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“.

[pic]

ინსიგნია – სამკლავური ემბლემა („ე“ კლასი)

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა. ზევით ქართულად მუქი ლურჯი წარწერა – „საქართველო“, ქვევით – „სასაზღვრო პოლიცია“.

[pic]

პლანშეტი №50

ინსიგნია – დროშა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

საქართველოს ეროვნული დროშა. ეკერება მარჯვენა სახელოზე სამხრეებიდან 7 სმ-ით ქვემოთ. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

ინსიგნია – დროშა („დ“ კლასი)

საქართველოს ეროვნული დროშა ხაკისფერ ფონზე ყავისფერი ჯვრებით. დროშა ეკერება მარჯვენა სახელოს ჯიბეზე. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

ინსიგნია – დროშა („ე“ კლასი)

საქართველოს ეროვნული დროშა ლურჯ ფონზე მუქი ლურჯი ჯვრებით. დროშა ეკერება

მარჯვენა მკლავის ჯიბეზე. მისი ზომებია: სიგრძე – 6,5 სმ, სიგანე – 4,5 სმ.

[pic]

პლანშეტი №51

ინსიგნია – სამკერდე წარწერა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

ვერცხლისფერ ლითონის ფირფიტაზე გვარი ამოტვიფრულია შავად, ქართული ასოებით.

ფირფიტის ზომებია: სიგრძე – 8 სმ, სიგანე – 1.7 სმ. კეთდება მკერდზე, მარჯვენა მხარეს.

[pic]

ინსიგნია – სამკერდე წარწერა („დ“ კლასი)

გვარი – ღია ხაკისფერ (დამცავი) ფონზე ყავისფერი ასოებით წერია ქართულად. ეკერება მკერდის მარჯვენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ით ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

სასაზღვრო პოლიცია – ღია ხაკისფერ (დამცავი) ფონზე ყავისფერი ასოებით წერია ქართულად. ეკერება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ით ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

[pic]

ინსიგნია – სამკერდე წარწერა („დ“ კლასი)

გვარი – ღია ლურჯ ფონზე მუქი ლურჯი ასოებით წერია ქართულად. ეკერება მკერდის მარჯვენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ით ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

სასაზღვრო პოლიცია – ღია ლურჯ ფონზე მუქი ლურჯი ასოებით წერია ქართულად. ეკერება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სმ-ით ზევით, ჰორიზონტალურად. მისი ზომებია: სიგრძე – 12 სმ, სიგანე – 2,5 სმ, შრიფტის სიმაღლე – 1.5 სმ.

[pic]

პლანშეტი №52

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო ინსიგნია – ქუდის კოკარდა („ა“, „ბ“ და „გ“ კლასები)

ოფიცერი – ვაზის წნულის ოქროსფერი ორნამენტი (პატარა ზომის), კომპოზიციის ცენტრში გამოსახული კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე, ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა (მინანქრით).

[pic]

კაპრალი, სერჟანტი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს დროშის ფონზე, ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა (მინანქარით).

[pic]

პილოტურ ქუდზე მარცხენა მხარეს ორ ფრთას შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ემბლემაა (მინანქრით).

[pic]

პლანშეტი №53

ინსიგნია – ქუდის კოკარდა („დ“ კლასი)

უფროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის ყავისფერი ორნამენტი, წოდების შესაბამისი რაოდენობის ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები, მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

უმცროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია წოდების შესაბამისი რაოდენობის ყავისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავები. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

კაპრალი, სერჟანტი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ხაკისფერ (დამცავი) ქსოვილზე გამოსახულია ლათინური V-ის ფორმის ყავისფერი თამასა წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

[pic]

პლანშეტი №54

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

ინსიგნია – ქუდის კოკარდა („ე“ კლასი)

უფროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია ვაზის წნულის მუქი ლურჯი ორნამენტი, წოდების შესაბამისი რაოდენობის მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავები. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

უმცროსი ოფიცერი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია წოდების შესაბამისი რაოდენობის მუქი ლურჯი შვიდქიმიანი ვარსკვლავები. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

კაპრალი, სერჟანტი – კოკარდის გული ნორმანული ფარის ფორმის მედალიონია, სადაც ღია ლურჯ ქსოვილზე გამოსახულია ლათინური V-ის ფორმის მუქი ლურჯი თამასები, წოდების შესაბამისი რაოდენობით. მისი ზომებია: სიმაღლე – 5 სმ, სიგანე – 4 სმ.

მფრინავის სამკერდე წარწერის ზომაა: 10 x 5 სმ. შავ ფონზე ზემოთ გამოსახულია სასაზღვრო პოლიციის გერბი ოქროსფერი ფრთებით, ქვემოთ პირველ ხაზზე – წოდება, სახელი და გვარი, მეორე ხაზზე – შსს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.

[pic]

პლანშეტი №55

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

ინსიგნია – ჰალსტუხის სამაგრი, ღილკილო

წინაფრიანი ქუდის ოქროსფერი ნაქსოვი ქამარი, წოდებების მიხედვით განსხვავდება ხარისხით.

[pic]

წინაფრიანი ქუდი ორნამენტის გარეშე.

[pic]

ოფიცერი კაპრალი, სერჟანტი

ჰალსტუხის სამაგრი ოფიცრისათვის – ორ ფრთას შორის მოქცეულია სასაზღვრო პოლიციის გერბი (მინანქარში), კაპრალისა და სერჟანტისათვის – გამოსახულების გარეშე.

[pic]

ოფიცერი კაპრალი, სერჟანტი

ღილკილო – ორ ფრთას შორის მოქცეულია სასაზღვრო პოლიციის გერბი (მინანქარში).

[pic]ოფიცერი, სერჟანტი, კაპრალი

პლანშეტი №56

სიმბოლიკა

სამსახურებრივი ტექნიკის სახელმწიფო კუთვნილების აღმნიშვნელი ემბლემა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

[pic] МИ-8 МТВ-1

შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება დიზაინის ცვლილებას.

МИ-8 Т

AS-350

АН-28

МИ-2

პლანშეტი №57

სიმბოლიკა

სამსახურებრივი ტექნიკის სახელმწიფო კუთვნილების აღმნიშვნელი ემბლემა

ავტომობილი – ორივე მხარეს და ძრავას ხუფზე სასაზღვრო პოლიციის ემბლემა და წარწერა, ზევით ქართულად – „სასაზღვრო პოლიცია“, ქვევით ინგლისურად – „BORDER POLICE“.

[pic]