„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№588
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №588

2016 წლის  24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1, №11 და №12 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (1)
588 danarti doc.doc DOC

დანართი №1

სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი; მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე.

[pic]

პლანშეტი №2

ყოველდღიური ფორმა

დემისეზონური მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი; მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი.

[pic]

პლანშეტი №3

სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) გერბი

მრგვალი ფარის, ოქროსფერი კანტით შემოვლებულ ლურჯი ფერის ველზე, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, მეწამულ (წითელი) ველზე ლომის ოქროსფერი გამოსახულებით, მთელი წრის გარშემო თეთრი ფერის ქართული ასოებით წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია“.

დანართი №11

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი; რუხი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით; შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი; რუხი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისურით ან მაისურის გარეშე; რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით; შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ფერის კეპი; ე.წ. პოლოს რუხი ფერის მაისური; რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე, ზედნადები ჯიბით; მაისურზე მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო ზურგზე – „SECURITY POLICE“; შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №3

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი ან წინაფრიანი ქუდი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №4

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

რუხი ფერის ქუდი-კეპი ან წინაფრიანი ქუდი; თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისურით ან მაისურის გარეშე; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ფერის კეპი; ე.წ. პოლოს თეთრი ფერის მაისური, რუხი ფერის შარვალი ლამპასით; მაისურზე მარჯვენა მხარეს წარწერა „დაცვის პოლიცია“, ხოლო ზურგზე – „SECURITY POLICE“; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №5

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

ქალისათვის

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით); თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ფერის ქვედაბოლო; შავი ან რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით); რუხი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ფერის ქვედაბოლო; შავი ან რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №6

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა ქალისათვის

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით); თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ფერის ქვედაბოლო; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

რუხი ან შავი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი (ვერცხლისფერი დამცავი ზოლით); რუხი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ფერის ქვედაბოლო; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №7

საშემოდგომო-საზამთრო ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის დათბუნებული ქუდი; რუხი ან შავი ფერის პულოვერი სახელოთი ან სახელოს გარეშე, მარჯვენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“ და „SECURITY POLICE“; რუხი ან თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის ქურთუკი, წინა ზედა მარჯვენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „SECURITY POLICE“; რუხი ფერის შარვალი ზედნადები ჯიბით; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №8

საშემოდგომო-საზამთრო ყოველდღიური ფორმა ქალისათვის

რუხი ან შავი ფერის პილოტური ქუდი ან კეპი; რუხი ან შავი ფერის პულოვერი, მარჯვენა ზედა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“ და „SECURITY POLICE“; რუხი ან თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის ქურთუკი, მარჯვენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „SECURITY POLICE“; რუხი ფერის შარვალი ან ქვედაბოლო; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №9

სამწყობრო-უნივერსალური ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის

რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი; რუხი ფერის პიჯაკი; რუხი ფერის ლამპასიანი შარვალი; რუხი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №10

სამწყობრო-უნივერსალური ყოველდღიური ფორმა ქალისათვის

რუხი ფერის პილოტური ქუდი დამცავი ვერცხლისფერი ზოლით; რუხი ფერის პიჯაკი; რუხი ფერის ქვედაბოლო; რუხი ფერის ყელსახვევი ან ჰალსტუხი; თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №11

ყოველდღიური ფორმა ოპერატიული დანაყოფების მოსამსახურეთათვის

შავი ფერის ბერეტი ან რუხი ფერის კეპი; რუხი ფერის ხალათი; რუხი ფერის შარვალი ლამპასის გარეშე; შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; შავი ფერის ქამარი ან ტაქტიკური ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (შავი ფერის ჯავშანჟილეტი).

პლანშეტი №12

საგაზაფხულო-საზაფხულო ყოველდღიური ფორმა ტექნიკური-საინჟინრო

დანაყოფების მოსამსახურეთათვის

ღია რუხი ფერის პოლოს მაისური მოკლე სახელოთი, შესაკრავი სამ ღილზე, წინა მარცხენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“; შარვალი მუქი რუხი ან შავი ფერის, ლამპასის გარეშე, ორი გვერდითი ჯიბით; კეპი რუხი ფერის; შავი ფერის ქამარი; ჟილეტი კომბინირებული, ლურჯი და რუხი ფერებით, ზედა და ქვედა დანაკერი ჯიბეებით, წინა მარცხენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“; ფეხსაცმელი დაბალყელიანი, ზაფხულის, შავი ფერის, ტყავის, ნახევრად სპორტული სტილის.

პლანშეტი №13

საშემოდგომო-საზამთრო ყოველდღიური ფორმა ტექნიკური-საინჟინრო დანაყოფების მოსამსახურეთათვის

ღია რუხი ფერის პოლოს მაისური გრძელი სახელოთი, შესაკრავი სამ ღილზე, წინა მარცხენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“; პულოვერი შავი ფერის, წინა მარჯვენა მხარეს თეთრი ფერის წარწერით „დაცვის პოლიცია“; შარვალი რუხი ან შავი ფერის, ლამპასის გარეშე, ორი გვერდითი ჯიბით; შავი ფერის ქამარი; კეპი რუხი ფერის; ქურთუკი დათბილული, კომბინირებული ლურჯი და რუხი ფერებით, ზედა და ქვედა დანაკერი ჯიბეებით, წინა მარჯვენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ხოლო უკანა მხარეს – „დაცვის პოლიცია“ და „ტექნიკური სამსახური“.

პლანშეტი №14

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა საავიაციო უშიშროების

მოსამსახურე მამაკაცისათვის

რუხი ფერის კეპი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი; რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

პლანშეტი №15

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა საავიაციო უშიშროების

მოსამსახურე მამაკაცისათვის

რუხი ფერის კეპი; თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

რუხი ფერის კეპი; ე.წ. პოლოს რუხი ფერის მაისური, მარჯვენა მხარეს წარწერით „დაცვის პოლიცია“, ზურგზე – „AVIATION SECURITY“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №16

საშემოდგომო-საზამთრო ყოველდღიური ფორმა

საავიაციო უშიშროების მოსამსახურე მამაკაცისათვის

რუხი ფერის კეპი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; რუხი ფერის პულოვერი მკლავებით, წინა მარჯვენა ზედა მხარეს წარწერით „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“; რუხი ფერის უმკლავო პულოვერი, წინა მარჯვენა ზედა მხარეს წარწერით „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“; შავი ფერის ქურთუკი, წინა მარჯვენა ზედა, ასევე უკანა მხარეს წარწერით „AVIATION SECURITY“; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №17

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა საავიაციო უშიშროების

მოსამსახურე ქალისათვის

რუხი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი; რუხი ფერის ქვედაბოლო; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №18

საზაფხულო ყოველდღიური ფორმა საავიაციო უშიშროების

მოსამსახურე ქალისათვის

რუხი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი; თეთრი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“, მარჯვენა მკლავზე საავიაციო უშიშროების შევრონი; რუხი ფერის ქვედაბოლო; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №19

საშემოდგომო-საზამთრო ყოველდღიური ფორმა საავიაციო უშიშროების

მოსამსახურე ქალისათვის

რუხი ფერის კეპი ან პილოტური ქუდი; თეთრი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მარჯვენა ჯიბის ზემოთ წარწერით „დაცვის პოლიცია“; რუხი ან შავი ფერის ჰალსტუხი, ჰალსტუხის დამჭერი; რუხი ფერის ქვედაბოლო; რუხი ფერის შარვალი ლამპასით; ქამარი; რუხი ფერის პულოვერი მკლავებით, წინა მარჯვენა ზედა მხარეს წარწერით „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“; რუხი ფერის უმკლავო პულოვერი, წინა მარჯვენა ზედა მხარეს წარწერით „საავიაციო უშიშროება“ და „AVIATION SECURITY“; შავი ფერის ქურთუკი, წინა მარჯვენა ზედა, ასევე უკანა მხარეს წარწერით „AVIATION SECURITY“; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №20

სააღლუმო-სარიტუალო ფორმა

მამაკაცისათვის – თეთრი ფერის პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით; რუხი ფერის ლამპასიანი შარვალი; რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ქალისათვის – თეთრი ფერის პიჯაკი ოქროსფერი აქსელბანდით; რუხი ფერის ქვედაბოლო, პილოტური ქუდი დამცავი რუხი ტონალობის ზოლით; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №21

წოდების განმასხვავებელი ნიშნები (წოდების აღმნიშვნელი სამხრეები და შევრონები)

პლანშეტი №22

დაცვის პოლიციის ატრიბუტიკა

პლანშეტი №23

დაცვის პოლიციის სიმბოლიკა

პლანშეტი №24

დაცვის პოლიციის მანქანა

ერთი ლურჯი და ორი წითელი ფერის ჰორიზონტალური ზოლით, სტილიზებული გერბი სამ მხარეს, კარებზე წარწერა „დაცვის პოლიცია“, საბარგულზე – „SECURITY POLICE“.

დანართი №12

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ლოგო

[pic]

[pic]

[pic]

პლანშეტი №1

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – პერანგი მოკლე სახელოთი, ღია ცისფერი; მოკლემკლავიანი ღია რუხი ან თეთრი ფერის მაისური; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; შავი ფერის ფეხსაცმელი; მუქი ლურჯი ფერის კეპი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №2

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №3

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის პულოვერი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №4

მამაკაცის ყოველდღიური საზამთრო ფორმა – ღია ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის პულოვერი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; შავი ფერის მოკლე ან გრძელი ქურთუკი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის ქუდი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №5

მამაკაცის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა – თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №6

ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია ცისფერი პერანგი; მოკლემკლავიანი ღია რუხი ან თეთრი ფერის მაისური; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №7

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ჩაშვებული ღია ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №8

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ჩაშვებული ღია ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი; მუქი ლურჯი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №9

ქალის ყოველდღიური საზამთრო ფორმა – ჩაშვებული ღია ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის პულოვერი; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან შარვალი; შავი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფახსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №10

ქალის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა – თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი; შავი ფერის ფეხსაცმელი; მუქი ლურჯი ფერის ქუდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №11

დამხმარე მოსამსახურის (მამაკაცი) ყოველდღიური საზაფხულო სპეციალური ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №12

დამხმარე მოსამსახურის (მამაკაცი) ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სპეციალური ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შავი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №13

დამხმარე მოსამსახურის (მამაკაცი) ყოველდღიური საზამთრო სპეციალური ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის ქურთუკი; შავი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ქუდი; შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

ქუდისა და სამკლავურის ემბლემა

[pic]

პლანშეტი №14

1. ქუდისა და სამკლავურის ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლისფერ (შავი) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილზე, მეწამულ (წითელი) ველზე, გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროსფერი გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ნაწილზე, ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროსფერი ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდისფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზეც არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვარი.

2. ღილკილო – წარმოადგენს ფორმის ტანსაცმლის საყელოს საბნევს, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროსფერი გრაგნილი და საწერი ფრთა.

[pic]

პლანშეტი №15

წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით.

[pic]

პლანშეტი №16

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლოგო წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლისფერ (თეთრი) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველ ნაწილზე, მეწამულ (წითელი) ველზე, გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროსფერი გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ნაწილზე, ლურჯ ველზე, გამოსახულია ოქროსფერი ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდისფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზეც არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროსფერი ჰერალდიკური ჯვარი.

-----------------------

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]