„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№298
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016654
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №298

2017 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (1)
sss-2.doc DOC

დანართი №6

სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის

ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მამაკაცებისთვის

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ლურჯი ფერის საზაფხულო შარვალი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №2

ყოველდღიური ზაფხულის ფორმა ქალებისთვის

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ლურჯი ფერის საზაფხულო შარვალი ან/და მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №3

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა მამაკაცებისთვის

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის საშემოდგომო შარვალი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №4

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა ქალებისთვის

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის საშემოდგომო შარვალი ან/და მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №5

ყოველდღიური ზამთრის ფორმა მამაკაცებისთვის

მუქი ლურჯი ფერის თბილი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №6

ყოველდღიური ზამთრის ფორმა ქალებისთვის

მუქი ლურჯი ფერის თბილი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

[pic] [pic]

ნიმუში №6 ნიმუში №7

პლანშეტი №7

№1 – შუქამრეკლი ჟილეტი; №2 – მუქი ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა; №3 – პერანგის შიგნით ჩასაცმელი მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური; №4 – მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური სამ ღილზე (გათვლილია პირად შემადგენლობაზე); №5 – მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი მაისური სამ ღილზე (გათვლილია პირად შემადგენლობაზე); №6 – მუქი ლურჯი ფერის კეპი; №7 – ნაქსოვი ხელთათმანი.

[pic]

[pic]

პლანშეტი №8

გამოსასვლელი ფორმა მამაკაცებისთვის

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი ან/და თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, წელის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

[pic]

პლანშეტი №9

გამოსასვლელი ფორმა ქალებისთვის

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი, თეთრი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი ან/და თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ან/და მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი, წელის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №10

მოტოპატრულის ყოველდღიური ზაფხულის ფორმა

მოტოპატრულის ჩაფხუტი, მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური სამ ღილზე, მუქი ლურჯი ფერის მოტოპატრულის შარვალი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №11

მოტოპატრულის საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა

მოტოპატრულის ჩაფხუტი, მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი მაისური სამ ღილზე, მუქი ლურჯი ფერის მოტოპატრულის შარვალი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №12

მოტოპატრულის სააღლუმე ფორმა

მოტოპატრულის ჩაფხუტი, მუქი ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი ან/და მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მოტოპატრულის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, მოტოპატრულის ჩექმა, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №13

დათბუნებული ფორმა

მუქი ლურჯი ფერის თბილი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის თბილი გრძელი ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის დათბუნებული შარვალი, ხელთათმანი, აღჭურვილობის ქამარი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №14

სპეციალური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, დაბალყელიანი ან მაღალყელიანი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №15

წოდების განმასხვავებელი ნიშნები (წოდების აღმნიშვნელი სამხრე და სამკლავური)

[pic] [pic]

1. ქუდზე დასამაგრებელი 2. კეპიანი ქუდის ემბლემა

კოკარდა

[pic] [pic]

3. სამკლავური ემბლემა 4. საპატრულო პოლიციის ჟეტონი

[pic]

5. თანამშრომლის გვარის აღმნიშვნელი

[pic]

6. ჰალსტუხის დამჭერი

პლანშეტი №16

1. ქუდზე დასამაგრებელი კოკარდა – ფონი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებით გაფორმებული ვარსკვლავი; მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ლურჯ მომინანქრებულ ფარზე ამოტვიფრულია ბოლნურ-კაცხური ოქროსფერი ჯვარი. ფარი უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც გამოსახულია ლურჯი მინანქრით წარწერა „საპატრულო პოლიცია“ და ლათინური ასოებით „POLICE“. მასალა – მეტალი.

2. კეპიანი ქუდის ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, შავ ველზე, რომელსაც გარს აკრავს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია სახელმწიფო გერბი ოქროსფერი (ყვითელი) სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ბოლნურ-კაცხური ჯვარი. ფარი უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სტილიზებულ ორნამენტზე. მასზე გამოსახულია ლურჯი წარწერა „საპატრულო პოლიცია“ და ლათინური ასოებით „POLICE“.

3. სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, შავ ველზე, რომელსაც გარს აკრავს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია სახელმწიფო გერბი ოქროსფერი (ყვითელი) სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ ფარზე გამოსახულია მეწამული (წითელი) ბოლნურ-კაცხური ჯვარი. ფარი უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სტილიზებულ ორნამენტზე. კომპოზიციის ზედა მხარეს გამოსახულია ოქროსფერი წარწერა „საქართველო“, ქვედა ნაწილში კი „საპატრულო პოლიცია“ და ოქროსფერი (ყვითელი) შვიდქიმიანი ვარსკვლავი.

4. საპატრულო პოლიციის ჟეტონი – ჟეტონის ფონი ვერცხლისფერი სტილიზებული ოდნავ მოხრილი ფარი, რომელზეც განლაგებულია სტილიზებული ჯვრით და გვირგვინით გაფორმებული ოქროსფერი ფარი, რომელსაც გარს აკრავს ოქროსფერი ლურჯი მინანქრით გაფორმებული სადევიზო ბაფთები წარწერებით – „საქართველო“, „საპატრულო“, „პოლიცია“, ხოლო კომპოზიციის ქვედა ნაწილში ოქროსფერ ფონზე ამოტვიფრულია ინდივიდუალური ნომერი. მასალა – მეტალი.

5. თანამშრომლის გვარის აღმნიშვნელი – მეტალის, ვერცხლისფერ ფონზე ქართულ ენაზე შავად ამოტვიფრული თანამშრომლის გვარი, რომელსაც გარს აკრავს ამოტვიფრული შავი ზოლი.

6. ჰალსტუხის დამჭერი – მეტალის, ვერცხლისფერ ფონზე შუა ნაწილში განთავსებულ ლურჯ მინანქრიან ფარზე გამოსახულია ვერცხლისფერი ლომის ფიგურა, ფარის მარჯვენა მხარეს ამოტვიფრულია ლურჯად მომინანქრებული წარწერა „საპატრულო“, ხოლო მარცხნივ წარწერა „პოლიცია“.