„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 100%
- მოქმედი 100%
- მოქმედი 100%
- მოქმედი 100%
- მოქმედი 100%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
- მოქმედი 99%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №232 |
|
2017 წლის 1 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №2 და №61 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
📎 დანართები (1)
232_danarti.doc DOC ⬇
№2 დანართი
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ატრიბუტიკა
[pic]
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ლოგო წარმოადგენს სტილიზებულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ცენტრში, სევადის (შავ) ველზე გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგო. ფარის ზედა ნაწილში ოქროსფერი (ყვითელი) ასოებით გამოსახულია წარწერა „საქართველო“, ხოლო ფარის გარშემო ასევე ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა: „ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი“. წარწერები ერთმანეთისგან გამოიყოფა სამი ოქროსფერი, სტილიზებული შვიდქიმიანი ვარსკვლავით.
დანართი №61
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა
[pic]
პლანშეტი №1
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ემბლემა
ემბლემა და სამკერდე ნიშანი – წარმოადგენს სტილიზებულ ფარს, რომლის გარშემო წრიულად ვერცხლისფერ ფონზე გამოსახულია წარწერა: „შსს“ და „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი თეთრი ბურთულით. ფარის გარე ნაწილი ლაჟვარდი ლურჯი, ხოლო შიდა თეთრ ველზე, ცენტრში მოთავსებულია ვერცხლის ლომი, ხმლის და შურდულის გამოსახულება.
შენიშვნა: სამკერდე ნიშანს მოსამსახურე ატარებს საჭიროების შემთხვევაში, საზეიმო-სააღლუმო და სხვა ვითარებაში.
[pic]
პლანშეტი №2
სამკლავური ემბლემა
სამკლავური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა გარშემო ოქროს ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლის (თეთრი) სადევიზო ბაფთა წარწერით ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი’’ ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზო ბაფთა წარწერით ,,შსს’’.
[pic]
პლანშეტი №3
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დროშა
დროშა არის მართკუთხა ორფეროვანი ქსოვილი, სიმეტრიული სიგანის ლურჯი, თეთრი და ლურჯი ვერტიკალური სამი ზოლით, შესაბამისი თანმიმდევრობით, რომლის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ ველზე გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ემბლემა.
[pic]
პლანშეტი №4
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო) ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად გამოსახულია წარწერა: „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბი“ და ,,HEADQUARTER OF SPECIAL TASKS DEPARTMENT’’, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი თეთრი სამკუთხედით. ფარის შიდა ველზე, ცენტრში მოთავსებულია სამკუთხედი, რომლის შუაში განთავსებულია წრე. წრიდან სამკუთხედის სამივე კუთხის გავლით განთავსებულია ისრები, რაც მიუთითებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამ ძირითად ამოცანას (კრიმინალთან ბრძოლა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი და მასების მართვა).
[pic]
პლანშეტი №5
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად წითელ ფონზე გამოსახულია წარწერა: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სამმართველო. ფარის შიდა შავი ველი გაყოფილია ოთხ ტოლ ნაწილად, რომლებშიც მოთავსებულია 1. აბრევიატურა ,,CBRN’’ („CHEMICAL“, „BIOLOGICAL“ „RADIOLOGICAL“ და „NUCLEAR“) თეთრი ასოებით, ხოლო 2, 3 და 4 რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური ემბლემების წითელი გამოსახულებით.
[pic]
პლანშეტი №6
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა: „საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველო“ „Combat Training and Retraining Division“, რომლებსაც ერთმანეთისგან ყოფს ორი თეთრი ბურთულა. ფარის შიდა ლურჯ ველზე შუაში გამოსახულია ლომი ფარით და ხმლით, ხოლო ქვედა ნაწილში ფრთებიანი ბაფთა წარწერით ,,შსს’’.
[pic]
პლანშეტი №7
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად წითელ ფონზე გამოსახულია წარწერა: „გდდ“, „სამედიცინო სამსახური“ „Medical service“, რომლებსაც ერთმანეთისგან ყოფს სამი ბურთულა. ფარის შიდა ლურჯ ველზე შუაში გამოსახულია ვერცხლის საერთაშორისო სამედიცინო სამსახურის ემბლემა ფრთებიან ჯოხზე შემოხვეული ორი გველი და დაბლა ვერცხლის ჯვარი.
[pic]
პლანშეტი №8
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, ფარის შიდა ლურჯ ველზე, ცენტრში მოთავსებულია ფარის ქვეშ მაღლა აღმართული ხმალი, მაღლა წარწერით ,,გდდ’’ და რომაული ,,I’’.
[pic]
პლანშეტი №9
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა II სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, ფარის შიდა ლურჯ ველზე, ცენტრში მოთავსებულია მაღლა აღმართული ხმალი და არწივი, მაღლა წარწერით ,,გდდ’’ და რომაული ,,II’’.
[pic]
პლანშეტი №10
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა III სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, ფარის შიდა ლურჯ ველზე, ცენტრში მოთავსებულია მუზარადის ქვეშ მაღლა აღმართული ხმალი, მაღლა წარწერით ,,გდდ’’ და რომაული ,,III’’.
[pic]
პლანშეტი №11
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „ქ. თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №12
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №13
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „ქვემო ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №14
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №15
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №16
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №17
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №18
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა.რ. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic]
პლანშეტი №19
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ემბლემა
ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად შავ ფონზე გამოსახულია წარწერა თეთრი ასოებით „გდდ“ და „სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო“, ფარის შიდა ველზე ცენტრში მოთავსებულია ფრთებგაშლილი არწივი, კლანჭებში ელვით და ისრებით.
[pic][pic]
[pic][pic]
[pic]
პლანშეტი №20
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სარიტუალო ოცეულის ფორმა
საპატიო ყარაულის უნიფორმა – 1
საპატიო ყარაულის უნიფორმა – პიჯაკი მდგარი საყელოთი, შავი ფერის, გაფორმებული საყელოსა და სამხრეებზე წითელი ფერის კანტით; ოქროსფერი ღილებით; შავი ფერის შარვალი წითელი ფერის ლამპასით; თეთრი ფერის პერანგი; წინაფრიანი ქუდი, გაფორმებული შესაბამისი ფურნიტურით; ფეხსაცმელი – ფერი შავი (ე.წ. ლაკის); ოქროსფერი – წითლით აქსელბანდი; თეთრი ფერის ხელთათმანი; ოქროსფერი წითლით ქამარი ოქროსფერი ბალთით, ლომების გამოსახულებით; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
პლანშეტი №21
საპატიო ყარაულის უნიფორმა (ზამთარი)
საპატიო ყარაულის უნიფორმა (ზამთრის) – შავი ფერის ერთბორტიანი მანტოს სტილის ნახევარპალტო მდგარი საყელოთი; გაფორმებული საყელოსა და სამხრეებზე წითელი ფერის კანტით; ოქროსფერი ღილებით; თეთრი ფერის პერანგი; შავი ფერის შარვალი წითელი ფერის ლამპასით; პულოვერი სამკუთხა გულით; წინაფრიანი ქუდი, გაფორმებული შესაბამისი ფურნიტურით; შავი (ე.წ. ლაკი) ფეხსაცმელი; ოქროსფერი – წითლით აქსელბანდი; თეთრი ფერის ხელთათმანი; ოქროსფერი წითლით ქამარი ოქროსფერი ბალთით, ლომების გამოსახულებით; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
[pic][pic][pic]
პლანშეტი №22
საპატიო ყარაულის უნიფორმა – 2
საპატიო ყარაულის უნიფორმა – თეთრი ფერის ერთბორტიანი პიჯაკი მდგარი საყელოთი, ოქროსფერი ღილებით, ქამრით, აქსელბანდით; თეთრი ფერის შარვალი შავი ლამპასით; თეთრი ფერის პერანგი; წინაფრიანი ქუდი, გაფორმებული შესაბამისი ფურნიტურით; შავი (ე.წ. ლაკი) ფეხსაცმელი; თეთრი ფერის ხელთათმანი; ოქროსფერი წითლით ქამარი ოქროსფერი ბალთით, ლომების გამოსახულებით; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic][pic]
პლანშეტი № 23
სარიტუალო ჩოხა-ახალუხი
[pic]
ჩოხა- ახალუხის ატრიბუტიკა (ქამარი, ხანჯალი, ქილები და ლეკვერთხები )
ჩოხა – შავი და შინდისფერი; ახალუხი – პერანგი (ფერი: თეთრი და შავი), შარვალი (ფერი: შავი); ყაბალახი (ფერი: თეთრი/შავი); აქსესუარები შესრულებული უნდა იყოს ქართული ორნამენტების გამოყენებით – ხანჯალი, ჩოხის ქამარი ლეკვერთხებით, მასრა (ქილა); აზიურები (ჩექმა) – (ფერი: შავი).
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
პლანშეტი №24
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სააღლუმო და ყოველდღიური უნიფორმა
მაღალი რანგის ოფიცრის ყოველდღიური ფორმა (მამაკაცი)
მაიორი – პოლკოვნიკი
პიჯაკი მუქი ლურჯი ფერის, მდგარი საყელოთი, წელის ქამრით და მხარის სარტყელით, მანჟეტებზე ორი ზოლით და სამხრეებზე კანტებით, ლურჯ ფერში; მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ფერის ლამპასით; ქუდი წინაფრიანი მუქი ლურჯი ფერის, შავი ფერის დამცავი ფარით და გასაფორმებელი ფურნიტურით; თეთრი ფერის პერანგი მდგარი საყელოთი (პიჯაკისთვის).
ქურთუკი მუქი ლურჯი ფერის ელვა შესაკრავზე; მუქი ლურჯი ფერის პულოვერი ღია სამკუთხედი გულით; პერანგი მოკლე ან გრძელი მკლავით, თეთრი ფერის (საზაფხულო – საშემოდგომო); მანტოს სტილის ნახევარპალტო, მდგარი საყელოთი, ფერი – შავი, ერთბორტიანი.
ფეხსაცმელი (ფერი – შავი); ქამარი შარვლის შავი ტყავის, ვერცხლისფერ ბალთაზე ამოტვიფრული წარწერით ,,გდდ“; ბერეტი – ფერი შავი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა; თეთრი ფერის ხელთათმანი (სააღლუმოდ).
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic][pic][pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
პლანშეტი №25
II რანგის ოფიცერ – ზემდეგის უნიფორმა (მამაკაცი)
რიგითი – კაპიტანი
ყოველდღიური ფორმა (მამაკაცი)
პიჯაკი მუქი ლურჯი ფერის, მდგარი საყელოთი, წელის ქამრით და მხარის სარტყელით, მანჟეტებზე ერთი ზოლით და სამხრეებზე კანტებით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ფერის ლამპასით; ქუდი წინაფრიანი მუქი ლურჯი ფერის, შავი ფერის დამცავი ფარით, გასაფორმებელი ფურნიტურით; თეთრი ფერის პერანგი მდგარი საყელოთი (პიჯაკისთვის).
ქურთუკი მუქი ლურჯი ფერის ელვა შესაკრავზე; მუქი ლურჯი ფერის პულოვერი ღია სამკუთხედი გულით; პერანგი მოკლე ან გრძელი მკლავით, თეთრი ფერის (საზაფხულო – საშემოდგომო); მანტოს სტილის ნახევარპალტო, მდგარი საყელოთი, ფერი – შავი, ერთბორტიანი.
ბერეტი ფერი – შავი – შესაბამისი ფურნიტურით; ფეხსაცმელი (ფერი – შავი); ქამარი შარვლის შავი ტყავის, ვერცხლისფერ ბალთაზე ამოტვიფრული წარწერით ,,გდდ“; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა; თეთრი ფერის ხელთათმანი (სააღლუმოდ).
[pic][pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
პლანშეტი №26
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სააღლუმო ყოველდღიური უნიფორმა (ქალბატონი)
პიჯაკი, გამოყვანილი სილუეტით, მუქი ლურჯი ფერის; ქვედაბოლო – მუქი ლურჯი ფერის; შარვალი – მუქი ლურჯი; პერანგი გრძელი და მოკლე მკლავებით, ფერი – თეთრი. ლურჯი ფერის ჰალსტუხი; პილოტური სტილის ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ან ბერეტი შესაბამისი ფურნიტურით; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის პულოვერი ღია სამკუთხედი გულით; შავი ფერის მოკლე პალტო (მანტო); ქამარი შარვლის – შავი ფერის; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic][pic]
პლანშეტი №27
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე ფორმა (ზამთარი-ზაფხული)
საველე ფორმა: ხალათი, შარვალი, კეპი (საზაფხულო) – ფერი დამცავი, კომუფლირებული – მულტიკამი; საწვიმარი-ლაბადა, ფერი – კომუფლირებული – მულტიკამი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი შავი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე ფორმა: ქურთუკი და შარვალი, მოსახსნელი მათბუნებლით (ზამთრის) – ფერი დამცავი, კომუფლირებული – მულტიკამი; ნაქსოვი ქუდი – ფერი კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი – ფერი კოიოტი; პულოვერი ყელიანი – ფერი კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №28
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული-ყოველდღიური ფორმა (ზამთარ -ზაფხული)
ოპერატიულ – ყოველდღიური ფორმა (საზაფხულო) – ხალათი, შარვალი, კეპი – მუქი ლურჯი ფერის; შავი ან ლურჯი ფერის მაისური, საწვიმარი-ლაბადა, ფერი შავი ან ლურჯი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ოპერატიულ – ყოველდღიური ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი და შარვალი მოსახსნელი მათბუნებლით; პულოვერი ყელიანი – ფერი შავი ან ლურჯი; ნაქსოვი ქუდი – ფერი შავი ან ლურჯი; ხელთათმანი ნაქსოვი – ფერი შავი ან ლურჯი; საწვიმარი – ლაბადა , ლურჯი ან შავი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №29
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სამმართველოს ფორმა ყოველდღიური ფორმა (ზაფხული)
რუხი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი (ფერი – კოიოტი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
რუხი ფერის მაისური გრძელი სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი (ფერი – კოიოტი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
რუხი ფერის მაისური მოკლე სახელოთი; რუხი ფერის ჟილეტი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; რუხი ფერის კეპი; ფეხსაცმელი (ფერი – კოიოტი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გამნაღმველების, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სამმართველოს ყოველდღიური ფორმა (ზამთარი)
მუქი რუხი ფერის თბილი პულოვერი (ყელიანი) გრძელი სახელოთი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი (ფერი – კოიოტი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
მუქი რუხი ფერის დათბუნული მოკლე ქურთუკი; ღია ყავისფერი შარვალი გვერდზე ჯიბეებით; შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ფეხსაცმელი (ფერი – კოიოტი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი №30
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ყოველდღიური ფორმა (ზამთარი-ზაფხული)
ყოველდღიური ფორმა: ხალათი, შარვალი, კეპი (საზაფხულო) – ფერი ღია ყავისფერი; საწვიმარი-ლაბადა, ფერი ღია ყავისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – (ფერი- კოიოტი); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
საველე ფორმა: ქურთუკი და შარვალი, მოსახსნელი მათბუნებლით (ზამთრის) – ფერი ღია ყავისფერი; ნაქსოვი ქუდი – ფერი ღია ყავისფერი; ხელთათმანი ნაქსოვი – ფერი ღია ყავისფერი; პულოვერი ყელიანი – ფერი ღია ყავისფერი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი ღია ყავისფერი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic][pic]
პლანშეტი № 31
განმასხვავებელი ჟილეტი
განმასხვავებელი ჟილეტი – წინა კალთაზე ჰორიზონტალურად განლაგებულია (ზედნადებია) ყვითელი ფერის ლამინირებული შუქამრეკლი – წარწერებით „POLICE’’ და ,,პოლიცია“.
[pic]
განმასხვავებელი ჟილეტი – წინა კალთაზე ჰორიზონტალურად განლაგებულია (ზედნადებია) ყვითელი ფერის ლამინირებული შუქამრეკლი – წარწერებით ლურჯ ფონზე თეთრი ასოებით „INSTRUCTOR’’ და ,,ინსტრუქტორი“.
[pic]
პოლკოვნიკი ვიცე-პოლკოვნიკი მაიორი
პოლიციის პოლკოვნიკი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი პოლიციის მაიორი
[pic] [pic] [pic] [pic]
კაპიტანი უფროსი ლეიტენანტი ლეიტენანტი
პოლიციისკაპიტანი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი პოლიციის ლეიტენანტი
[pic] [pic] [pic]
უმცროსი ლეიტენანტი მასტერ სერჟანტი უფროსი სერჟანტი
პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი პოლიციის ზემდეგი პოლიციის უფროსი სერჟანტი
[pic] [pic] [pic]
სერჟანტი უმცროსი სერჟანტი რიგითი
პოლიციის სერჟანტი პოლიციის უმცროსი სერჟანტი პოლიციის რიგითი
პლანშეტი №32
წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები
[pic]
[pic]
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული-ყოველდღიური ფორმის ფურნიტურა: სამინისტროს შევრონი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შევრონი, წარწერა – „საქართველო“, საქართველოს სტილიზირებული დროშა და ლურჯ ფონზე წარწერა თეთრი ასოებით – თანამშრომლის გვარი.
[pic]
პლანშეტი №33
ფურნიტურა
სამკერდე დანაკერი ,,POLICE’’ -14სმ X 2.5სმ, სამკლავური დანაკერი ,,პოლიცია’’ ,,POLICE’’ - 9სმ X 2.5სმ, განტვირთვის ჟილეტის სამკერდე დანაკერი ,,პოლიცია’’ ,,POLICE’’ -13სმ X 3.5სმ, ჯავშან ჟილეტის და განტვირთვის ჟილეტის დანაკერი ,,POLICE’’ -25სმ X 7სმ
[pic]
[pic]
[pic]
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე ფორმის ფურნიტურა: სამინისტროს შევრონი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შევრონი, წარწერა – „საქართველო“, წარწერა GEORGIA, საქართველოს სტილიზირებული დროშა, წარწერა თანამშრომლის გვარი.