დანართი №12
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ლოგო
[pic]
[pic]
[pic]
პლანშეტი 1
მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – პერანგი მოკლე სახელოთი, ღია ცისფერი; მოკლემკლავიანი ღია რუხი ან თეთრი ფერის მაისური; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; შავი ფერის ფეხსაცმელი; მუქი ლურჯი ფერის კეპი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 2
მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია რუხი ან თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ჰალსტუხი; შავი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 3
მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ღია რუხი ან თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის პულოვერი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ჰალსტუხი; შავი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 4
მამაკაცის ყოველდღიური ზამთრის ფორმა – ღია რუხი ან თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის პულოვერი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის მოკლე ან გრძელი ქურთუკი; შავი ფერის ჰალსტუხი; შავი ფერის ქუდი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 5
მამაკაცის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა - თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 6
ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია ცისფერი პერანგი; მოკლემკლავიანი ღია რუხი ან თეთრი ფერის მაისური; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 7
ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ან თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის ქვედაბოლო ან შარვალი; ღია რუხი ან თეთრი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 8
ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ან თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის ქვედაბოლო ან შარვალი; მუქი რუხი ფერის პულოვერი; ღია რუხი ან თეთრი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 9
ქალის ყოველდღიური ზამთრის სამსახურებრივი ფორმა – ჩაშვებული ღია რუხი ან თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი რუხი ფერის პულოვერი; შავი ფერის ქვედაბოლო ან შარვალი; შავი ფერის ქურთუკი, ღია რუხი ან თეთრი ფერის ყელსახვევი; შავი ფერის ფახსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 10
ქალის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა - თეთრი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან მუქი ლურჯი ფერის შარვალი; შავი ფერის ფეხსაცმელი; მუქი ლურჯი ფერის ქუდი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
[pic]
პლანშეტი 11
დამხმარე მოსამსახურის (მამაკაცის) ყოველდღიური ზაფხულის სპეც. ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი.
[pic]
პლანშეტი 12
დამხმარე მოსამსახურის (მამაკაცის) ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სპეც. ფორმა –მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის კიტელი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი; შავი ფერის ფეხსაცმელი.
[pic]
პლანშეტი 13
დამხმარე მოსამსახურის (მამაკაცის) ყოველდღიური ზამთრის სპეც. ფორმა – მოკლე მკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის ქურთუკი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქუდი; შავი ფერის ფეხსაცმელი.
[pic]
ქუდისა და სამკლაურის ემბლემა
[pic]
პლანშეტი 14
1. ქუდისა და სამკლავურის ემბლემა – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლის (შავ) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად; პირველ ნაწილზე, მეწამულ (წითელ) ველზე, გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდისფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზედაც არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.
2. ღილკილო – წარმოადგენს ფორმის ტანსაცმლის საყელოს საბნევს, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა.
[pic]
პლანშეტი 15
წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით.
[pic]
პლანშეტი 16
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლოგო – წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი. ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად; პირველ ნაწილზე, მეწამულ (წითელ) ველზე, გამოსახულია გადაჯვარედინებული ოქროს გრაგნილი და საწერი ფრთა. მეორე ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს ლომი; ფარს გარს აკრავს ლაჟვარდისფერი (ლურჯი) არშია – სადევიზე ბაფთა, რომელზედაც არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ და ოქროს ჰერალდიკური ჯვარი.
-----------------------
[pic]
[pic]
[pic]
[pic]
[pic]