„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016664
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №366

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებულ №63 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. №2 პლანშეტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დაემატოს №9 და №10 პლანშეტები.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (1)
366 danarti.doc DOC ⬇

დანართი №63

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის (სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს გარდა) სამკერდე ემბლემა

[pic]

პლანშეტი №2

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის (სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს გარდა) სამკერდე ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და სამინისტროს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერით – „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

შენიშვნა: სამკერდე ემბლემას მოსამსახურე ატარებს საჭიროების შემთხვევაში, საზეიმო-სააღლუმო და სხვა ვითარებაში.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამკერდე ემბლემა

პლანშეტი №9

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს „სამკერდე ემბლემა“ – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია გარშემო ვერცხლის ვაზის წნულის ორნამენტით, შუაში ვერცხლის ქვემოდან ზევით მიმართული (ზეაღმართული) ხმალი, ვერცხლისფერ ფარში ლომი და ელვა, კომპოზიციის ქვედა ნაწილში არის ვერცხლის სადევიზე ბაფთა ბოლნური ჯვრით (ზომით – 22 მმ).

შენიშვნა: სამკერდე ემბლემას მოსამსახურე ატარებს საჭიროების შემთხვევაში, საზეიმო-სააღლუმო და სხვა ვითარებაში.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს საველე ატრიბუტიკა „ჟეტონი“

პლანშეტი №10

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს „ჟეტონი“ – ოვალურ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია გარშემო ვერცხლის ვაზის წნულის ორნამენტით, შუაში ვერცხლის ქვემოდან ზევით მიმართული (ზეაღმართული) ხმალი, ვერცხლისფერ ფარში ლომი და ელვა, კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლის (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით „სპეციალური ძალები“. კომპოზიციის ქვედა ნაწილში არის ვერცხლის სადევიზე ბაფთა ბოლნური ჯვრით (ზომით – 40 მმ/33 მმ).

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №366. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016664.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №366, 12.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016664 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3691365/