„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016502
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2016 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დაემატოს №51 დანართი თანდართული რედაქციით.

2. №9 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. №10 დანართის მე-8 პლანშეტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (3)
3 danarti.doc DOC ⬇

[pic]

პლანშეტი 8

8. სამკლავური ემბლემა

სამკლავური ემბლემა წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ემბლემას.

1 danarti.doc DOC ⬇

დანართი №51

სამინისტროს დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის

ფორმის ტანსაცმელი

[pic]

პლანშეტი №1

ზაფხულის ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის კეპიანი ქუდი, შავი ფერის მაისური სამ ღილზე.

[pic]

პლანშეტი №2

ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის კეპიანი ქუდი, შავი ფერის ჟილეტი.

[pic]

პლანშეტი №3

შავი ფერის კეპიანი ქუდი, შავი ფერის საწვიმარი ლაბადა.

[pic]

პლანშეტი №4

შავი ფერის ქურთუკი დემისეზონური, შავი ფერის კეპიანი ქუდი.

2 danarti.doc DOC ⬇

დანართი №9

სამინისტროს უბნის ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

მამაკაცის საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №2

ქალის საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №3

მამაკაცის საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, ლურჯი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №4

ქალის საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №5

ქალისა და მამაკაცის საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, ინდიგოსფერი პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №6

ქალისა და მამაკაცის ზამთრის ყოველდღიური ფორმა

დათბუნებული ქუდი, ლურჯი ფერის ქურთუკი, პულოვერი, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით.

[pic]

პლანშეტი №7

უბნის ინსპექტორის აღჭურვილობის ქამარი №1

უბნის ინსპექტორის ტყავის ქამარი №2

[pic]

პლანშეტი №8

წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები (წოდების აღმნიშვნელი სამხრე)

[pic]

პლანშეტი №9

სამკლავური ემბლემა

წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის შავ ველზეც, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელი) ველზე ვერცხლისფერი ლომის გამოსახულებით. მთავარი ფარის ზედა ნაწილში არის წარწერები: ლათინურად – „POLICE“ და ქართულად – „უბნის ინსპექტორი“. ფარის გარშემო გამოსახულია ჰერალდიკური გვირგვინი.

[pic]

პლანშეტი №10

სამკლავური ემბლემა

წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის შავ ველზეც, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელი) ველზე ვერცხლისფერი ლომის გამოსახულებით. მთავარი ფარის ზედა ნაწილში არის წარწერები: ლათინურად – „POLICE“ და ქართულად – „თბილისის პოლიციის დეპარტამენტი“. ფარის გარშემო გამოსახულია ჰერალდიკური გვირგვინი.

[pic]

პლანშეტი №11

უბნის ინსპექტორის ჟეტონი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.01.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016502.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.01.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3, 06.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016502 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3138444/