„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016616
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 31

2017 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. ბრძანებას დაემატოს 6-  65 დანართები თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებით დამტკიცებული №7 დანართი ამოღებულ იქნეს.

3. ბრძანებით დამტკიცებული №91 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
📎 დანართები (1)
31_danart_.doc DOC

დანართი №61

სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic][pic]

ემბლემა სამკერდე ნიშანი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – 1-4 ნაწილი მეწამულ (წითელი), ხოლო 2-3 ნაწილი ზურმუხტისფერ (მწვანე) ველზე, შსს სტილიზებული სიმბოლო – ოქროსფერ ლომი და ოქროსფერი გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული; მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე – 1-4 ნაწილი მეწამულ (წითელი), ხოლო 2-3 ნაწილი ზურმუხტისფერ (მწვანე) ველზე, შსს სტილიზებული სიმბოლო – ოქროსფერი ლომი და ოქროსფერი გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული; მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ოქროს ფერ კანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერებით – „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით. სამკერდე ნიშნის დიამეტრი – 20 მმ.

შენიშვნა: სამკერდე ნიშანს მოსამსახურე ატარებს საჭიროების შემთხვევაში, საზეიმო-სააღლუმო და სხვა ვითარებაში.

სამკლავური ემბლემა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლისფერი (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს “.

[pic]

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დროშა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დროშა – წარმოადგენს მართკუთხა ორფერიან ქსოვილს, სიმეტრიული სიგანის წითელი, თეთრი და წითელი ვერტიკალური სამი ზოლით, შესაბამისი თანამიმდევრობით, რომლის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ ველზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

[pic]

1. 2. 3.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის

საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სარიტუალო ოცეულის უნიფორმა

1. მუქი წითელი ფერის ერთბორტიანი ფრენჩი; შავი ფერის შარვალი მუქი წითელი ფერის ლამპასით; მუქი წითელი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი: შავი (ლაკი) ფეხსაცმელი: ოქროსფერი აქსელბანდი; თეთრი ფერის ხელთათმანი; თეთრი ფერის ქამარი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. რუხი ფერის ერთბორტიანი ფრენჩი; შავი ფერის შარვალი ყვითელი (ოქრო) ფერის ლამპასით; რუხი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი (ლაკი) ფეხსაცმელი; თეთრი ფერის ხელთათმანი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. რუხი ფერის ორბორტიანი მანტოს სტილის ნახევარპალტო; შავი ფერის შარვალი ყვითელი (ოქრო) ფერის ლამპასით; რუხი-შავი ფერის წინაფრიანი ქუდი; შავი (ლაკი) ფეხსაცმელი: თეთრი ფერის ხელთათმანი და კაშნე; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

1. 2. 3.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის (შემოდგომა-გაზაფხული-ზაფხული)

1 – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2, 3 – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

4. 5.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა მამაკაცისათვის (ზამთარი-შემოდგომა)

4, 5 – მუქი ლურჯი ფერის მოკლე პალტო მანტო; მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

6. 7. 8.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა

ქალისათვის (შემოდგომა-გაზაფხული-ზაფხული)

6, 7, 8 – მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით; მუქი ლურჯი ფერის შარვალი; ნაცრისფერი პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავებით; მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პილოტურა ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

9. 10. 11.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოველდღიური ფორმა ქალისათვის (გაზაფხული-შემოდგომა-ზამთარი)

9, 10, 11 – მუქი ლურჯი ფერის ქვედა ბოლო; მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი; მუქი ლურჯი ფერის მოკლე პალტო (მანტო); ნაცრისფერი პერანგი გრძელი მკლავებით; შავი ფერის ჰალსტუხი; მუქი ლურჯი ფერის პილოტურა ან შავი ბერეტი; შავი ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

12. 13 .

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო), განსაკუთრებულ დავალებათა I, II და III სამმართველოების, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების, ქ.თბილისისა და აჭარის ა.რ. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების, სამედიცინო სამსახურის, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების სამსახურის (ჰაუპტვახტი) და საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის საველე ფორმა (ზამთარი-ზაფხული).

12 – საველე ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული-მულტიკამი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

13 – საველე ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული-მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

დანართი №62

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა

[pic]

პლანშეტი №1

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზევიდან ქვევით მიმართული ოქროსფერი ხმალი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დროშა

[pic]

პლანშეტი №2

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დროშა – დროშის ველი ვერტიკალურად, სამ თანაბარ ნაწილად არის გაკვეთილი; პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერისაა. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერია, რომლის ცენტრში გამოსახულია ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორცია არის 2/3.

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს სამკერდე ემბლემა

[pic]

პლანშეტი №3

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს სამკერდე ემბლემა – მუქ ლურჯ ფარზე ნაცრისფერი ველით გამოსახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი, ზომით 22მმ/12 მმ.

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მამაკაცის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა

[pic]

პლანშეტი №4

მამაკაცის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა (დემისეზონური) – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი, თეთრი ფერის პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №5

მამაკაცის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ფერის მანტო, თეთრი ფერის პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №6

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა – პერანგი თეთრი ფერის მოკლე მკლავით, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №7

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა – პერანგი თეთრი ფერის გრძელი მკლავით, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №8

მამაკაცის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – შავი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წელის ქამარი.

[pic]

[pic]

პლანშეტი №9

მამაკაცის გამოსასვლელი/ყოველდღიური უნიფორმა – მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი; მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი; შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქალბატონის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა

[pic]

პლანშეტი №10

ქალბატონის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ფერის მანტო, თეთრი ფერის პერანგი

გრძელი ან მოკლე მკლავით, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №11

ქალბატონის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ფერის მანტო, თეთრი ფერის პერანგი

გრძელი ან მოკლე მკლავით, შავი ფერის კლასიკური ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №12

ქალბატონის ყოველდღიური ფორმა – პერანგი თეთრი ფერის გრძელი მკლავით (ჩატანებული სახით), წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №13

ქალბატონის ყოველდღიური ფორმა – პერანგი თეთრი ფერის მოკლე მკლავით (ჩატანებული სახით), წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

[pic]

პლანშეტი №14

ქალბატონის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – შავი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით, შავი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით და წელის ქამარი.

[pic]

პლანშეტი №15

ქალბატონის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქუდი („პილოტკა“), ქუდის შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა

[pic]

პლანშეტი №16

ქალბატონის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ჰალსტუხი.

[pic]

პლანშეტი №17

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმის ფურნიტურა – წოდებისა და გვარის აღმნიშვნელი ატრიბუტიკა, ჰალსტუხის სამაგრი, ქამარი და ჯიბეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციალებით, თავთავის ფორმის საყელოს მოსართავი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი.

[pic]

პლანშეტი №18

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის გამოსასვლელი/ყოველდღიური ფორმის სამკლავური ემბლემა: მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციალები და გერბი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დასახელება.

[pic]

პლანშეტი №19

წოდების აღნიშვნები

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა საველე – ოპერატიული ფორმა

[pic]

პლანშეტი №20

საველე – ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ხალათი აკეცილი ან ჩამოშვებული სახელოებით, ხალათი ჩატანებული ან ამოტანებული სახით, შარვალი და კეპი, ფერი: მუქი მწვანე; შავი ბერეტი; შავი ფერის მაისური; მაღალყელიანი ფეხსაცმელი , ფერი – შავი ან კოიოტი.

საველე – ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით), ფერი: მუქი მწვანე; ნაქსოვი ქუდი, ფერი: შავი ან მუქი მწვანე; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი: შავი ან მუქი მწვანე; შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მომზადების და გადამზადების სამმართველოსა და პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს მოსამსახურეთა საველე – ოპერატიული ფორმა

[pic][pic]

პლანშეტი №21

საველე – ოპერატიული ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული – მულტიკამი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაისური – ფერი: კოიოტი ან მულტიკამი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი : შავი ან კოიოტი. საწვიმარი ლაბადა – მულტიკამი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (კომუფლირებული დაფერვით).

საველე – ოპერატიული ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული – მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი მწვანე ან კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი მწვანე ან კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა; (კომუფლირებული დაფერვით).

[pic][pic]

პლანშეტი №22

საველე – ოპერატიული უნიფომის განმასხვავებელი ატრიბუტიკა – შევრონი სამკლავე დანაკერი ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა; შევრონი სამკლავე დანაკერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა; წარწერა სამკლავე (ინგლისურად); ქუდის კოკარდა; საქართველოს დროშა; დანაკერი სამკერდე წარწერა ,,საქართველო“; განმასხვავებელი ფურნიტურა – სამკერდე წარწერა ქართულ ენაზე, პიროვნების გვარი.

[pic][pic]

პლანშეტი №23

განმასხვავებელი ჟილეტი – წინა კალთაზე ჰორიზონტალურად განლაგებულია (ზედნადებია) ყვითელი ფერის ლამინირებული შუქამრეკლი – წარწერებით „POLICE’’ და ,,პოლიცია“.

დანართი №63

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა

[pic]

პლანშეტი №1

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარჯვნიდან მარცხნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ვერცხლისფერ კანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი

[pic]

პლანშეტი №2

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკერდე ნიშანი – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, შავ ველზე გამოსახულია სამი მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ირიბი ოქროსფერი ლენტი და სამინისტროს სტილიზებული სიმბოლო – მეწამულ ველზე ოქროსფერი ლომი. შავი ოქროსკანტებიანი არშია ოქროსფერი წარწერით – „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ და „შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა

პლანშეტი №3

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა – სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა. გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში არის ვერცხლის (თეთრი) სადევიზე ბაფთა წარწერით – ,,სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში სადევიზე ბაფთაზე წარწერა – ,,შსს“.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დროშა

[pic]

პლანშეტი №4

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ლაჟვარდოვან (ლურჯი) ქსოვილს, პროპორციით – 2/3, შუა ნაწილში დაშვებული თეთრი ფონით. დროშის ცენტრში (თეთრ ფონზე) გამოსახულია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის საველე – ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)

[pic][pic]

პლანშეტი №5

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; საწვიმარი ლაბადა – მულტიკამი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; პულოვერი ყელიანი , ფერი კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (მამაკაცი) სააღლუმე ფორმა

პლანშეტი №6

პიჯაკი – მუქი რუხი ფერის კლასიკური სილუეტის, გამოყვანილი სილუეტით 4 ღილზე ოთხი ღილკილოთი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ფორმის სამკლავური ემბლემა. შევრონები შესრულებული იქნება ნაქარგში. საყელო გადაფენილი ლაცკანებით, წინა კალთებზე მუშავდება ორი ზედა და ორი ქვედა ზედნადები ჯიბე სარქველით, რომელიც იკვრება ერთი ღილით ერთ ღილკილოზე. ზურგი ორნაწილიანი, ბოლოში ორი შეხსნილით. სახელო ორნაწილიანი, მანჟეტის გარეშე გაფორმებულია ბოლოში 3-4 ღილით. ორივე მხარის ხაზზე შიდა მხრიდან აქვს მხარის მიდამოში ჩაკერებულია სამხრეები, რომლებიც მაგრდება ერთ ღილზე ერთი ღილკილოთი. პიჯაკი მუშავდება შავი პოლიესტერის სარჩულით. გულმკერდის არეში ორივე მხარეს და გაჭრილი ერთკანტიანი ჯიბეებით. ღილებზე გამოსახული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი.

შარვალი – მუქი რუხი ლამპასიანი, კლასიკური სტილის, წელის ხაზზე ჩაკერებული ქამრით და შვიდი საქამრით. შარვალი იკვრება წინ ელვა შესაბნევით ერთ ღილზე და ღილკილოზე. შარვლის წინა კალთები დამუშავებულია გვერდითი გაჭრილი ჯიბეებით, ხოლო შიგნით პოლიესტერის სარჩულით.

პერანგი მოკლე მკლავით – თეთრი ფერის. წინა კალთები იკვრება შვიდი ღილით შვიდ ღილკილოზე, გულმკერდის არეში მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაკერებული სარქველიანი ჯიბით, რომელიც იკვრება ერთ ღილზე ერთი ღილკილოთი. სახელოს ჩაკერების ხაზზე მხრის მიდამოში ჩაკერებული სამხრეებით, რომლებიც მაგრდება ერთი ღილით ერთ ღილკილოზე. პერანგი გაწყობილი იქნება შევრონებით, რომლებიც შესრულებული იქნება ნაქარგში.

პერანგი გრძელი მკლავით – თეთრი ფერის. წინა კალთები ივკრება შვიდი ღილით შვიდ ღილკილოზე, გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს დაკერებული ჯიბე. საზედაპირე ქსოვილი.

ჰალსტუხი – მუქი რუხი ფერის, კლასიკური სტილის, რეზინაზე ლითონის შესაკრავით.

მოკლე პალტო (მანტო) – ორბორტიანი, მუქი რუხი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა, მარცხენა მკლავზე – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა (სეზონის შესაბამისად).

წინაფრიანი ქუდი – მუქი რუხი ფერის. შიდა მხარეს უნდა ჰქონდეს სარჩული. წინა მხარეს აქვს ღია რუხი ნაქსოვი წნული, რომელიც დამაგრებულია ღილებზე (ღილებზე გამოსახული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი).

ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, შვიდქიმიანი სხივებიანი ვასრკვლავი, მასზე გამოსახული სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (ქალი) სააღლუმე ფორმა

პლანშეტი №7

პიჯაკი – მუქი რუხი ფერის გამოყვანილი სილუეტით. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინსიტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა.

ქვედა ბოლო – მუქი რუხი ლამპასიანი

პერანგი მოკლე მკლავით – თეთრი ფერის. წინა კალთები იკვრება შვიდი ღილით შვიდ ღილკილოზე, გულმკერდის არეში მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაკერებული სარქველიანი ჯიბით, რომელიც იკვრება ერთ ღილზე ერთი ღილკილოთი. სახელოს ჩაკერების ხაზზე მხრის მიდამოში ჩაკერებული სამხრეებით, რომლებიც მაგრდება ერთი ღილით ერთ ღილკილოზე. პერანგი გაწყობილი იქნება შევრონებით, რომლებიც შესრულებული იქნება ნაქარგში.

პერანგი გრძელი მკლავით – თეთრი ფერის. წინა კალთები ივკრება შვიდი ღილით შვიდ ღილკილოზე, გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს დაკერებული ჯიბე.

ჰალსტუხი – მუქი რუხი ფერის, კლასიკური სტილის, რეზინაზე ლითონის შესაკრავით.

მოკლე პალტო (მანტო) – ერთბორტიანი, მუქი რუხი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა, მარცხენა მკლავზე – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა (სეზონის შესაბამისად).

ქუდი – მუქი რუხი ფერის, ღია რუხი ფერის კანტებით.

ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, შვიდქიმიანი სხივებიანი ვასრკვლავი, მასზე გამოსახული სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა კოკარდა

პლანშეტი №8

დანართი №64

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს, სამობილიზაციო სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს, სამობილიზაციო სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა (მამაკაცის)

[pic][pic]

პლანშეტი №1

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი, მარჯვენა მხარეს სამკერდე წარწერა გვარი ქართულ ან ინგლისურ ენაზე);

შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის;

პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ან რუხი ფერის;

ჰალსტუხი – შავი ფერის;

მოკლე პალტო (მანტო) – ორბორტიანი, მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (შესაბამისი დანაყოფის შევრონი, მარცხენა მკლავზე,); (სეზონის შესაბამისად).

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს, სამობილიზაციო სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა (ქალბატონის)

[pic][pic][pic]

პლანშეტი №2

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი, მარჯვენა მხარეს სამკერდე წარწერა გვარი ქართულ ან ინგლისურ ენაზე);

ქვედა კაბა – მუქი ლურჯი ფერის;

შარვალი – კლასიკური სტილის, მუქი ლურჯი ფერის;

პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ფერის;

ჰალსტუხი – შავი ფერის;

მოკლე პალტო (მანტო) – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი) , სეზონის შესაბამისად.

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს, სამობილიზაციო სამმართველოს სამკლავური ემბლემა და განმასხვავებელი ფურნიტურა

[pic]

პლანშეტი №3

სამკლავური-სტილიზებული შავი ფარი გარშემო ოქროსფერი (ყვითელი) კანტით; ფარის შავ ველზე გამოსახულია შსს სამინისტროს ემბლემა გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, შერვონის ზედა ნაწილში სადევიზე თეთრ ბაფთაზე, ოქროსფერი წარწერა ქართულ ენაზე ,,ადმინისტრაცია სამობილიზაციო სამმართველო“

განმასხვავებელი სამკერდე ფურნიტურა – მუქ ლურჯ ფონზე თეთრი კანტით, წარწერა ქართულ ან ინგლისურ ენაზე, პიროვნების გვარი.

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სამობილიზაციო და საკოორდინაციო მთავარი სამმართველოს, სამობილიზაციო სამმართველოს საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)

[pic][pic]

პლანშეტი №4

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); საწვიმარი ლაბადა – მულტიკამი. (მარცხენა მკლავზე შესაბამისი დანაყოფის შევრონი, მარჯვენა მხარეს სამკერდე წარწერა გვარი ქართულ ან ინგლისურ ენაზე); წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი;

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; პულოვერი ყელიანი, ფერი კოიოტი ; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

დანართი №65

სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს, ყოველდღიური უნიფორმა (მამაკაცის)

[pic][pic]

პლანშეტი №1

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა .

შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის;

პერანგი გრძელი ან მოკლე მკლავით – თეთრი ან რუხი ფერის;

ჰალსტუხი – შავი ფერის;

მოკლე პალტო (მანტო) – ორბორტიანი, მუქი ლურჯი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული-ზამთარი)

[pic][pic]

პლანშეტი №2

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის საველე ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); საწვიმარი ლაბადა – მულტიკამი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი;

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი – კოიოტი; ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – კოიოტი; პულოვერი ყელიანი ფერი კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი – ფერი: შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №3

დანართი N91

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკოორდინაციო საქმეთა სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – მოკლემკლავიანი ღია რუხი ფერის მაისური; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №2

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო – საშემოდგომო ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი; შიგნიდან თეთრი მაისური; შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №3

მამაკაცის მუქი ლურჯი ფერის შემოდგომა -ზამთრის ყოველდღიური ფორმა – ღია რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი; შავი ფერის ქურთუკი მათბუნებლით; შავი ფერის კეპი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №4

სამკლავური ემბლემა

სამკლავური ემბლება წარმოადგენს წრეს, შავი ფერის ველზე ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, მეწამულ (წითელ) ველზე ლომის გამოსახულებით და ქართული წარწერით „ადმინისტრაცია ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური“

[pic]

პლანშეტი №5

სამკლავური ემბლემა

სამკლავური ემბლება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშას.

[pic]

პლანშეტი №6

წოდების აღნიშვნები.

-----------------------

samobilizacio sammarTvelo

FAMILY NAME /გ ვ ა რ ი

11