„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №71

2020 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №61 დანართის №28 და №30 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
sss-71 danarti.doc ⬇

პლანშეტი № 28

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული ფორმა (ზამთარი - ზაფხული)

ოპერატიული ფორმა (საზაფხულო): ხალათი, შარვალი, კეპი - მუქი ლურჯი ფერის; საწვიმარი-ლაბადა, მაისური - შავი ან ლურჯი ფერის; ფეხსაცმელი ზაფხულის, შავი ფერის; ფორმისა და წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ოპერატიული ფორმა (ზამთრის): ქურთუკი და შარვალი მოსახსნელი მათბუნებლით - მუქი ლურჯი ფერის; საწვიმარი-ლაბადა, ყელიანი პულოვერი, ნაქსოვი ქუდი, ნაქსოვი ხელთათმანი - შავი ან ლურჯი ფერის; ფეხსაცმელი ზამთრის, შავი ფერის; ფორმისა და წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.


პლანშეტი № 30

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გარდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველოსი) ყოველდღიური ფორმა (ზამთარი-ზაფხული)

D:\SANIVTE\ფორმა\საველე და ყოველდღიური\NACARA.png

ყოველდღიური ფორმა (საზაფხულო): ხალათი, შარვალი, კეპი – რუხი ფერის; საწვიმარი -ლაბადა, მაისური - შავი ან რუხი ფერის; ფეხსაცმელი შავი ფერის; ფორმისა და წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ყოველდღიური ფორმა (ზამთრის): ქურთუკი და შარვალი მოსახსნელი მათბუნებლით – რუხი ფერის; ყელიანი პულოვერი შავი ან რუხი ფერის; ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანი, ფეხსაცმელი შავი ფერის; ფორმისა და წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017003.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №71, 15.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4870207/