„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №101

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №52 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრის ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი 52

მართლწესრიგის ოფიცრის ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე მოკლე მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №2

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე გრძელი მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №3

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პერანგი მოკლე მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №4

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №5

კაცის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი ელვა შესაკრავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №6

კაცის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი ზურგზე შუქამრეკლი ზოლით და ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №7

კაცის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ზურგზე შუქამრეკლი ზოლით და ლათინური წარწერით „POLICE“, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №8

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე მოკლე მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №9

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე მოკლე მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №10

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე გრძელი მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №11

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე გრძელი მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №12

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პერანგი მოკლე მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №13

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პერანგი მოკლე მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №14

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №15

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

პლანშეტი №16

ქალის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი ელვა შესაკრავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №17

ქალის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი ელვა შესაკრავით და ზურგზე ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №18

ქალის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი ზურგზე შუქამრეკლი ზოლით და ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №19

ქალის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი ზურგზე შუქამრეკლი ზოლით და ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №20

ქალის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ზურგზე შუქამრეკლი ზოლით და ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი №21

ქალის ყოველდღიური შემოდგომა-ზამთრის უნიფორმა: მუქი ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ზურგზე შუქამრეკლი ზოლით და ლათინური წარწერით „POLICE“, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

სამკლავური ემბლემა (შევრონი)

სამკლავური ემბლემა (შევრონი) წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის შავ ველზე, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, წითელ ველზე ვერცხლისფერი ლომის გამოსახულებით (სახელმწიფო გერბის დეტალი-ფარისმტვირთველი) და შემკულია სტილიზებული ვაზის ფოთლების გვირგვინით. მთავარი ფარის ზედა ნაწილში არის წარწერა ლათინური ასოებით „POLIСE“, ხოლო, სადევიზო ლენტზე წარწერა: მართლწესრიგის ოფიცერი. ფარის ქვედა ნაწილს შიდა კონტურზე გასდევს დაფნის გვირგვინის ვერცხლისფერი გამოსახულება.

სამკლავური ემბლემა (შევრონი)

სტილიზებულ ვერცხლისფერ სხივებზე მოთავსებული შავი ფერის დისკო, ოქროსფერი არშიით, წარწერით „პოლიცია“ და ლათინური ასოებით „POLICE“. სიტყვები ერთმანეთისგან გამოყოფილია ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. შევრონის ცენტრში, რვაქიმიან ვარსკვლავზე მოთავსებული სტილიზებული ფარი, რომლის წითელ ველზე გამოსახულია ლომის ოქროსფერი ფიგურა (სახელმწიფო გერბის დეტალი).

კოკარდა

სტილიზებულ ვერცხლისფერ სხივებზე მოთავსებული შავი ფერის დისკო, ოქროსფერი არშიით, წარწერით „პოლიცია“ და ლათინური ასოებით „POLICE“. სიტყვები ერთმანეთისგან გამოყოფილია ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. კოკარდის ცენტრში, რვაქიმიან ვარსკვლავზე მოთავსებული სტილიზებული ფარი, რომლის წითელ ველზე გამოსახულია ლომის ოქროსფერი ფიგურა (სახელმწიფო გერბის დეტალი).

საქართველოს სახელმწიფო დროშა

საქართველოს სახელმწიფო დროშის შემცირებული გამოსახულება სამკლავური დანაკერის სახით

პლანშეტი №22

ფორმა-ტანსაცმლის ატრიბუტიკა

პლანშეტი №23

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სატარებელი ატრიბუტიკა