„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017081
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №153

2020 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №92 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილების მოსამსახურეთა (პოლიციელი) ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილების და რაიონული მთავარი სამმართველოების ინსპექტორების /მორიგე/ ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

მამაკაცის საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

პლანშეტი №2

ქალის საგაზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით და მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №3

მამაკაცის საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №4

ქალის საზაფხულო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის პერანგი მოკლე მკლავით, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით და მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №5

მამაკაცის საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის პულოვერი, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №6

ქალის საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის პულოვერი, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით და მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №7

მამაკაცის ზამთრის ყოველდღიური ფორმა

ლურჯი ფერის დათბუნებული ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის ქურთუკი, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, ლურჯი ფერის პულოვერი, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №8

ქალის ზამთრის ყოველდღიური ფორმა

ლურჯი ფერის დათბუნებული ქუდი, დანართი №9-ის პლანშეტი №14-ით განსაზღვრული ქუდის კოკარდა, ლურჯი ფერის ქურთუკი, მკლავზე დანართი №9-ის პლანშეტი №12-ით განსაზღვრული სამკლავურის ემბლემა, ლურჯი ფერის პულოვერი, ლურჯი ფერის პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ლურჯი ზოლით და მუქი ლურჯი ფერის შარვალი ლურჯი ზოლით, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

qamrebi

პლანშეტი №9

აღჭურვილობის ქამარი №1

ტყავის ქამარი №2

Description: D:\Users\baindurashvili-e\Desktop\ubani qoreli\iuristebisatvis\8.jpg

პლანშეტი №10

წოდების განმასხვავებელი ნიშნები (წოდების აღმნიშვნელი სამხრე)