„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №128

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
128-danarti.doc DOC

დანართი №12

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ემბლემა

პლანშეტი №1

მამაკაცის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

ქუდი მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი, ლურჯკანტიანი, რომელზეც დატანილია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ქუდის ემბლემის ჰერალდიკური ფარი, ხოლო კანტზე ღილკილო. მუქი ნაცრისფერი პიჯაკი, მკლავზე ლურჯი სიმეტრიული კანტით, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, იკვრება ღილკილოთი, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; გრძელ ან მოკლესახელოიანი თეთრი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №2

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

თეთრი, მოკლესახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა; ინსიგნია – სამკერდე წარწერა მაგრდება პერანგის მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის მაღალი წერტილიდან 1 სანტიმეტრით ზევით, ჰორიზონტალურად.

[pic]

პლანშეტი №3

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე, ინსიგნია – სამკერდე წარწერა მაგრდება ჟილეტის მკერდის მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურად; მუქი ნაცრისფერი კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №4

მამაკაცის ზამთრის ყოველდღიური ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე, ინსიგნია – სამკერდე წარწერა მაგრდება ჟილეტის მკერდის მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურად; მუქი ნაცრისფერი, კლასიკური შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №5

ქალის სააღლუმო გამოსასვლელი ფორმა

პილოტური სტილის ლურჯკანტიანი ქუდი, წინა, მარცხენა მხარეს სააგენტოს ქუდის ემბლემის ჰერალდიკური ფარი; მკლავზე სიმეტრიული ლურჯკანტიანი, მუქი ნაცრისფერი ფერის პიჯაკი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი, იკვრება ღილკილოზე; მოკლე, ან გრძელსახელოიანი თეთრი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო ან მუქი ნაცრისფერი, კლასიკური სტილის შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №6

ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

თეთრი, მოკლესახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო ან მუქი ნაცრისფერი, კლასიკური სტილის შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა; ინსიგნია – სამკერდე წარწერა მაგრდება პერანგის მკერდის მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურად.

[pic]

პლანშეტი №7

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საშემოდგომო ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო ან მუქი ნაცრისფერი კლასიკური სტილის შარვალი; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე, ინსიგნია – სამკერდე წარწერა მაგრდება ჟილეტის მკერდის მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურად; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №8

ქალის ყოველდღიური ზამთრის ფორმა

თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; მუქი ნაცრისფერი ჟილეტი, იკვრება ღილკილოზე, ინსიგნია – სამკერდე წარწერა მაგრდება ჟილეტის მკერდის მარცხენა მხარეს, ჰორიზონტალურად; მუქი ნაცრისფერი, კლასიკური სტილის შარვალი ან მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო; შავი კლასიკური ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

[pic]

პლანშეტი №9

საზაფხულო ყოველდღიური სპეციალური საველე ფორმა

პოლოს სტილის, მოკლესახელოიანი, მუქი ნაცრისფერი მაისური, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, მაისურის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ჯიბეებიანი შავი შარვალი; შავი/მუქი ნაცრისფერი ქუდი (კეპი), გამოსახულია სააგენტოს ქუდის ემბლემა ჰერალდიკური ფარი; შავი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №10

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სპეციალური საველე ფორმა

პოლოს სტილის, გრძელმკლავიანი, მუქი ნაცრისფერი მაისური, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, მაისურის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ჯიბეებიანი შავი შარვალი; შავი/მუქი ნაცრისფერი ქუდი/(კეპი), გამოსახულია სააგენტოს ქუდის ემბლემა ჰერალდიკური ფარი; შავი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №11

ზამთრის ყოველდღიური სპეციალური საველე ფორმა

მოკლე ან/და გრძელი სტილის დათბილული, ელვა შესაკრავიანი ქურთუკი შავ და მუქ ნაცრისფერ ფერებში, ჯიბეზე ელვა შესაკრავი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, ქურთუკის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; პოლოს სტილის, გრძელმკლავიანი, მუქი ნაცრისფერი მაისური, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი; ჯიბეებიანი შავი შარვალი; ნაქსოვი შავი ქუდი, გამოსახულია სააგენტოს ქუდის ემბლემა ჰერალდიკური ფარი; შავი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №12

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (ტექნიკური მუშაკი) ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო სპეციალური ფორმა

შავი კიტელი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, კიტელის უკანა მხარეს თეთრ ფერში გამოსახულია წარწერა „მომსახურების სააგენტო“.

[pic]

პლანშეტი №13

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (ტექნიკური მუშაკი) ზამთრის ყოველდღიური სპეციალური ფორმა

მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით შავ და მუქ ნაცრისფერ ფერებში, ჯიბეზე ელვა შესაკრავი, მარცხენა სამკლავურზე სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (შავი) მრგვალი ფარით, მარჯვენა სამკლავურზე შესაბამისი წოდების დასამაგრებელი ადგილი.

[pic]

პლანშეტი №14

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (დასუფთავების სამსახური) სპეციალური ფორმა.

მკვეთრი ლურჯი, უმკლავებო, დათბილული ჟილეტი. ჟილეტის წინა მხარეს გამოსახულია სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით; მხრებზე ჩამოსაცმელი, მუხლამდე სიგრძის, მკვეთრი ლურჯი წინსაფარი, წინსაფრის წინა მხარეს გამოსახულია სააგენტოს სამკლავურის ემბლემა (თეთრი) მრგვალი ფარით.

[pic][pic]

პლანშეტი №15

ემბლემა

[pic]

აღწერილობა: ვერცხლის (თეთრ) მრგვალ ფარზე დატანილი ორ ტოლ – მეწამულ (წითელ) და ლურჯ (ლაჟვარდოვან) – ველად გაკვეთილი ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზეც დატანილია ოქროს (ყვითელი) გრაგნილზე ჯვარედინად გადადებული ოქროს ნაკრტენის საწერი კალამი, ლაჟვარდოვან ველზე ოქროს ზეაღმართული ლომი. ვერცხლის მრგვალ ფარს გარს ევლება ოქროს ზოლებით შემოსაზღვრული ლაჟვარდოვანი არშია ოქროსფერი წარწერით: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. არშიის წარწერას ქვედა მხარეს გამაშუალებელ ნიშნად დასმული აქვს ოქროს ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

ღილკილო – ოქროსფერი, გლუვი ზედაპირით, წარმოადგენს ფორმის ტანსაცმლის საბნევს.

[pic]

ქუდის ემბლემა – ჰერალდიკური ფარი

[pic]

სამკლავურის ემბლემა

[pic] [pic]

ინსიგნია – სამკერდე წარწერა

პოლიცია – მართკუთხა შავ (დამცავი) ფონზე, შემოსაზღვრული ოქროსფერი კანტით, ოქროსფერი ასოებით წერია ქართულად. მაგრდება №2, №3, №4, №6, №7 და №8 პლანშეტებზე, მკერდის მარცხენა მხარეს, პერანგის ჯიბის (არსებობის შემთხვევაში) მაღალი წერტილიდან 1 სანტიმეტრით ზევით, ჰორიზონტალურად.

[pic]

პლანშეტი №16

წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების (შევრონი) სახით.

პლანშეტი №17

სააგენტოს ემბლემა და სააგენტოს შემოკლებული დასახელება/ინგლისურენოვანი დასახელება – წარწერა, რომელიც შესრულებულია ფონტით FiraGO.

[pic] [pic]